Загрузка...

გაციების სამკურნალო ხალხური მეთოდები, რომლებიც სინამდვილეში მავნებელიც არის.



სურდოსა და გაციებასთან ბრძოლის ხალხური რეცეპტები თაობიდან თაობას გადაეცემა და ბევრის აზრით ყველაზე უსაფრთხო და ეფექტური ხერხებია. მაგრამ სინამდვილეში არც მთლად ასეა საქმე: აუცილებელია ამ მეთოდებიდან ზოგიერთის დაზუსტება და სიფრთხილით გამოყენება, წინააღმდეგ შემთხვევაში ზიანი შეიძლება მოგვაყენოს.

1. ჩაფუთვნა და ფეხების ცხელ წყალში ჩაყრა.


როცა ტემპერატურა აგვიწევს, როგორც წესი ვეხვევით საბანში, რათა რაც შეიძლება თბილად ვიყოთ. ეს იწვევს ბუნებრივი თერმორეგულაციის დარღვევას, სხეულის ტემპერატურა კი იმატებს. შედეგად ვიღებთ წნევის მომატებას და გულისცემის გახშირებას.
იტვირთება...
loading...

2. ჟოლოს ჩაი


გაციების დროს ხშირად სვამენ ჟოლოს ჩაის. ეს სასმელი გვეხმარება მაღალ ტემპერატურასთან ბრძოლაში და ამაღლებს იმუნიტეტს. მაგრამ დიდი რაოდენობით მიღების შემთხვევაში გაიზრდება ზეწოლა გულზე. ექიმები გვირჩევენ დღეში არაუმეტეს ერთი ფინჯანი ჟოლოს ჩაის მიღებას.

3. ლიმონი და თაფლი


ლიმონი აძლიერებს იმუნიტეტს, თაფლს კი ტემპერატურის დაწევა შეუძლია. მაგრამ ორივე პროდუქტი ძლიერი ალერგენია, ამიტომ მათ მიღებას სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ. განსაკუთრებით მაშინ, თუ ადამიანი შაქრიანი დიაბეტით არის დაავადებული.

4. ნიორი და ხახვი


ეს პროდუქტები შეიცავს ფიტონციდებს - ნივთიერებებს, რომლებიც მიკრობებს ანადგურებს. მაგრამ ხახვის ან ნივრის წვენის ცხვირში ჩაწვეთებით კიდევ უფრო მეტად ვაღიზიანებთ ლორწოვანს, სადაც ისედაც ანთებითი პროცესია. უფრო სასარგებლოა ხახვის ან ნივრის არომატის შესუნთქვა.

5. კარტოფილის კომპრესი


მოხარშული კარტოფილის კომპრესი ათბობს ყელს და ხელს უწყობს გამოჯანმრთელებას. მაგრამ მისი გამოყენება არ შეიძლება მაღალი ტემპერატურის დროს. ამას გარდა, მნიშვნელოვანია კომპრესის მდებარეობა: არ უნდა დავიდოთ კომპრესი ფარისებრი ჯირკვლის მიდამოში.

6. სპირტი


ხალხური მეთოდის მიხედვით, რეკომენდებულია სხეულის სპირტით დაზელა და საბნის დაფარება. მაგრამ გასათვალისწინებელია, რომ სპირტი უნდა იყოს თბილი, დაზელა კი უნდა მოხდეს მხოლოდ ტანის ზედა ნაწილის, ფეხებისა და ხელების.

7. ნაყინი ყელის ტკივილის წინააღმდეგ


მართლაც, ცივის ზემოქმედებით ნუშურებზე სისხლძარღვები ვიწროვდება, რაც ხსნის ანთებით პროცესს. მაგრამ თუ მაინცდამაინც ამ მეთოდის გამოყენება გადაწყვიტეთ, გაითვალისწინეთ, რომ ნაყინი ოთახის ტემპერატურის უნდა იყოს და ძალიან ცოტა უნდა მიირთვათ.

8. არაყი და წითელი წიწაკა


ეს შესანიშნავი ანტისეპტიკია, მაგრამ მისი გამოყენება არ შეიძლება ანგინის დროს, წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება დაიწვათ ლორწოვანი.
მოგეწონათ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გააზიარეთ, რათა სხვებმაც ნახონ.
loading...
გააკეთეთ კომენტარი
მსგავსი სიახლეები


loading...
რედაქტორი გირჩევთ