Загрузка...

როგორ მოვიშოროთ სახიდან მსგავსი თეთრი ლაქები?



თუ ერთ დილასაც გაიღვიძეთ და აღმოაჩინეთ, რომ სახეზე მსგავსი თეთრი წერტილოვანი ლაქები გაქვთ, განგაშს ნუ ატეხთ, ეს მილიაა, მოყვითალო შეფერილობის კანის სტრუქტურის წარმონაქმნი კანზე. ისინი წარმოიქმნება ცხიმოვანი ჯირკვლების მუშაობის დარღვევის შედეგად და ნებისმიერ ასაკში შეიძლება იჩინოს თავი. ნუ შეშინდებით, დააიგნორეთ, რადგან ადრე თუ გვიან თავისით გაქრება, მაგრამ თუ ის თვალსაჩინო ადგილასაა, მაგალითად ცხვირზე, თქვენ კი საქმიან ვახშამზე მიდიხართ, მაშინ მათგან თავის დასაღწევი მეტად მარტივ გამოსავალ გზებს გასწავლით, რომელთა ძირითად იარაღს სწორედ რომ თქვენსავე სამზარეულოში შეხვდებით.
იტვირთება...
loading...

რა იწვევს სახეზე თეთრ წერტილოვან ლაქებს და როგორ მოვიშოროთ ისინი?
1. მილიის გამომწვევი მიზეზი შეიძლება დაბალი ხარისხის ან თქვენი კანისათვის შეუსაბამო კოსმეტიკა და სახის არასწორი მოვლა იყოს. პირველ რიგში გადახედეთ კოსმეტიკას და უფრო მეტი ყურადღებით მოეკიდეთ სახის მოვლის საკითხს. გამოიყენეთ სახის გამწმენდები, რომელიც კანს ასუფთავებს ჭუჭყისა და ბაქტერიებისგან და ასევე დაიტანეთ დამატენიანებლები.

2. ამ ლაქების მოსაშორებლად ერთ–ერთი ყველაზე კარგი საშუალებაა სახის ორთქლით წმენდა, რომელიც ხელს უწყობს ფორებში ღრმად ჩამჯდარ ჭუჭყსა და ბაქტერიებს ზედაპირზე ამოსვლაში.

3. თუ წერტილოვანი თეთრი ლაქები ზაფხულში გაგიჩნდათ, ამაში დიდი როლი იცოდეთ რომ მზეს მიუძღვის, ის ეხმარება ამ წარმონაქმნებს მეტად ზრდაში, ამიტომ სახე დაიცავით მზისგან, წინააღმდეგ შემთხვევაში გაზრდილ მილიებს მარტივად ვეღარ მოიშორებთ.

4. თაფლი ერთ–ერთი ყველაზე კარგი გამოსავალია მილიების მოსაშორებლად. გაიკეთეთ თაფლის ნიღაბი, რომელიც ერთდროულად ატენიანებს და წმენდს კანს.

5. ასევე კარგია ლიმნის სკრაბი, რომელსაც სახლის პირობებში მარტივად დაამზადებთ. გამოწურეთ ნახევარი ლიმონი, დაამატეთ ერთი სუფრის კოვზი შაქარი და ასევე ერთი სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი. აურიეთ მასა და წაისვით სახეზე, გაიჩერეთ ნიღაბი 20 წუთის განმავლობაში და შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით.

6. ასევე გამოგადგებათ სახამებელი (კრახმალი) და ვაშლის ძმარი. სახამებლითა და ვაშლის ძმრით გააკეთეთ პასტისებური ნაზავი, დაიტანეთ სახის პრობლემურ ნაწილებში, გაიჩერეთ 20–30 წუთი და შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით.

7. კიდევ ერთი აპრობირებული გზა გაუმკლავდეს ცხიმოვანი ჯირკვლების სხვადასხვა დარღვევებს, ეს აბუსალათინის ზეთია. უბრალოდ დაიტანეთ ზეთი სახეზე და დაელოდეთ კანის მიერ მის სრულ შეწოვას, შემდეგ კი კარგად დაიბანეთ სახე თბილი წყლით.

შენიშვნა: თუ ჩამოთვლილი რჩევებიდან ცდის შემდეგ არცერთმა მათგანმა არ გიშველათ, მიმართედ ექიმს. ნუ გამოიყენებთ ამ ნიღბებს ბავშვებისთვის, მათი კანი მეტად სათუთია და შეიძლება დაზიანდეს, მათ ასაკში მსგავსი ლაქების წარმოშობის ალბათობა მცირეა, თუმცა გამონაკლის შემთხვევაში ისინი თავისით ადვილად ქრება.
მოგეწონათ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გააზიარეთ, რათა სხვებმაც ნახონ.
loading...
გააკეთეთ კომენტარი
მსგავსი სიახლეები


loading...
რედაქტორი გირჩევთ