Загрузка...

საზიანოა თუ არა პაკეტის ჩაი და რა უნდა გავითვალისწინოთ მისი შეძენისას



როგორც ცნობილია, იაფი პაკეტის ჩაის საწარმოებლად იყენებენ ჩაის ფოთლის ნარჩენებს, ანუ, უფრო სწორად რომ ვთქვათ, ჩაის მტვერს. ეს არის ის მცირე ნარჩენები, რომლებიც ჩაის ფოთლების მოხალვისას რჩება და, როგორც წესი ზედმეტად იხალება. შესაბამისად, აღარ შეიცავს არანაირ სასარგებლო ნივთიერებას. ამგვარი ზედმატედ დამუშავებული მტვერი არც ხარშვისას თუ მდუღარე წყლის დასხმისას იძლევა შეფერილობას, ამიტომ მწარმოებლებს პაკეტებში უხდებათ ხელოვნური საღებავების დამატება. ხოლო წებოსა და ქაღალდის გემოს გასანეიტრალებლად არიომატიზატორებსაც უმატებენ.
იტვირთება...
loading...
მეორე მხრივ, პაკეტის ჩაი, ხშირად უფრო მაგარია, ვიდრე ფოთლის. ეს გამოწვეულია იმით, რომ ჩაის დაყენების დროს მთლიან ფოთოლს წყალთან შეხების ზედაპირი გაცილებით ნაკლები აქვს, ვიდრე მტვრად ქცეულს საერთო ჯამში. ჩაის მტვრის ეს თავისებურება არაკეთილსინდისიერ მწარმოებლებს საშუალებას აძლევს პაკეტებში ჩაის გარდა სხვა მცენარეებიც დაამატონ (მაგალითად, ვერცხვის, ტირიფის, მუხის ფოთლები ან თუნდაც ბალახი). ხშირად პაკეტის ჩაის საწარმოებლად ვადაგასულ ჩაის ფოთლებსაც იყენებენ.

უხარისხო ჩაის და მასთან დამატებულ არომატიზატორებსა და საღებავებს ორგანიზმისთვის დიდი ზიანი მოაქვს. ამგვარმა ნაზავმა შეიძლება დაარღვიოს ნივთიერებათა ცვლა, დაასუსტოს დამცავი ფუნქციები, და ხელი შეუწყოს კიბოს უჯრედების განვითარებას. უფრო მეტიც, პაკეტის ჩაი გადამეტებული კონცენტრაციით ფტორს შეიცავს, რაც უარყოფითად მოქმედებს ძვლოვან სისტემასა და კბილებზე.
ცხადია, შეუიარაღებელი თვალითა და სპეციალური მოწყობილობების გარეშე შეუძლებელია პაკეტის ჩაის შემადგენლობის ანალიზი. ამასთან, არაკეთლსინდისიერი მწარმოებელები თავად პაკეტის დამზადებაზეც აკეთებენ ეკონომიას და დაბალხარისხიან მასალას ირჩევენ.
ამიტომ მათ, ვინც პაკეტის ჩაის მოხმარენ, უმჯობესია გაითვალისწინონ შემდეგი რჩევები:

1 ჩაის შეძენამდე ყურადღებით გაეცანით შემადგენლობას: თუ პაკეტი დამზადებულია ხელოვნური აბრეშუმით, ნეილონით, ან სიმინდის კრახმალით, ესე იგი, ხარისხიანი პროდუქტია. ქაღალდის პაკეტში კი ჩაის გემოც და ხარისხიც დაბალია. ამასთან, უმჯობესია, თუ ჩაის თითოეული პაკეტი შეფუთულია ინდივიდუალურ კონვერტში, რაც მას გამოშრობის, სინათლის სხივებისა და ნესტისგან იცავს.


2. დაყენების შემდეგ პაკეტის ჩაი აუცილებლად უნდა იყოს გამჭვირვალე: შემღვრეული ფერი უხარისხო პროდუქტის ნიშანია. ამასთან, არ უნდა იგრძნობოდეს წებოს გემო ან სუნი.
3. იაფი ყვავილის ან ხილის ჩაი ხელოვნური პროდუქტია, რომელიც თითქმის მთლიანად საღებავებისა და არომატიზატორებისგან შედგება.
4. არის ერთი კანონზომიერება: რაც უფრო ძვირიანია შეფუთვა, მით ხარისხიან პროდუქტს დებს შიგ მწარმოებელი.
უნდა ვიცოდეთ! ჩაი შეიცავს ფტორიდებს - ნივთიერებას, რომელიც ზომიერების ფარგლებში სასარგებლოა კბილებისთვის და ამაგრებს ძვლებს. მაგრამ წარბი რაოდენობით კბილების ჯანმრთელობას ვნებს. ჩაის პაკეტებში, როგორც ამერიკელმა მკვლევარებმა დაადგინეს, ფტორის კონცენტრაცია სახიფათოდ მაღალია, რაც ძვლოვან სისტემასაც დიდ საფრთხეს უქმნის!
ამიტომ, თქვენი და თქვენი შვილების ჯანმრთელობისათვის, მიირთვით ჩაის ფოთლებზე დაყენებული, ბუნებრივი ჩაი და პაკეტის ჩაი მხოლოდ იშვიათად გამოიყენეთ.

მოგეწონათ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გააზიარეთ, რათა სხვებმაც ნახონ.
loading...
გააკეთეთ კომენტარი
მსგავსი სიახლეები


loading...
რედაქტორი გირჩევთ