Загрузка...

რომელი საკვები ნივთიერებები და ვიტამინები უწყობს ხელს ტვინის აქტიურ მუშაობას?



ტვინის აქტივობა ასაკთან ერთად ქვეითდება. იმისთვის, რომ ტვინი ნებისმიერ ასაკში ინარჩუნებდეს ნორმალიზებულ ფუნქციონირებას, საჭიროა გარკვეული დიეტა, ანუ საკვები რაციონის სხვადასხვა ნივთიერებებითა და ვიტამინებით გამდიდრება. უფრო კონკრეტულად რომელი ვიტამინი და საკვები პროდუქტები უწყობს ხელს ტვინის მუშაობს?
იტვირთება...
loading...

B ჯგუფის ვიტამინები- მათ შორის ყველაზე მნიშველოვანია, B ჯგუფის ვიტამინები. მეცნიერებმა ჩააატარეს კვლევა ხანდაზმულ ადამიანებში, მათ ამ ჯგუფის ვიტამინების მიღების შემდეგ, 70 %-ით გაუუმჯობესდათ მეხსიერება. ჰომოცისტენის (ამინომჟავა) გამოყოფა ხელს უწყობს ტვინის ნორმალურ ფუნქციონირებას. B ჯგუფის ვითამინები კი, ჰომოცისტეინის გამოყოფას უწყობს ხელს, რაც თავისთავად, დადებით გავლენას ახდენს შემეცნებით პროცესებზე. B ვიტამინებს შეიცავს ბროკოლი, პარკოსნები და სალათის ფურცელი. 

ომეგა 3- ტვინის ფუნქციონირებისთვის ამ ნივთიერებას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს. ეხმარება ტვინს შეინახოს დიდი რაოდენობით ინფორმაცია, აუმჯობესებს მეხსიერებას. ომეგა 3-ს შეიცავს ზღვის თევზი. მისი 100-200 გრ-ის ყოველდღიურად ჭამა სრულიად საკმარისია. ომეგა 3-ს ასევე შეიცავს: შვრია, ზეითუნის ზეთი, სელის ზეთი, კვერცხი და ხორბალი. 
E ვიტამინი- მეორენაირად მას ტოკოფეროლი ქვია. ის იცავს ტვინის უჯრედებს თავისუფალი რადიკალებისაგან. იგი ურთიერთქმედებაშია ანტიოქსიდანდებთან, რაც ხელს უშლის ტვინის დაბერებას. მეცნიერულად დამტკიცებულია, რომ ტოკოფეროლი საგრძნობლად ამცირებს ალცჰაიმერის განვითარებას. E ვიტამინს შეიცავს: სეზამი, თხილი და მზესუმზირა. 

ნახშირწყლები- ისინი ტვინის ერთგავრ "საწვავს" წარმოადგენენ. მათი მიღება, განსაკუთრებით საჭიროა, აქტიური გონებრივი სამუშაოს დროს. ასეთ სიტუაციაში, ადამიანს ხშირად უნდება რაიმე ტკბილის ჭამა. თქვენ შეგიძლიათ შოკოლადის პატარა ნატეხი მიირთვათ და წვენი მიაყოლოთ. 

წყალი- ეს არის მარტივი ნივთიერება, რომელიც ასევე უწყობს ხელს ტვინის მუშაობას. უბრალო დეჰიდრატაციამაც (გაუწყლოებამ) შესაძლოა, ტვინის გამართულ მუშაობას ხელი შეუშალოს. წყალი ორგანიზმში გლუკოზის წარმოსაქმნელადაც არის საჭირო. აქედან გამომდინარე, უნდა აკონტროლოთ იღებს თუ არა თქვენი ორგანიზმი, დღის განმავლობაში, სითხის საჭირო რაოდენობას.
მოგეწონათ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გააზიარეთ, რათა სხვებმაც ნახონ.
loading...
გააკეთეთ კომენტარი
მსგავსი სიახლეები


loading...
რედაქტორი გირჩევთ