loading...
რა უნდა მიირთვან ფეხმძიმეებმა მომავალი ბავშვის IQ ასამაღლებლად
რჩევები 05-Dec, 22:10 87
0
კანადელი მეცნიერების კვლევებმა აჩვენა, რომ იმ ქალბატონების შვილების IQ გაცილებით მაღალია, რომლებიც ფეხმძიმობის დროს ყოველდღიურად იღებდნენ ხილს.

მეცნიერებმა ერთი წლის ჩვილების 688 მონაცემი გაანალიზეს; გამოიკვლიეს ფაქტორების მაქსიმალური რაოდენობა, რომელთაც მათ განვითარევაბაზე იქონიეს გავლენა.
გაირკვა, რომ ქალბატონები ფეხმძიმობის დროს მიირთმევდნენ 6-7 პორცია ხილს ყოველ დღე. მათი შვილების IQ კი 6-7 პუნქტით მაღალი იყო, ვიდრე მათი თანატოლების. ერთი პორცია შეადგენს დიდი ზომის ერთ ხილს (ვაშლი, ფორთოხალი, ბანანი), ან დაახლოებით ორი მუჭა კენკრა.
მკვლევარები აღნიშნავენ: რაც უფრო დიდხანს იმყოფება ჩვილი მუცლად, მით უფრო კარგად ვითარდება ის. მათი აზრით, ზემოთ ხსენებული რაოდენობის ხილის მიღება ყოველდღიურად ბავშვს განვითარებისთვის დიდ პოტენციალს აძლევს მუცლად ყოფნის პერიოდში.

თუმცა, ექიმები მომავალ დედებს ურჩევენ არ მიიღონ დიდი რაოდენობით ის ხილი, რომლშიც ფრუქტოზას მაღალი შემცველობაა, რამდენადაც ამან შეიძლება ისეთი ნეგატიური გართულებები გამოიწვიოს, როგორიცაა დიაბეტი და მომატებული წონა მშობიარობისას.

შემდგომში მეცნიერები გეგმავენ გაარკვიონ შენარჩუნდება თუ არა ზემოთ აღწერილი დადებითი ეფექტი დროთა განმავლობაში. თუმცა, ბავშვის ჯანსაღი გონებრივი და ფიზიკური განვითარებისთვის მყარი საფუძველის ქონა ერთმნიშვნელოვნად უდავო ფაქტორია.
მოგეწონათ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გააზიარეთ, რათა სხვებმაც ნახონ.
loading...
მსგავსი სიახლეები
გააკეთეთ კომენტარი


loading...