loading...
10 ბუნებრივი არომატი, რომელიც დადებითად მოქმედებს ჩვენს ჯანმრთელობაზე (სურნელი დიეტის ნაცვლად)
რჩევები 05-Dec, 22:32 92
0
ალბათ შეგიმჩნევიათ, რომ სხვადასხვა სახის არომატი, რაღაც მაგიური ძალის გავლენით, უჩვეულოდ მოქმედებს გუნება-განწყობაზე და ძალიან სწრაფად ცვლის ჩვენში ემოციურ ფონს. აქ განხილული არის 10 არომატი, რომელიც მომენტალურად და მხოლოდ სასიკეთოდ მოქმედებს ჩვენს ორგანიზმზე.

1. ჟასმინი დეპრესიას აქრობს

ჟასმინის არომატი, ჯერ ერთი, უფრო ყურადღებიანებს გვხდის, და მეორე – აკვიატებული აზრებისგან გვათავისუფლებს.

2. ლავანდა უძილობის წამალიალავანდის ზეთის არომატი გონებას და სხეულს ამშვიდებს და საუკეთესო საშუალებაა მოდუნებისტვის და რაც უფრო მნიშვნელოვანია, ის უძილობისგან თავის დაღწევის საუკეთესო საშუალებაა.

3. დარიჩინი ტვინის მუშაობას აუმჯობესებსეს ყავისფერი სუნელი, უდიდესი ძალის მქონე, ნამდვილი წამალი არის. Wheeling Jesuit University (აშშ) მკვლევარებმა დაადგინეს, რომ დარიჩინის სუნი მოტორიკას, მხედველობას, მეხსიერებას და ყურადღებას აუმჯობესებს.

4. წიწვოვანი მცენარეების სურნელი სტრესს ამცირებიაპონელმა მკვლევარებმა ცდაში მონაწილე, მოხალისეთა ორი ჯგუფი, სასეირნოდ სხვადასხვა ადგილზე გაგზავნეს: ერთი — ფოთლოვან ტყეში, ხოლო მეორე — წიწვოვანში. პირველი ჯგუფში ვინც იყო – გაღიზიანებულები და უკმაყოფილოები დაბრუნდნენ, ხოლო, ვინც წიწვნარში გაისეირნა — დასვენებული და ხალისიანი.

5. ახლად მოთიბული ბალახის არომატი დაღლილობას ხსნისახლად მოთიბულ მინდორში გასვლის შემთხვევაში, ადამიანი კარგ განწყობაზე დგება და რაც უფრო მნიშვნელოვანია, სურნელი, რომელიც იქ ტრიალებს, ამცირებს, გადაღლილობით გამოწვეულ, აზროვნების უნარის დაქვეითებას.

6. ციტრუსი სიმხნევის საუკეთესო საშუალებააამ არომატს ორშაბათის არომატსაც ეძახიან: ციტრუსებს შეუძლია ორგანიზმში საჭირო რაოდენობის ენერგიის გამომუშავება და ხალისიანი დღის უზრუნველყოფა.

7. ვანილი ადამიანს კეთილს ხდისვანილი ცხოვრებას ატკბობს და ადამიანში დადებით გრძნობებს აღვიძებს. ის დაბალანსების კარგი საშუალებაა მოდუნებასა და მობილიზაციას შორის.

8. პიტნა ყურადღების კონცენტრირებას ამაღლებსპიტნის სუნი სასუნთ გზებს ასუფთავებს, რაც თავის მხრივ, ტვინის აფხიზლებს და მის მუშაობას ასტიმულირებს.

9. ვაშლის სუნი თავის ტკივილს ამცირებსადამიანებმა, ვისაც თავის შაკიკის ხშირი შეტევები აქვთ, მორიგი თავის ტკივილის დროს, სურნელოვანი ვაშლი უნდა დაიდონ თავთან ახლოს. ტკივილს შემცირების გარდა, ვაშლის არომატი შფოთს ამცირებს და მოდუნებას იწვევს.

10. ზეითუნის ზეთის არომატო მადას აქვეითებსგერმანიის კვების ქიმიის ინსტიტუტის მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ადამიანები იმ კერძით უფრო მალე ნაყრდებიან, რომელიც ზეითუნის ზეთით არის შეზავებული. გარდა ამისა, დაამტკიცეს, ჩვენ ადამიანი მსუბუქად «ნაყრდება» მხოლოდ მისი სუნის შეგრძნების შემდეგ.
დასკვნა კი ასეთი: თუ ხშირად მივირთმევთ, ზეითუნის ზეთით შეზავებულ, დაბალკალორიულ სალათებს ან ზეითუნის ზეთის სურნელს შევიგრძნობთ — დროთა განმავლობაში, ჭარბი წონისგან გავთავისუფლდებით.
მოგეწონათ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გააზიარეთ, რათა სხვებმაც ნახონ.
loading...
მსგავსი სიახლეები
გააკეთეთ კომენტარი


loading...