Загрузка...

შემოდგომის ყველაზე სასარგებლო პროდუქტები



შემოდგომა გაციებისა და ვირუსების სეზონია. იმისთვის, რომ თავიდან ავიცილოთ ჯანმრთელობის პრობლემები, თბილად ჩაცმასთან ერთად, საჭიროა საკვები რაციონი იმ პროდუქტებით გავამდიდროთ, რომლებიც ვიტამინებითა და მინერალებით არის გაჯერებული. ხილი და ბოსტენული სხვადასხვა სეზონზე ხარობენ. ამიტომ, მნიშველოვანია, შემოდგომაზე სწორედ ის პროდუქტები მიირთვათ, რომლებიც სეზონის ამ დროს შემოდის.

ვაშლი- გარდა იმისა, რომ ვაშლი უამარავ ვიტამინს შეიცავს, მის შემადგნელობაში ასევე არის - ბოჭკოვნები, რომლებიც ხელს უწყობენ გულ-სისხლძარღვთა სისტემის გამართულ მუშაობას. დაიწყეთ დილა ვაშლით და თქვენი ენრგიულობა გაიზრდება. ამის მიზეზი არის კვარცეტინი, რომელსაც ვაშლის ფლავანოიდი შეიცავს, იგი ფილტვებში ჟანგბადის ნაკადის მიწოდებას ზრდის.
იტვირთება...
loading...
ყვავილოვანი კომბოსტო - ექსპერტების დასკვნით, ყვავილოვანი კომბოსტო მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო პროდუქტია. ის ასევე ზრდის გულის გამძლეობას და აუმჯობესებს ღვიძლის ფუნქციას. ჰავაის უნივერსიტეტში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ კვირაში ყვავილოვანი კომბოსტოს სამჯერ მიღება, ხელს შეუწყობს ღვიძლიდან ცხიმების გამოდევნას. იგი ასევე შეიცავს დიდი რაიოდენობით იოდს, რაც ფარისებრი ჯირკვლის ნორმალიზებულ ფუნქციონირებას უზრუნველყოფს.

გოგრა- იგი აძლიერებს იმუნიტეტს და შესანიშავი დამხმარეა კუჭ-ნაწლავის პრობლემების დროს. გოგრის ხშირი გამოყენება ხელს შეუწყობს ხანგრძლივი სიხარულის შენარჩუნებას. იგი ასევე შეიცავს დიდი რაოდენობით კალიუმს, თითქმის იმავე რაოდენობით, რაც ბანანშია.

ბოლოკი- შეიცავს ნახშირწყლებს, ცილებს, ცხიმებ, C ვიტამინსა და ფერმენტებს. ხელს უწყობს ნივთიერებათა ცვლას და აუმჯობესებს საჭმლის მონელებას. მდიდარია ანტიოქსიდანტებითა და ბოჭკოვნებით, ამავდროულად დაბალკალორიული პროდუქტია.
ფინიკი- ეს ბუნებრივი აღმოსავლური "ტკბილეული" ყოველთვის გამოირჩეოდა დაბალი ცხიმის შემცველობით, ბოჭკოვნებისა და კალიუმის მაღალი რაოდენობით. მასში შემავალი ნივთიერება -სელენიუმი კი ონკოლოგიური დაავადებების წარმოქმნის რისკს აქვეითებს, ამყარებს იმუნიტეტს და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების წარმოქმნის რისკს ამცირებს.
ბროწეული- ყველასათვის ნათელია, რომ ანტიოქსიდანტები სასარგებლოა ჩვენი ჟანმრთელობისთვის. ბროწეული კი საუკეთესო პროდუქტია მათი შემცველობის რაოდენობით. მისი მიღების შემდეგ იზრდება ადამიანის ენერგიულობა, ძლიერდება იმუნიტეტი და ნერვული სისტემა უბრუნდება ნორმალიზებულ ფუნქციას. ტეხასის უნივესიტეტში ჩაატერეს ექპერიმენტი, სადაც სპორტსმენების ერთი ნაწილი წყალს, ხოლო მეორე ნაწილი წყლის მაგივრად ბროწეული წვენს სვამდა. საბოლოო ჯამში, სპორტსმენების მეორე ნაწილს ნაკლებად აწუხებდა დაღლილობის შეგრძნება.

მსხალი- მიირთვით რამდენიც გენობოთ. იგი დიდი რაოდენობით C ვიტამინს, პექტინს და სპილენძს შეიცავს. იგი აუმჯობესებს საჭმლის მონელებას, ხელს უწყობს ღვიძლისა და თირკმელის გამართულ მუშაობას. გამოიყენება უმადობის დროს და იმუნიტეტის გასაძლიერებლად.
მოგეწონათ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გააზიარეთ, რათა სხვებმაც ნახონ.
loading...
გააკეთეთ კომენტარი


loading...
რედაქტორი გირჩევთ