Загрузка...

ჩიყვის 7 სიმპტომი, რომელიც არ უნდა დააიგნოროთ! (+ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის შემოწმება სახლის პირობებში)


ფარისებრი ჯირკვალი პასუხისმგებელია ჰორმონების წარმოებაზე, რომლებიც არეგულირებენ თქვენს მეტაბოლიზმს, სხეულის ტემპერატურას და პულსის სიხშირეს. თუ მისი მუშაობა დაირღვევა, ეს უარყოფითად იმოქმედებს თქვენი ორგანოებზე: ღვიძლზე, ნაწლავებზე, თირკმელებზე, რეპროდუქციულ სისტემაზე, გულსა და თუნდაც ტვინზე.
ჰიპოთიროიდიზმი იგივე ნაკლებად აქტიური ფარისებრი ჯირვალია, ამ მდგომარეობის დროს ჯირკვალი საჭირო რაოდენობის ჰორმონებს არ წარმოქმნის. ხოლო ჰიპერთიროიდიზმი მდგომარეობაა, რომლის დროსაც ფარისებრი ჯირკვალი ზედმეტად დიდი რაოდენობით წარქმოქმნის ჰორმონს სახელწოდებით - თიროქსინი.

წარმოგიდგენთ სიმპტომების ჩამონათვალს, რომლებსაც უნდა დააკვირდეთ, თუ გინდათ, რომ სერიოზული ჯანმრთელობის პრობლემები თავიდან აიცილოთ!
იტვირთება...
loading...

დაღლილობა და გაღიზიანებაფარისებრი ჯირკვლის დაავადებებმა შეიძლება გავლენა იქონიოს თქვენს ენერგიასა და განწყობაზე. ჰიპოთიროიდიზმი იწვევს დაღლილობის განცდას და ძალის დაკარგვას, თან ახლავს ხშირი ძილის პრობლემები და გაღიზიანება.

პულსის ცვლილებებითიროიდული ჰორმონები მოქმედებენ თითქმის ყველა ორგანოზე და შეუძლიათ შეცვალონ გულისცემის დონე. ფარისებრი ჯირკვლის პრობლემების მქონე ადამიანებს შეუძლიათ შეამჩნიონ, რომ მათი გულისცემის სიხშირე ჩვეულებრივზე ნაკლები, ან პირიქით, მნიშვნელოვნად გაზრდილია.

წონის დრამატული კლება ან მატებამწვავე წონის ცვლილება თიროიდული დაავადების ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სიმპტომია. ხანმოკლე პერიოდში ხდება წონის ზრდა ან შემცირება, რაც მიანიშნებს ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების ძალიან დაბალ ან ძალიან მაღალ დონეზე.

მშრალი კანი და მტვრევადი ფრჩხილებიმშრალი კანი შეიძლება იყოს ფარისებრი ჯირკვლის პრობლემების ნიშანი. ანალოგიურად, თქვენ უნდა მიაქციოთ ყურადღება თუ თქვენი ფრჩხილები მოულოდნელად გახდება მყიფე და მტვრევადი და ამასთან ერთად თვალსაჩინო ვერტიკალური ხაზები გამოჩნდება მათ ზედაპირზე.

სხეულის ტემპერატურის რეგულირების პრობლემებითიროიდული დაავადება ხელს უშლის თქვენი სხეულის ტემპერატურის რეგულირების უნარს. თქვენ შეიძლება განიცადოთ უეცარი შემცივნება ან პირიქით, ზედმეტი სითბოს შეგრძნება და ოფლიანობა.

კისრის შეშუპებაკისრის არეში შეშუპება ან გაფართოება, ფარისებრი ჯირკვლის პრობლემების შესამჩნევი ნიშანია. დარწმუნდით, რომ ყურადღებას აქცევთ ასეთ სიმპტომებს!

კუნთის ტკივილი და კრუნჩხვებიჰიპოთიროიდიზმის გამოვლინებებში შეიძლება შედიოდეს ტკივილი სხეულის სხვადასხვა ნაწილში. უმეტეს შემთხვევაში, ეს სიმპტომები დაკავშირებულია კუნთების შეშუპებასთან ან ტკივილთან, რომელიც ნერვების დაჭიმულობას იწვევს.

როგორ შევამოწმოთ ფარისებრი ჯირკვლის ფუნქცია სახლში?
მიუხედავად იმისა, რომ ამ მეთოდით ფარისებრი ჯირკვლის შემოწმება არ არის სრულყოფილი, ადვილია და სრულიად უვნებელია თქვენი ჯანმრთელობისათვის. 22:00-დან 00:00 საათამდე პერიოდში აიღეთ იოდის 5%-ანი ხსნარი და დაიხატეთ იოდის ბადე თქვენს მაჯებზე. დილით კი შეამოწმეთ. თუ ბადე გაქრა, ეს არის იოდის დეფიციტის ნიშანი.
მხოლოდ ზემოთხსენებული სიმპტომები მყარი დიაგნოზის საფუძველს ვერ ქმნის, ვინაიდან მსგავსია სხვა დაავადებების სიმპტომებისა. თუმცა, თუ თქვენ გაქვთ რომელიმე მათგანი, აუცილებლად არ უნდა დააიგნოროთ, მიმართოთ ექიმს და ჩაიტაროთ სრული შემოწმება, რაც შეიძლება მალე!

მოგეწონათ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გააზიარეთ, რათა სხვებმაც ნახონ.
loading...
გააკეთეთ კომენტარი
მსგავსი სიახლეები


loading...
რედაქტორი გირჩევთ