Загрузка...

ანჩანი - სამკურნალო ლურჯი ჩაი: რით არის სასარგებლო და როგორ მოვამზადოთ ის.


დღეს რაიმე ეგზოტიკური საქონლით ან პროდუქტით მეგობრების გაოცება გაგიჭირდებათ, რადგან ბევრი ადამიანი სხვადასხვა ქვეყანაში მოგზაურობს. და ბუნებრივია, მაღაზიებს სტუმრობს და ადგილობრივ სამზარეულოს ეცნობა, ყურადღებას იმ საქონელზე ან პროდუქტზე ამახვილებს, რისი შოვნაც ჩვენთან რთულია.
ერთ-ერთი ასეთი უჩვეულო პროდუქტი არის სამკურნალო სასმელი ანჩანი. სხვანაირად მას ეგზოტიკურ ლურჯ ჩაის უწოდებენ.ამ სასმელის უჩვეულო ფერის კრემის, ჟელეს, სხვადასხვა დესერტის და ბრინჯის მოსამზადებლად იყენებენ. ქოქოსის ზეთთან ერთად კერძს გლუვ ფერს ანიჭებს. ლურჯი კერძი, მათ შორის სასმელი შესანიშნავად გამოიყურება და განწყობას ამაღლებს.
იტვირთება...
loading...
დამუშავების პროცესი
ტაილანდსა და ტაივანში გვხვდება მცენარე, სახელწოდებით „კლიტორია ტერნატეა“. მის გაუხსნელ კვირტებს დილით ადრე კრეფენ, ხოლო ფოთლებს ახმობენ, ოდნავ ტენიანს ტოვებენ.
დამუშავების შემდგომი ეტაპი - ყვავილის დამჟავება გარკვეული ტემპერატურის და ტენიანობის პირობებში. პროცესი განმეორებითი გაშრობის და შეფუთვით სრულდება.

განსაკუთრებულობა
ლურჯი ჩაი საკმაოდ სასარგებლოდ ითვლება. და სულ ტყუილად არა, რადგან მას სამკურნალო თვისებები აქვს.
1.მხედველობაზე დადებით გავლენას ახდენს.
2.თმის ცვენის პრობლემას აღმოფხვრის და მის ზრდას ხელს უწყობს.3.კანის მდგომარეობას აღადგენს და ფრჩხილებს ამაგრებს.
4.ნატურალური ანტიდეპრესანტია, რომელიც ახალგაზრდობის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ.
5.გაჯერებული ცხიმების წყალობით წონაში დაკლებას ხელს უწყობს. ნივთიერებათა ცვლის პროცესს არეგულირებს.

6.სისხლძარღვებს ასუფთავებს, მათ შორის ტვინის და თვალის სისხლძარღვებს, მეხსიერებას და აზროვნებას აუმჯობესებს.

7.მოქმედებს როგორც მოსადუნებელი და დამამშვიდებელი საშუალება. ლურჯი ჩაით შეგიძლიათ ანტიდეპრესანტები და საძილე აბები ჩაანაცვლოთ.
როგორ დავაყენოთ

· 3 ჩ.კ ყვავილების ფურცლებს ადუღებული (არა მდუღარე) წყალი დაასხით და 20 წუთით დააყენეთ.
· მდუღარე წყალი ყვავილების სასარგებლო თვისებებს ანადგურებს, ამიტომ უმჯობესია ჩაი 70-80 გრადუსის წყალზე დააყენოთ.
· შეგიძლიათ პიტნა, თაფლი ან ლიმონი დაუმატოთ.სასარგებლო თვისებებთან ერთად, მას გვერდითი მოვლენებიც აქვს:
· კვირაში 3 ჭიქაზე მეტის დალევა არ შეიძლება;
· 1 ან 2 თვის შემდეგ შესვენება გააკეთეთ. მაგრამ თუ რეგულარულად არ სვამთ, შესვენების გაკეთება საჭირო არაა.
მოგეწონათ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გააზიარეთ, რათა სხვებმაც ნახონ.
loading...
გააკეთეთ კომენტარი
მსგავსი სიახლეები


loading...
რედაქტორი გირჩევთ