Загрузка...

სახიდან და სხეულიდან "პაპილომების" (ხორცმეტი) მოცილების ყველაზე ეფექტური მეთოდი



კანი, როგორც ვიცით სხეულის ზედაპირის საფარველია და აქედან გამომდინარე, მისი როლია ორგანიზმი დაიცვას გარეგანი ზემოქმედებებისგან. კანი და კანის დანამატები კი ასაკთან ერთად ცვლილებას განიცდის. იმუნიტეტის დაქვეითება, ორსულობა, მძიმე დაავადებები, ძლიერი სტრესი, გენეტიკური ფაქტორი, ნაწლავების პოლიპოზი, სიმსუქნე, ენდოკრინული დარღვევები, ზოგიერთი ტიპის ვირუსი კი იწვევს პაპილომებს, რომლებიც კანის ზედაპირიდან გამოწეული ფორმის ხორცმეტებია (კანის კეთილთვისებიანი წარმონაქმნები), შეფერილობა ძირითადად კანის ფერის აქვთ, იშვიათად კი ყავისფერი.
იტვირთება...
loading...

პაპილომები ყველაზე ხშირად გვხვდება კისერზე, სახეზე, იღლიის ქვეშ და სარძევე ჯირკვლების ქვეშ მდებარე კანზე, იშვიათად კი სხეულის სხვა უბნებზე. ვინაიდან პაპილომების წარმოშობა ძირითადად ვირუსულია, მათი გადადება ადამიანიდან ადამიანზე შესაძლებელია კონტაქტურ-საყოფაცხოვრებო გზით, ასევე, ერთი ადამიანის ტანზე პაპილომები ხშირად ვრცელდება და მრავლდება.
როგორც წესი, პაპილომები ძალიან ნელა იზრდება, მაგრამ, გარკვეული მდგომარეობების დროს (ორსულობა, ავადმყოფობა, სტრესი) შესაძლებელია მათი ზომისა და რიცხვის სწრაფი მომატება. თუ პაპილომის საფუძველი ზიანდება, ვითარდება მისი ანთებითი პროცესი. სწორედ ხშირი ტრავმატიზმისა და ინფიცირების გამო და ასევე, ესთეთიკური ჩვენებებით, ხდება პაპილომების მოცილება. ამასთან, შიდაეპიდერმული კიბო შეიძლება პაპილომებით იქნას შენიღბული.

პაპილომები მთელს მსოფლიოში ყოველწლიურად ჩქარი ტემპით მატულობს. ბევრმა თქვენგანმა კი ამ დაავადების შესახებ ალბათ დღეს პირველად გაიგო, უმეტესი დერმატოლოგთან მკურნალობს, მე კი მინდა მათი მოსაცილებელი ხალხური, მარტივი მეთოდები გაგანდოთ- სახლის პირობებში.

1. 72%-ნი სარეცხი საპონი დაასველეთ და კარგად წაუსვით პაპილომებს. უმჯობესია პროცედურა ჩაიტაროთ ძილის წინ, ვინაიდან საპონწასმული გარეთ გასვლა არასასიამოვნო პროცესია, დილით კი საპონი ჩამოიბანეთ. მასე გააკეთეთ 4-5 დღის განმავლობაში. თუ კანი დაწითლდა და ქავილი დაგეწყოთ პროცედურის სრულ დასრულებამდე, შეწყვიტეთ, ერთი დღე დაისვენეთ და შემდეგ კვლავ განაგრძეთ. შედეგად კი ნახავთ კანი როგორ დაიბრუნებს ძველ იერს.

2. ფართოდ გავრცელებული და გამართლებული მეთოდი, რომელიც New York-ელმა ექიმმა Doug Will-მა დანერგა მედიცინის პრაქტიკაში- ვაშლის ძმრის ტამპონია. ბამბა ან სუფთა პირსახოცი ჩაასველეთ ჩვეულებრივ ვაშლის ძმარში და პაპილომებზე დაიდეთ ტამპონივით 2-3 წუთის განმავლობაში. ეს მარტივი პროცედურა გაიმეორეთ დღეში 3-ჯერ რამდენიმე კვირის განმავლობაში. პაპილომები ჯერ დაიწყებენ ფერის შეცვლას, შემდეგ კი გაქრებიან თქვენი კანიდან სამუდამოდ. უფრო უსაფრთხოებისთვის კი შეგიძლიათ ვაშლის ძმარი გააზავოთ ცოტა წყალთან და გამოიყენოთ ასეთი სახის ტამპონი.
მოგეწონათ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გააზიარეთ, რათა სხვებმაც ნახონ.
loading...
გააკეთეთ კომენტარი
მსგავსი სიახლეები


loading...
რედაქტორი გირჩევთ