loading...
დიდგულა(ანწლი) - გაზაფხულის მიწურულს ყვავილობს, ზაფხულში აუცილებლად მიირთვით!
რჩევები 05-Dec, 23:17 370
0
ანწლი (Sambucus) - ყვავილოვან მცენარეთა გვარი, ცხრატყავისებრთა ოჯახისა. ბუჩქები ან მცირე ზომის ხეებია, იშვიათად კი, მრავალწლოვანი ბალახები. ანწლის ფოთლები ფრთისებრია, მოპირისპირედ განლაგებული, ყვავილები ხუთწევრიანი, აქტინომორფული, ფარის ან ქოლგის მსგავსად შეკრებილი. ნაყოფი წვნიანი, შავი ან წითელი კენკრაა.

გავრცელებულია ორივე ნახევარსფეროს ზომიერ და სუბტროპიკულ ზონებში (გარდა ცენტრალურ და სამხრეთ აფრიკისა). ცნობილია 40 სახეობა. მათ შორის, საქართველოში ორი: დიდგულა (Sambucus nigra) და საკუთრივ ანწლი (Sambucus ebulus), რომელიც მყრალი ბალახოვანი მცენარეა. ყვავილი შეიცავს ეთეროვან ზეთს; ნაყენს მედიცინაში იყენებენ.
უბრალოდ შეხედვაც კი სიამოვნებას განიჭებთ. ანწლის შესახებ თუ არ ხართ ინფორმირებულნი, აუცილებლად ჰკითხეთ თქვენს უფროსებს, მათ უკეთ იციან ამ მცენარის ჯადოსნური თვისებების შესახებ. არ დაგვავიწყდეს ერთ-ერთი ძალიან საინტერესო ფაქტი მედიცინის განხრით: ანწლს კიბოს საწინააღმდეგოდ იყენებენ!
შავი ანწლის ნაყოფს ოფლმდენი, შარდმდენი, ანთების საწინააღმდეგო, ნაღველმდენი, კუჭში შემკვრელიც და გამხსნელიც (გააჩნია, ვის რა აწუხებს), სიცხის დამწევი, ამოსახველებელი, დამამშვიდებელი, კანის დაავადებების მიმართ ორგანიზმის მედეგობის მასტიმულირებელი თვისებები აქვს. 
შავი ანწლის ფოთლები და ნაყოფი სისხლს წმენდს, ნაყოფი ააქტიურებს ჰორმონების გამომმუშავებელი ჯირკვლების მუშაობას და დადებითად მოქმედებს საჭმლის მომნელებელ სისტემაზე. 
ნედლ ანწლს პირღებინების პროვოცირება შეუძლია.
სასარგებლო თვისებები:
* დიდგულას და დიდგულას ფოთლების საშუალებით დამზადებული წვენი, ეხმარება მეძუძურ დედებს, ჩვილებს რძის პრობლემა აღარ ექნებათ.
* კუჭის დაავადებების და ტკივილებისთვის, დიდგულა და მისი ფოთლები საკმაოდ სასარგებლოა. გამომდინარე იქიდან, რომ დიდგულა ბუნებრივი ტკივილგამაყუჩებელია, დაგეხმარებათ კუჭის პრობლემების დაძლევაში.
* ანწლის ხის ნახარშის დალევით, ყაზბობის პრობლემას მოიშორებთ!
* უხვად შეიცავს A, B და C ვიტამინებს.
* ამ ვიტამინების საშუალებით, ძლიერდება იმუნური სისტემა და ნაკლებად დაავადდებით ვირუსებით.
* აქვს შარდმდენი ფუნქცია.
* ხსნის ნახველს.
* ეფექტურია გაციების საწინააღმდეგოდ.
* ანწლი არის დიეტური საკვები პროდუქტი.
* ანწლის ფოთლები სამკურნალოა, ჭრილობების სწრაფად მოშუშებაში დაგეხმარებათ.

დიდგულას ყვავილი
დიდგულა ყვავილობს ზაფხულის თვეებში, მწიფდება აგვისტოს შუაწელში და სექტემბერში უკვე ყველგან იყიდება. თუმცა ყველაზე არომატულ გემოს აგვისტოში ფლობს. მცენარის ფოთოლი ასევე ძალიან სამკურნალოა. შეგიძლიათ დაამზადოთ ჩაი, წვენი და სხვადასხვა ნამცხვრის რეცეპტებში გამოიყენოთ.
შავ დიდგულასთან შედარებით, წითელი დიდგულა უფრო ნაკლებად სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის. წითელი ანწლი შეიცავს შხამიან ნივთიერებებს.

მოგეწონათ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გააზიარეთ, რათა სხვებმაც ნახონ.
loading...
მსგავსი სიახლეები
გააკეთეთ კომენტარი


loading...