Загрузка...

როგორ მოვიშოროთ სუნი ფეხიდან?



სადაც არ უნდა წავიდეთ, რასაც საზოგადოების თავშეყრის ადგილი ჰქვია– ტრანსპორტი იქნება ეს თუ სავაჭრო ცენტრი, დამეთანხმებით, რომ მუდამ გვაწუხებს არასასიამოვნო სუნი, რომელიც ჩვენს თანამემამულეებს ფეხზე ასდით. ფეხის ტერფის ოფლიანობა და არასასიამოვნო სუნი დღეს ძალზედ გავრცელებული პრობლემაა. როგორც წესი, ფეხზე სუნის გამომწვევი მიზეზი უხარისხო ფეხსაცმელი და წინდაა, გარდა ამ ორი ფაქტორისა ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ სუნი ძირითადად ოფლს აქვს, რომლის შემადგენლობაშიც უამრავი ბაქტერიაა. ანუ ბაქტერიები, რომლებიც წარმოიქმნება ფეხის გაოფლიანების შედეგად, ხდება ფეხზე სუნის მიზეზი.
იტვირთება...
loading...
ალბათ უშედეგოდ ძალიან ბევრი ხერხი თუ ძვირიანი კოსმეტიკური საშუალებები მოსინჯეთ სუნის გასაქრობათ, თუმცა ბევრი თქვენგანი ვერც წარმოიდგენდა, რომ საკვებ სოდას შეუძლია ეს უდიდესი და არასასიამოვნო პრობლემა იაფად და ძალზედ მარტივი გზით გადაჭრას. სოდას ძალიან ბევრი პრობლემის მოგვარება შეუძლია– თმის კვება, ჭურჭლის რეცხვა, ასევე საკვები და სამკურნალო ღირებულებებით ხასიათდება, ამიტომ ნუ გადაყრით უშედეგოდ ფულს ქიმიურ თუ კოსმეტიკურ ანტი საშუალებებში, მხოლოდ სოდა აალაგებს ამ პრობლემას.

როგორ მოვიშოროთ სუნი ფეხიდან?
სოდის საშუალებით ფეხიდან სუნის მოსაცილებლად თქვენ დაგჭირდებათ აბაზანის პროცედურა. უფრო გარკვევით კი– ჩაასხით თასში თბილი წყალი, ჩაყარეთ საკვები სოდა (პროპორციით 5 ლიტრზე 2–3 სუფრის კოვზი სოდა) და მიიღეთ ვანები ფეხზე 15–20 წუთის განმავლობაში. შემდეგ შეიმშრალეთ და ჩაიცვით ბამბის წინდა. ძალიან მალე ნახავთ, რომ დადებითი შედეგი არ დააყოვნებს. სოდა არა მარტო აქრობს ფეხზე სუნს, არამედ ებრძვის სოკოვან დაავადებებს და აფერხებს მათ განვითარებას.
მოგეწონათ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გააზიარეთ, რათა სხვებმაც ნახონ.
loading...
გააკეთეთ კომენტარი


loading...
რედაქტორი გირჩევთ