Загрузка...

როგორ გავითეთროთ გაყვითლებული ფრჩხილები



სასიამოვნო ფაქტორია, როდესაც სხვა ყველა ფიზიკურ სილამაზესთან ერთად ჩვენი ხელისა თუ ფეხის ფრჩხილებიც იდეალურად გამოიყურება, თუმცა ამისათვის საჭიროა მუდმივად მოვუაროთ მათ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ისინი ყვითელი შეფერილობის გახდება.

უხშირესად ასეთ ცვლილებას იწვევს სოკოვანი ინფექცია, გარდა ამისა მიზეზი შეიძლება იყოს ფრჩხილების დისტროფია, უხარისხო ლაქი (არ უნდა დაივიწყოთ ფრჩხილების მუდმივად ლაქით დაფარვის მავნებლობის შესახებ, მითუმეტეს, თუ ლაქს დამცავი ქვედა საფარის გარეშე ისვამთ.), მწეველობა და შინაგანი ოპრგანოების- კუჭის დაავადებები და ღვიძლთან დაკავშირებული პრობლემები. ამიტომ, ასეთ შემთხვევასთან თუ გექნებათ შეხება, სჯობს დროებით დაივიწყოთ ლაქი და სასწრაფოდ მიმართოდ სხვადასხვა სამკურნალო პროცედურებს, რომელთაგან რამოდენიმე მარტივ და სასარგებლო რჩევას რეცეპტის სახით ეხლავე მოგართმევთ, თუმცა აქვე შეგახსენებთ, რომ თუ ფრჩხილის გაყვითლების მიზეზის აღმოფხვრის შემთხვევაში სოკო დადასტურდა, მიმართეთ დერმატოლოგს.
იტვირთება...
loading...

მაშასადამე, როგორ მოუაროთ გაყვითლებულ ფრჩხილებს?

1. აიღეთ ლიმონი, ჩამოაჭერით შუა გულიდან ერთი ნაჭერი და 5 წუთის განმავლობაში იზილეთ ფრჩხილებში. ეს პროცედურა არამარტო ათეთრებს ფრჩხილებს, არამედ არბილებს კუტიკულას და ამაგრებს ფრჩხილის ფირფიტას. სასურველი შედეგის მისაღებად კი ერთი პრიცედურა საკმარისი არაა, ეფექტის მისაღებად მინიმუმ ერთი თვის განმავლობაში მუდმივად უნდა ჩაიტაროთ დღეში ერთხელ.

2. ზღვის მარილი კარგად ამაგრებს და ათეთრებს ფრჩხილებს, ამიტომ ფრჩხილებისთვის 10 წუთიან აბაზანებს გირჩევთ. 200 მლ თბილ წყალში ჩაყარეთ 3 სუფრის კოვზი ზღვის მარილი და ჩაასხით ერთი ჩაის კოვზი ლიმონის წვენი. პროცედურები შეგიძლიათ ყოველდღე ჩაიტაროთ. თუმცა შემდეგ ხელებზე აუცილებლად წაისვით კრემი, რადგან მარილი კანს აშრობს.
3. ძალიან ეფექტურია ფრჩხილების გასაწმენდად უმი კარტოფილი. აიღეთ უმი კარტოფილი, გაჭერით შუაზე და იწმინდეთ ფრჩხილები. ეს პროცედურაც გააგრძელეთ ერთი თვის მანძილზე.

4. ლიმონის წვენისა და ზეითუნის ზეთის ნიღაბი არამარტო გაათეთრებს და გაამაგრებს ფრჩხილებს, არამედ ხელის კანსაც დაატენიანებს და დაარბილებს. ნიღბის მოსამზადებლად დაგჭირდებათ თითო ჩაის კოვზი ზეითუნის ზეთი და ლიმონის წვენის ნარევი. მასში დაასველეთ ბამბა დ ერთი კვირის განმავლობაში კვირაში ერთხელ ხელისა და ფეხის ფრჩხილები გაიწმინდეთ.

5. კიდევ ერთი შესანიშნავი საშუალებაა - სოდის აბაზანები. აუცილებელია 1 ს/კ სოდას დაასხათ თბილი წყალი, კარგად აურიოთ და გააჩეროთ ხელები წყალში დაახლოებით 15-20 წუთის განმავლობაში. შედეგი შესამჩნევი იქნება უკვე მესამე-მეოთხე პროცედურის შემდეგ.
ფრჩხილების ერთ დღეში გასათეთრებლად მეტად ეფექტურია შემდეგი პროცედურა:
6. ფრჩხილების გათეთრების კიდევ ერთი საუკეთესო საშუალებაა სოდისა და წყალბადის ზეჟანგის ნარევი. 2 სუფრის კოვზ სოდას დაასხით ერთი სუფრის კოვზი წყალბადის ზეჟანგი. მივიღებთ სქელ მასას, რომელიც 2-4 წუთით უნდა გაიჩეროთ ფრჩხილებზე, შემდეგ კი თბილი წყლით ჩამოიბანეთ. ეს პროცედურა სასურველია კვირაში რამდენჯერმე გაიკეთოთ.
მოგეწონათ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გააზიარეთ, რათა სხვებმაც ნახონ.
loading...
გააკეთეთ კომენტარი
მსგავსი სიახლეები


loading...
რედაქტორი გირჩევთ