loading...
როგორ დავაჩქაროთ ნივთიერებათა ცვლა და მოვიკლოთ ზედმეტი კილოგრამები
რჩევები 02-Dec, 18:00 595
0
დიდი ხანია რაც დამტკიცდა, რომ ასაკის მატებასთან ერთად ნივთიერებათა ცვლის პროცესი უფრო ნელი ხდება. ეს პრობლემა განსაკუთრებით მწვავე 35 წლის მერე ხდება. რა უნდა გავაკეთოთ იმ შემთხვევაში თუ უზადოდ გვსურს გამოვიყურებოდეთ? როგორც აღმოჩნდა, იმისთვის რომ ნივთიერებათა ცვლა (მეტაბოლიზმი) აღვადგინოთ, გარკვეული წესები უნდა დავიცვათ.

ამასთან, სიბერის პროცესი ორგანიზმში მაშინ იწყება, როდესაც ენდოკრინული სისტემის მუშაობის დარღვევა ხდება. იმ მიზნით რომ ნივთიერებათა ცვლა მოვიწესრიგოთ, აუცილებელია აქტიური და ჯანსაღი ცხოვრების წესი, ასევე მნიშვნელოვანია სასარგებლო და დაბალანსებული კვება.
არსებობს კიდევ ცალკეული წესები, რომელთა სისტემატიური დაცვაც დაგეხმარებათ მეტაბოლიზმის დაჩქარებაში და ასე აქტიურად აღარ მოიმატებთ ზედმეტ კილოგრამებს.

რა იწვევს მეტაბოლიზმის შენელებას და როგორ აღვიდგინოთ ის
ფარისებრი ჯირკვალი
ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითება მაშინვე აისახება ადამიანის ჯანმრთელობაზე. ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონები არეგულირებენ ნივთიერებათა ცვლის სიჩქარეს, მისი შენელება კი წონის მატებას იწვევს, ასევე, აპათიას, დაღლილობასა და დეპრესიას. ყოველივე ამასთან ერთად ქვეითდება ლიბიდო (სქესობრივი ლტოლვა, სქესობრივი აქტივობის სურვილი). ფარისებრი ჯირკვლის არასწორი ფუნქციონირება გავლენას ახდენს კანის მდგომარეობაზე – ჩნდება ნაადრევი სიბერის ნიშნები.
მსგავსი დარღვევების თავიდან ასაცილებლად ექიმი-ენდოკრინოლოგები რეკომენდაციას უწევენ თიროზინის, იოდის და იმ ვიტამინების მიღებას, რომელიც В და С ჯგუფს მიეკუთვნებიან. ამ უმნიშვნელოვანეს ნივთიერებებს დიდი რაოდენობით შეიცავს ფეიხოა, კარტოფილი, პომიდორი, ლობიო, ბოლოკი, შვრია, სატაცური, ზღვის პროდუქტები.

სასქესო ჯირკვლებიროგორც ქალის, ისევე მამაკაცის ორგანიზმში სასქესო ჯირკვლები პასუხისმგებელია დაბერების პროცესზე. ამიტომაც ექიმები გვირჩევენ თავი ავარიდოთ მკაცრ დიეტებს, რამდენადაც, მნიშვნელოვანი ელემენტების ნაკლებობა უარყოფითად აისახება სასქესო ჯირკვლების მუშაობაზე.
იმისთვის რომ ნორმალურად ფუნქციონირებდეს, აუცილებელია რაციონში ჩართათ ის პროდუქტები, რომელიც შეიცავს С და Е ვიტამინებს.

თირკმელზედა ჯირკვალიგამოყოფს ჰორმონს, რომელიც ორგანიზმის ენერგიით ავსებს. თირკმელზედა ჯირკვლის სწორი მოშაობა პოზიტიურად მოქმედებს ლიბიდოზე, კუნთებზე და რა თქმა უნდა, მატაბოლიზმზე. მათ ტონუსში მოსაყვანად საკვეში ჩართეთ ისეთი პროდუქტები, რომელიც შეიცავს А, С და Е ვიტამინები.

პარაფარისებრი ჯირკვლებიამ ჯირკვლების მუშაობის დარღვევა იწვევს მწვავე გაღიზიანებას, აუხსნელ და უკონტროლო სიბრაზეს, ზედმეტი აღგზნებულებას. აღნიშნულმა ჯირკვლებმა დაუბრკოლებლად რომ იმუშაოს, ორგანიზმმა საკმარისი რაოდენებით D ვიტამინი უნდა მიიღოს, რომელსაც შეიცავს თევზის ქონი და კვერცხის გული.

კუჭქვეშა ჯირკვალი (პანკრეასი)ყველასთვის ცნობილი ფაქტია, რომ კუჭქვეშა ჯირკვლის მუშაობის დარღვევა იწვევს ბევრ ნეგატიურ შედეგს ჩვენს ორგანიზმში. მასთან დაკავშირებული პრობლემის გამო შესაძლოა განვითარდეს დიაბეტი. ამ დაავადების პროფილაქტიკისა და მეტაბოლიზმის აღდგენის მიზნით უნდა მიიღოთ გლუტამინის მჟავა, ცისტინი და В ჯგუფის ვიტამინები.
ისარგებლეთ ზემოთ შემოთავაზებული რჩევებით, რათა დააჩქაროთ ნივთიერებათა ცვლა – მოიკლოთ კილოგრამები, დარჩეთ ახალგაზრდა რაც შეიძლება დიდ ხანს. ამით ამაღლდება თქვენი თვითშეფასება და გაუმჯობესდება ორგანიზმის საერთო მდგომარეობა.
მოგეწონათ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გააზიარეთ, რათა სხვებმაც ნახონ.
loading...
მსგავსი სიახლეები
გააკეთეთ კომენტარი


loading...