Загрузка...

ფარისებრი ჯირკვალი -პროდუქტები პროდუქტები, რომელიც ებრძვის მას.



ფარისებრ ჯირკვალს, რომელიც კისრის გარშემო მდებარეობს და პეპლის ფორმა გააჩნია, სხეულის ბევრ ფუნქციაზე შეუძლია დრამატული გავლენა იქონიოს. მისი არასწორი ფუნქციონირება კატასტროფულ შედეგებს იწვევს და ორგანიზმის ზოგად მდგომარეობას აზიანებს.
იტვირთება...
loading...
სწორი კვება ჯანმრთელობის შენარჩუნების გზაზე პირველ ადგილს იკავებს, ამიტომ ფარისებრი ჯირკვლის დასაცავად სასარგებლო და გემრიელი საკვები უნდა მიირთვათ.

ვაშლი - სასარგებლო თვისებების კოქტეილი. ორგანიზმის ყველა სისტემაზე დადებითად მოქმედებს,პათოგენურ ბაქტერიებს ანადგურებს. ფარისებრი ჯირკვლისთვის ძვირფასია, რადგან მას კიბოს უჯრედებისგან იცავს.

კიბორჩხალას ხორცი და ზღვის პროდუქტები - შეიცავენ B12 ვიტამინს და თუთიას, რომლებიც სხეულის იმუნური სისტემის შენარჩუნებას ხელს უწყობენ. ყურადღება მიაქციეთ: დაკონსერვებული კიბორჩხალას ხორციც სასარგებლო თვისებებს ინარჩუნებს.

ზღვის კომბოსტო - შეიცავს იოდს და კიდევ 40 ვიტამინსა და ელემენტს, რომლებიც ფარისებრ ჯირკვალს დაავადებებისგან იცავს.

ხახვი - სასარგებლოა ფარისებრი ჯირკვლის, ღვიძლისა და გულისათვის. უამრავ მიკროელემენტს შეიცავს, რომლებიც იმუნურ სისტემას აძლიერებენ.

მოცვი - კენკრა, რომელიც ანტიოქსიდანტების რაოდენობით რეკორდსმენი არის. ფარისებრ ჯირკვალში ჰორმონალურ ბალანსს აღადგენს.

წითელი თევზი - ორაგული, კალმახი. მდიდარია ომეგა 3 ცხიმოვანი მჟავებით, რომლებიც ფარისებრი ჯირკვლის ნორმალური ფუნქციონირებისთვის აუცილებელი არის. მიირთვით რაც შეიძლება ხშირად.

კაკალი თაფლთან ერთად. ზარმაცი ფარისებრი ჯირკვლის გააქტიურებას ხელს უწყობს. 3-4 კაკალი დააქუცმაცეთ, 1 ს/კ თაფლს შეურიეთ და დილით უზმოზე მიირთვით. ასეთი „წამალი“ ყოველდღე მიიღეთ 1-2 კვირის განმავლობაში.

ლიმონი თაფლთან ერთად. ფარისებრი ჯირკვლის მუშაობას ააქტიურებს. 2-3 ლიმონი კარგად გარეცხეთ, გახეხეთ წვრილ სახეხზე, რომ 1 ჭიქა ერთგვაროვანი მასა მიიღოთ. თანაბარი რაოდენობის თაფლს შეურიეთ. მიიღეთ როგორც წამალი 1 ს/კ დღეში 3-ჯერ ჭამის მიღებებს შორის.
მოგეწონათ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გააზიარეთ, რათა სხვებმაც ნახონ.
loading...
გააკეთეთ კომენტარი
მსგავსი სიახლეები


loading...
რედაქტორი გირჩევთ