Загрузка...

გაწუხებთ უძილობა? ამ რჩევების გათვალისწინებით მუდამ მშვიდად იძინებთ!



ზრდასრულ ადამიანს დაახლოებით, 8 საათი ძილი სჭირდება. თუ ის ვერ იძინებს, ამან შესაძლოა გავლენა მოხადინოს კონცენტარციაზე, ყურადღებაზე, რეაქციის სიჩაქარეზე და გადაწყველტილების მიღების უნარზე. თუ თქვენ გამუდმებით 8 საათზე ნაკლებ ხანს გძინავთ, ეს შეგიქმნით სხვადასხვა პრობლემებს. ამ დროს ირღვევა ნივთიერებათა ცვლა, ჩნდება მეხსიერების პრობლემები, ასვე ხშირია სიმსუქნითა და დიაბეტით დაავადება. გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე, უძილობა ცუდ გავლენას ახდენს. იმისთვის რომ, ორგანიზმის ნორმალური ფიზიოლოგიური და ფსიქოლოგიური მდგომარეობა შევინარჩუნოთ, საჭიროა ნორმალური ძილი. რატომ ვერ ვიძინებთ? ცუდი ძილის მიზეზები განსხვავებულია : დაძაბულობა, სტრესი, არასასიამოვნო აზრები, რთული სამუშაო გრაფიკი, უნაარობა იმისა, რომ შეწყვიტო ხვალინდელ საქმეებზე ფიქრი და ა.შ. 
იტვირთება...
loading...

ვისწავლოთ სწორად ძილი:

1.იმისთვის რომ, თავიდან აიცილოთ უძილობა ეცადეთ ერთსა და იმავე დროს დაიძინოთ. თუნდაც დასვენების დღეებში. რამდენიმე დღის შემდეგ, ადვილად დაიძინებთ და დილამდე მშვიდად გეძინებათ.
2.მოაშორეთ ტელევიზორი და კომპიუტერი საძინებლიდან. უნდა აიძულოთ თქვენს ტვინს ბოლომდე გაიზაროს, რომ საწოლი არის დასაძინებელი ადგილი. ამ შემთხვევაში ტვინი მიაწვდის ორგანიზმს ინფორმაციას და რეფლექსად გექცევათ საწოლში დაწოლისთანავე დაძინება.
3.დაძინებამდე ჩამოაფარეთ ფარდები, რათა ოთახში სინათლემ არ შემოაღწიოს. სინათლე ორგანიზმისთვის დღესთან ასოცირდება, ამიტომ ის მხოლოდ ხელს შეგიშლით მშვიდად ძილში.
4.ძილის წინ, რამოდენიმე ვარჯიშის გაკეთება სასრგებლოა. ამ დროს სხეული დუნდება, რეალქსირდება და ადვილად შეძლებთ დაძინებას.
5.თქვენს საძინებელში უნდა იყოს ოდნავ უფრო დაბალი ტემპერატურა, ვიდრე იმ ოთახში, სადაც მთელ დღეს ატარებთ. რადგან ორგანიზმი დაძინებისას, 3-4 გრადუსით ცივდება. სხეულისა და ოთახის ტემპერატურა კი თანხვედრაში უნდა იყოს.
6.ძილის წინ ჩაისა და ყავას ნუ მიირთმევთ. ისინი ადამიანს ენერგიას მატებს, ეს კი ხელს შეუშლის თქვენს მშვიდ ძილს.
7. ალკოჰილის მიღების შემდეგ, შესაძლოა, ადამიანს ჩაეძინოს. თუმცა, მისი მიღება ძილის დროს ტვინის მუშაობას აფერხებს. ამიტომ, ნუ დალევთ დაძინებამდე ალკოჰოლს. 
8. დღის განმავლობაში საჭირო რაოდენობის წყლის დალევა აუცილებელია, მაგრამ არა ძილის წინ. თუ თქვენ ძილის წინ დალევთ წყალს, ღამით აუცილებლად მოგიწევთ ადგომა და საპირფარეშოში შესვლა.

9.თუ თქვენ 30 წუთის განმავლობაში, ვერ ახერხებთ დაძინებას, რამე დამამშვიდებელი გააკეთეთ: წაიკითხეთ წიგნი, გააკეთეთ სუნთქვითი ვარჯიშები და ა.შ. 
10. იმ შემთხვევაში თუ 8 საათი ძილი ვერ შეძელით, შეგიძლიათ დღის განმავლობაში, საკვების მიღებიდან 20-30 წუთის შემდეგ დაიძინოთ.
მოგეწონათ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გააზიარეთ, რათა სხვებმაც ნახონ.
loading...
გააკეთეთ კომენტარი
მსგავსი სიახლეები


loading...
რედაქტორი გირჩევთ