Загрузка...

როგორ შევაჩეროთ ტაქიკარდია ერთ წუთში! გაითვალისწინეთ



ტაქიკარდია ვიცით, რომ გულის რიტის დარღვევაა და ვლინდება შემდეგი სიმპტომებით– გულის ფრიალი, ჰაერის უკმარისობა, გულის არეში სიმძიმის შეგრძნება და გულის ცემის გახშირება. იმ შემთხვევაში, თუ მსგავსი პრობლემები გამოვლინდა, ნუ მიეცემით პანიკას, გთავაზობთ ორ მარტივ მანევრს, რომელთა შესრულება ერთ წუთზე ნაკლებ დროში გაგიქრობთ ტაქიკარდიას.
იტვირთება...
loading...

● ორგანიზმში ტემპერატურის მკვეთრ ცვლილებას (დაქვეითებას, დაწევას) ხშირად ახლავს თან გულის რიტმის შემცირება, ამ დროს კი ნერვული სისტემა ორგანიზმს უკეთებს ადაპტირებას ამ სიახლისთვის, თუმცა თუ სახეს გაიგრილებთ, გული უფრო მალე მოახდენს რეაგირებას და ყველაფერი გაცილებით მარტივად მოგვარდება.
ჩაასხით თასში ცივი წყალი ან გააგრილეთ ის ყინულის ნატეხებით, შეიკავეთ სუნთქვა, სურვილისამებრ დაიხშეთ ცხვირის ნესტოები ხელით და სახე ჩაყავით წყალში რამოდენიმე წამით.


თუ პროცედურისთვის საჭირო პირობები ვერ გამონახეთ, შეგიძლიათ მუჭით შეისხუროთ სახეზე ცივი წყალი, ან ყინულებით გაიგრილოთ სახე წრიული მოძრაობით.

● შემდეგი პროცედურა მიმართულია მოხეტიალე ნერვზე ზეწოლისკენ, რითიც შეძლებთ ადვილად გააკონტროლოთ გულის ცემა. მანევრი კი შემდეგნაირად სრულდება: გააკეთეთ ღრმა ჩასუნთქვა ისე, რომ მუცლის კუნთები გამკვრივდეს, ცერა და საჩვენებლი თითებით დაიხშეთ ცხვირის ნესტოები, დაკეტეთ პირი და დახუჭეთ თვალები, ამის შემდეგ კი ეცადეთ ამ პოზიციაში ასევე ღრმად ამოისუნთქოთ.


შენიშვნა: არავითარ შემთხვევაში არ შეასრულოთ ეს მანევრები იმ მომენტში, როდესაც ტაქიკარდიას თან ახლავს გულის არეში ტკივილი და ჰაერის უკმარისობა, გამოიძახეთ სასწრაფო ან მიმართეთ ექიმს.

და ასევე, როდესაც სხეულს აქვს ფიზიკური დატვირთვა, ან სტრესის ფაქტორი, ბუნებრივია ასეთ შემთხვევებში ტაქიკარდიის განვითარება მოხდება, თუმცა თუ ჩამოთვლილი ფაქტორების გავლენა არ არის და ის მაინც განვითარდა, ესეიგი საქმე გვაქვს გულის რომელიმე დაავადებასთან და კონსულტაციისთვის აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს.
მოგეწონათ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გააზიარეთ, რათა სხვებმაც ნახონ.
loading...
გააკეთეთ კომენტარი
მსგავსი სიახლეები


loading...
რედაქტორი გირჩევთ