Загрузка...

კოქტეილი, რომელიც ახანგრძლივებს სიცოცხლეს



ალბათ ყველამ ვიცით მწყრის კვერცხის სარგებლინობის შესახებ. ის ძალიან გავს ქათმის კვერცხს, თუმცა გაცილებით მდიდარია ვიტამინებითა და მინერალებით, უფრო კალორიული და სასარგებლოა და, რაც მთავარია, სამკურნალო თვისებები გააჩნია. ის შეიცავს A და B ჯგუფის ვიტამინებს, განსაკუთრებით - ქოლინი, ასევე - რკინა, კალიუმი, კალციუმი, მაგნიუმი, ნატრიუმი, გოგირდი, ფოსფორი, ქლორი, კობალტი, მანგანუმი, სპილენძი, მოლიბდენი და ქრომი. ცილა მდიდარია შეუცვლელი ამინომჟავებით.
იტვირთება...
loading...

მინდა რეკომენდაცია გაგიწიოთ კოქტეილზე, რომელიც ახანგრძლივებს სიცოცხლეს და გააჩნია პროფილაქტიკური და სამკურნალო თვისებები. ეს კოქტეილი კი განსაკუთრებით ეფექტურია ღვიძლის დაავადების, ათეროსკლეროზის, კიბოს, მიოკარდიუმის ინფარქტის დროს და ასევე ამაღლებს იმუნურ სისტემას. კოქტეილის ძირითად ინგრედიენტს სწორედ მწყრის კვერცხი წარმოადგენს.

მომზადების ტექნოლოგია და მიღების წესი:
5 ცალი, ერთი და იმავე ფრინველის (მწყრის) კვერცხი ათქვიფეთ, დაუმატეთ 1 ჩ.კ ნიორის ცხიმი, 50 გრ ბიოკეფირი. ეს ყველაფერი კარგად შურიეთ ერთმანეთს. მზა კოქტეილი მიირთვით დილით უზმოზე, საუზმემდე 30 წუთით ადრე.
მწყრის კვერცხის ნაზავი ფორთოხლის ნატურალურ წვენთან ასევე ეფექტურია ასთმის პროფილაქტიკისათვის. ასევე, შეგიძლიათ მწყრის კვერცხი უმად გაურიოთ ხაჭოში, რძეში და სხვა პროდუქტებში, რომელიც გაცილებით სასარგებლოა.

რეკომენდაცია მამაკაცებს - უზმოზე, უმად დალეული მწყრის კვერცხი თავიდან აგაცილებთ იმპოტენციას.
მოგეწონათ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გააზიარეთ, რათა სხვებმაც ნახონ.
loading...
გააკეთეთ კომენტარი
მსგავსი სიახლეები


loading...
რედაქტორი გირჩევთ