Загрузка...

ქალი და სიგარეტი


მოწევა საგრძნობლად უწყობს ხელს ქალის მკერდის ჩამოწელვას და არა ბავშვის მიერ ძუძუს წოვა.
ეს განცხადება გაკეთდა აშშ_ს პლასტიკური ქირურგიის საერთო ორგანიზაციაში. დოქტორმა რინკენმა კენტუკის უნივერსიტეტის კოლეგებთან ერთად შეისწავლა 132 პაციენტის ისტორია, რომლებმაც მიმართეს მათ დახმარებისთვის 1998 წლიდან 2006 წლამდე.
იტვირთება...
loading...
ამ ქალბატონებიდან უმრავლესობა ერთხელ მაინც იყო ორსულად. მათგან 60% ერთ ბავშვს მაინც აჭმევდა ძუძუს. გაირკვა, რომ იმ ქალბატონების მკერდი, რომლებიც ბავშვს ძუძუს აჭმევდნენ, არაფრით განსხვავდებოდა ელასტიურობით და "გამძლეობით" იმ გოგონების მკერდისგან, რომლებიც ჯერ არ გამხდარან დედები.
ხოლო სხვა ფაქტორებმა მაინც ითამაშეს თავისი როლი: დამტკიცდა, რომ მოწევა ეს არის ერთ_ერთი მთავარი მიზეზი ქალის მკერდის ჩამოწელვის.
- "თამბაქო ანადგურებს პროტეინს სახელად ელასტინი, რომელიც ხელს უწყობს კანის ელასტიურობას და ასევე ხელს უწყობს იმას, რომ ის ახალგაზრდულად გამოიყურებოდეს. ის ასევე ხელს უწყობს მკერდის სიმკვრივეს. ასე რომ, თამბაქო ამ საქმეში თქვენი მთავარი მტერია" - აღნიშნა რინკენმა.
მოგეწონათ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გააზიარეთ, რათა სხვებმაც ნახონ.
loading...
გააკეთეთ კომენტარი
მსგავსი სიახლეები


loading...
რედაქტორი გირჩევთ