Загрузка...

როგორ შევამოწმოთ ჯანმრთელია თუ არა ჩვენი თმა? უმარტივესი მეთოდი



ქალის ყველაზე ძვირფასი სამკაული, ნამდვილი განძი იყო, არის და იქნება თმა. ლამაზი თმა კი უფრო მომგებიანია ქალისთვის, რადგან მამაკაცისთვის ეს ერთდროულად სილამაზის და ჯანმრთელობის მაჩვენებელია. თმა წარმოადგენს სხეულის დამცავი სისტემის ნაწილს და შედგება- ძირითადად კერატინისგან. ადამიანს თავზე 200 ათასი, ხოლო ტანზე 20 ათასი თმის ღერი აქვს. თხელი და სუსტი თმის ღერი – 100 გრამიან ტვირთს, ხოლო ქალის ნაწნავი 20 ტონიან სიმძიმესაც უძლებს. თმა ყველაზე სწრაფად ზაფხულში იზრდება, მისი სიგრძე წელიწადში საშუალოდ 10–15 სანტიმეტრს იმატებს. როგორც ამბობენ ჟღალი თმა უფრო სწრაფად იზრდება, ვიდრე ქერა. ადამიანმა თმა რომ არ შეიჭრას სიცოცხლის ბოლომდე, მისი სიგრძე 725 კმ–ს მიაღწევს.
იტვირთება...
loading...
ეს ის ზოგადი ცნობებია თმაზე, რომელიც უმეტესმა თქვენგანმა იცის. ასევე მოგეხსენებათ და შეიძლება ითქვას, რომ არაჯანსაღი თმა და მასთან დაკავშირებული პრობლემები, დღეს ერთ-ერთი რეიტინგული და ბუნებრივია აქტუალური თემაა. თმის ცვენა და მსგავსი სხვა პრობლემები დაკავშირებულია ოთხ ძირითად ფაქტორთან- კვების ხარვეზები, ჰორმონები, გვერდითი მოვლენები და დაავადებები. მოდით ერთი მარტივი პროცედურით განვსაზღვროთ ჯანმრთელია თუ არა თმა და სჭირდება თუ არა მას დროული შველა?

როგორ შევამოწმოთ ჯანმრთელია თუ არა ჩვენი თმა?

ამისათვის დაგვჭირდება...
● ჩვეულებრივი ფინჯანი.
● წყალი.
● თმა.
ჩვეულებრივ ფინჯანში ჩაასხით წყალი და ჩაყავით თმის 5-6 ღერი (დაახლოებით), თუ თმამ წყლის ზედაპირზე ტივტივი დაიწყო, მოსალოცად გქონიათ საქმე, მაგრამ თუ ის ჩაიხრჩო (ჩაიძირა) და დაიწყო წყლის შთანთქმა, მაშინ მას საჭირო ვიტამინები აკლია. თმის კომპონენტების მოსაწესრიგებლად კი საჭიროა კვირაში 1-2-ჯერ შესაბამისი ნიღბები გავიკეთოთ, რომელთა შემადგენლობაში იქნება ცხიმოვანი ზეთები და ამინომჟავები. შესაბამის რჩევებს კი სტატიის დასარულს შემოგთთავაზებთ. ჯანმრთელობას გისურვებთ.
მოგეწონათ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გააზიარეთ, რათა სხვებმაც ნახონ.
loading...
გააკეთეთ კომენტარი
მსგავსი სიახლეები


loading...
რედაქტორი გირჩევთ