loading...
5 სასარგებლო სასმელი გულისთვის
რჩევები 02-Dec, 23:45 903
0

1. წითელი ღვინოწითელი ღვინო შეიცავს ბევრ კარდიოპროტექტორულ ნაერთს. რესვერატროლი და პოლიფენოლი ამცირებს ქოლესტერინის დონეს სისხლში და ხელს უშლის თრომბების ფორმირებას. ამას გარდა, არსებობს უტყუარი მკიცებულება იმისა, რომ წითელი ღვინის რეგულარული მიღება მცირე დოზით (დღეში 1 ჭიქა), ეხმარება ეგრეთ წოდებული კარგი ქოლესტერინის დონის ზრდას, რომელიც იცავს ჩვენს გულს და სისხლძარღვებს დაზიანებისგან.

2.წყალი
როდესაც ორგანიზმში არასკმარისი რაოდენობის წყალია, სისხლი სქელდება; შედეგად, გულს უფრო დიდი ძალისხმევის გამოვლენა სჭირდება, რომ სისხლი სხეულის ყველა უჯრედამდე მიიტანოს. ამის გამო, რამდენჯერმე იზრდება გულის იშემიური და სისხლძარღვთა დაავადებების რისკები.

3. მწვანე ჩაი

მდიდარია ანტიოქსიდანტებით, რომელიც იცავს ანთებითი პროცესებისგან, ხელს უშლის თავისუფალი რადიკალების წარმოქმნას, იცავს ონკოლოგიური და გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისგან. ანტიოქსიდანტები ასევე შავი ჩაის შემადგენლობაშიც შედის, თუმცა, მწვანე ჩაიში უფრო ეფექტურია მისი მოქმედების უნარი, რაც დამტკიცდა ბოლო დროს ჩატარებული მთელი რიგი კვლევების მიერ.

4. ბროწეულის წვენი

ცოტა ხნის წინ ბროწეულის წვენი ამ სიაში არ იყო, თუმცა, კალიფორნიელმა მეცნიერებმა გამოიკვლიეს მისი ანტიოქსიდანტური პოტენციალი. შედეგად აღმოჩნდა, რომ ის სამჯერ უფრო მეტია მასში, ვიდრე მწვანე ჩაისა და წითელ ღვინოში. ამას გარდა, ბროწეულის წვენს დამამშვიდებელი ეფექტი აქვს, ამცირებს არტერიული წნევის დონეს და მთლიანობაში აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას.

5. ყავა
მიუხედავად უამრავი მითისა ამ საკითხთან დაკავშირებით, ყავა წარმოადგენს პროდუქტს, რომელსაც სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია. მთელი რიგი კვლევების თანახმად, ინფარქტისა და ინსულტის რისკები 20% – 40% მცირდება ამ სასმელის რეგულარულად მიღების შემთხვევაში ზომიერების ფარგლებში.
მოგეწონათ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გააზიარეთ, რათა სხვებმაც ნახონ.
loading...
მსგავსი სიახლეები
გააკეთეთ კომენტარი


loading...