Загрузка...

რატომ უნდა გაწმინდოთ პურის შესანახი კონტეინერი ძმრით?


2016 წელს ჩატარებული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ საქართველოში საშუალოდ 1 დღეში, დაახლოებით 55 000 პურს ნაგავში ყრიან, ამ მაჩვენებებს თუ ერთ თვეზე შევაჯამებთ, რათქმაუნდა საშინელ შედეგს მივიღებთ.
იტვირთება...
loading...
პური არის ყველაზე ძვირფასი საკვები პროდუქტი ადამიანისთვის, რათქმაუნდა მისი კარგად შენახვა ყოველი ჩვენთაგანისთვის სასურველია. უმეტეს შემთხვევაში ვყიდულობთ იმდენს, რამდენიც ერთ დღიანი რაციონისთვის საკმარისი იქნება. მაგრამ როგორ უნდა მოიქცნენ ის ადამიანები, რომლებიც პურს სახლის პირობებში აცხობენ და ხშირ შემთხვევაში შენახვაც უწევთ...?

თუ თქვენ პურს სახლში აცხობთ და გაწუხებთ ობი, მაშინ პურის დასაცავად საუკეთესო საშუალებაა ძმარი!
ტენიანი გარემო პურზე უარყოფითად მოქმედებს. ამ შემთხვევაში პური ობდება და საკვებადაც გამოუსადეგარია. ზუსტად ამ მომეტში უნდა გამოიყენოთ ძმარი(ღვინის ან ვაშლის).

რა უნდა გავაკეთოთ?
- ძალიან მარტივია... პურის შესანახი კონტეინერი გაწმინდეთ ძმრით. აიღეთ რაიმე სპრეის ბოთლი, ჩაასხით საკმარისი რაოდენობით ძმარი და შემდეგ შეასხურეთკონტეინერის გარშემო, შეგიძლიათ გაწმინდოთ შიდა ნაწილიც(ცარიელ მდგომარეობაში).
გარდა ძმრისა, ობის მოსაშორებლად ასევე გამოსადეგია:
- შეინახეთ მარილი და კარბონატი ერთად, პურის კონტეინერთან ახლოს.
- პურის შენახვისას მოახვიეთ რაიმე სუფთა ნაჭერი.
- და ბოლოს, პური შეგიძლიათ შეინახოთ საყინულეში, მაგრამ ყურადღებით - პური აუცილებლად უნდა იყოს დაჭრილი, ხოლო საყინულე სუფთა.

მოგეწონათ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გააზიარეთ, რათა სხვებმაც ნახონ.
loading...
გააკეთეთ კომენტარი
მსგავსი სიახლეები


loading...
რედაქტორი გირჩევთ