Загрузка...

ალოე ვერას სამკურნალო თვისებები, ხალხური მედიცინისგან



ალოე ვერა არის სუკულენტი მცენარეების ერთ-ერთი წარმომადგენელი და ამ ოჯახის სხვა წევრების მსგავსად, საჭიროებს მცირე რაოდენობით წყალს, მაღალ ტემპერატურასა და მზიან გარემოს. მისი სამკურნალო თვისებების გამო უძველეს ეგვიპტეში ცნობილი იყო როგორც უკვდავების მცენარე. ალოეს შემადგენლობის დაახლოებით 95% არის წყალი, დანარჩენ 5%-ს კი შეადგენს ანტიოქსიდანტური, ანტიბაქტერიული და ანთების საწინააღმდეგო ნაერთები.
იტვირთება...
loading...
ალოე ვერას აქვს ჯანმრთელობისათვის ძალიან ბევრი სასარგელო თვისება. ამიტომაც ის არსებობს როგორც შინაგანი, ასევე გარეგანი გამოყენების ფორმებით. კრემები, რომლის შემადგენლობაშიც არის ალოე, ამშვიდებს და ატენიანებს გაღიზიანებულ კანს.
რა განაპირობებს ალოეს დადებით მოქმედებას დაზიანებულ კანზე?
ალოე აუმჯობესებს დაზიანებულ არეში სისხლის მიწოდებას; შეიცავს ისეთ ფერმენტებს, რომლებიც ამცირებენ ანთებით პროცესს (ბრადიკინინები და კარბოქსიპეპტიდაზა); შეიცავს ანტი-ჰისტამინ მაგნიუმის ლაქტატს, რომელიც გამოიყენება მწერების ნაკბენის შემთხვევაში; აქვს მსუბუქი ანტიბაქტერიული მოქმედება.
ხშირად, ის ლოსიონები რომლებიც გამოიყენება ნამზეურის შემდეგ, შეიცავს ალოეს ექსტრაქტს. მას აქვს გამაგრილებელი ეფექტი და ხელს უწყობს უჯრედებში ჰიალურონის მჟავისა და კოლაგენის ბოჭკოების ფორმირებას. იგივე შედეგის მიღება შეიძლება ალოე ვერას შინაგანად გამოყენების შემთხვევაშიც.
გარდა ამისა, მისგან დამზადებული შამპუნები და დასაბანი საშუალებები დადებითად მოქმედებს აკნეს, ქერტლისა და სებორეის შემთხვევაში. კარგად აღადგენს კანის pH-ს.
შინაგანად მიღებული ალოე ვერას მოქმედება კიდევ უფრო მრავალფეროვანია. მას შეუძლია დაეხმაროს მომნელებელ და იმუნურ სისტემას და ამავდროულად აქვს ძლიერი ანტიოქსიდანტური და ანტიბაქტერიული მოქმედება.
ანთების საწინააღმდეგო მოქმედების გამო ალოეს იყენებენ ართრიტის და სასუნთქი გზების დაავადებების სამკურნალოდ.
იმის გამო, რომ შეიცავს დაახლოებით რვა ფერმენტს, ალოე ვერა მონაწილეობას იღებს საჭმლის მონელებაში და ნივთიერებათა ცვლაში. ამ ფერმენტებიდან განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამილაზა და ლიპაზა. პირველი უზრუნველყოფს ნახშირწყლების, სახამებლის და შაქრის დაშლას, ხოლო მეორე - ცხიმების გარდაქმნას. ამ თვისების გამო ალოე ვერა საინტერესოა იმ ადამიანებისათვის, ვისაც სურთ წონის კორექცია. ამასთან ერთად, ის გამოირჩევა დეტოქსიკაციის კარგი უნარით, ამიტომ ორმაგად სასარგებლოა ორგანიზმის გაწმენდის და ჯანსაღი კვების რეჟიმის დროს.
თუკი ირღვევა საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მთლიანობა ან აღინიშნება რაიმე ანთებითი პროცესი, ირღვევა ჯანსაღი ნაწლავური ფლორა. ასეთ შემთხვევაში კი ორგანიზმის იმუნური სისტემა საფრთხის ქვეშ დგება. იმის გამო, რომ ალოეს აქვს ანტიბაქტერიული და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება, მას აქვს უნარი აღადგინოს ნაწლავის მთლიანობა, ჯანსაღი მიკროფლორა და გააძლიეროს იმუნიტეტი.
ალოე ვერა შეიცავს ანტრაქინონებს, იგივე ნივთიერებებს, რომლებიც დიდი რაოდენობით არსებობს სინამაქის ფოთოლებში. მათ აქვთ ძლიერი საფაღარათო მოქმედება, ამიტომ ალოე ვერას ტაბლეტები და სითხე კარგად გამოიყენება შეკრულობის, მოუნელებლობის და გაუვალობის შემთხვევაში.
მოგეწონათ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გააზიარეთ, რათა სხვებმაც ნახონ.
loading...
გააკეთეთ კომენტარი
მსგავსი სიახლეები


loading...
რედაქტორი გირჩევთ