loading...
5 ძირითადი მიზეზი რის გამოც ტვინის უჯრედები კვდება
რჩევები 05-Dec, 21:20 499
0

უძილობა : მეცნიერთა აზრით ტვინის ნორმალური ფუნქციონირებისთვის ზრდასრულმა ადამიანმა დღე-ღამეში 7-დან 9 საათამდე უნდა იძინოს. ყველასათვის ცნობილი ფაქტია, რომ უძილობის შემთხვევაში ადამიანს შესაძლოა პრობლემები შეექმნას ყურადღების კონცენტრირებისას. ასევე მათ უჭირთ კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღება და სხვებთან ურთიერთობა. სავარაუდოდ, ბევრმა არ იცის, რომ ძილის ნაკლებობა იწვევს ნეირონების დაზიანებასა და ტვინის კოგნიტური ფუნქციების გაუარესებას.
ნარკოტიკები : როგორც მეცნიერები თვლიან, ნარკოტიკული ნივთიერებები იმიტომ იწვევს მიჩვევას, რომ ნარკოშემცველი პრეპარატების მიღებისას ტვინის უჯრედები კვდება, შესაბამისად, ადამიანს უჭირს ამ მდგომარეობიდან გამოსვლა და გამოჯანმრთელება. განმეორებადი მიღება უკეთ ყოფნის ცრუ შეგრძნებებს იწვევს, სინამდვილეში კი ადამიანი ტვინის უფრო მეტ უჯრედს კლავს.მოწევა : ერთი ნაფაზის დარტყმისას მწეველი შეისუნთქავს 7000 ტოქსიკურ ნივთიერებას. აქედან უმეტესობა გულის შეტევის, ინსულტისა და სიმსივნის განვითარების პროვოცირებას ახდენს. ნიკოტინი სისხლძარღვების შევიწროვებას იწვევს და ის ნივთიერებები, რომლსაც თამბაქოს კვამლი შეიცავს ასევე ხელს უწყობენ ადამიანის ტვინის უჯრედების კვდომას.
ალკოჰოლი : სპირტული სასმელების მიღების შედეგად იწყება ადამიანის ორგანიზმის დეჰიდრატაცია. რადგანაც ტვინის 75% წყლისგან შედგება, ეს სერიოზულ ნეგატიურ გავლენას ახდენს მასზე. წყლის ნაკლებობისას ადამიანის ორგანიზმი მთელ დარჩენილ მარაგს ტვინისკენ აგზავნის, იმ მიზნით რომ ხელი შეუწყოს მის მუშაობას, ეს კი თავის მხრივ ტვინის შეშუპებას იწვევს. ამის შედეგად ხშირად ხდება შეტევები, რაც ძალიან ცუდ გავლენას ახდენს ტვინის ნორმალურად ფუნქციონირებაზე.სტრესი : უმნიშვნელო სტრესი, მეცნიერთა აზრით, ეხმარება ადამიანს რთული ამოცანების გადაჭრისას კონცენტრირებაში. მაგრამ მუდმივი სტრესი ფიტავს მას, ართმევს სიცოცხლის ძალასა და ენერგიას, ხელს უშლის ყურადღების მობილიზაციის პროცესს. ქრონიკული სტრესი იწვევს მთელ რიგ ცვლილებებს ადამიანის ტვინში, რამაც შემდგომში შესაძლოა ფსიქიკური აშლილობის პროვოცირება მოახდინოს.
მოგეწონათ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გააზიარეთ, რათა სხვებმაც ნახონ.
loading...
მსგავსი სიახლეები
გააკეთეთ კომენტარი


loading...