Загрузка...

რომანო – ანუ ლიმონიანი ყავა ჩვენი ჯანმრთელობისთვის



ზოგადად, მიღებულია, რომ ლიმონი ჩაის უხდება, მაგრამ ნამდვილმა კოფემანებმა კარგად იციან, რომ მაგარ ესპრესოში მჟავე ლიმონის ნაჭერი გამამხნევებელი სასმელის ეფექტს ერთი-ორად ზრდის. ლიმონიანი ყავა, ანუ ყავა რომანო, თავისი განუმეორებელი გემოთი და თვისებებით, პირველივე ჯერიდანვე იპყრობს ყავის მოყვრულთა გულებს.
იტვირთება...
loading...
“იმისთვის, რომ მაგარმა სასმელმა არ გვავნოს და პირიქით, მაქსიმალური სარგებელი მოგვიტანოს, აუცილებლად დაუმატეთ ლიმონი დილის ყავას"-ამბობენ ექიმები.
ლიმონიან ყავას თავისი სახელწოდება შემთხვევით როდი მიუღია. მის სამშობლოდ იტალია ითვლება, უფრო ზუსტად კი, რომი. მის მოსამზადებლად მხოლოდ ყავის ნატურალურ მარცვლებს, ლიმონის ახალგამოწურულ წვენსა და ცედრას იყენებენ.
რატომ მაინცდამაინც ლიმონი? ლიმონის წვენს უნიკალური თვისება აქვს -ამცირებს კოფეინის ნეგატიურ ზეგავლენას ორგანიზმზე. მისი მიღება პრაქტიკულად ყველას შეუძლია, თუმცა, როგორც სხვა შემთხვევებში, არსებობს ადამიანთა კატეგორიაც, ვისთვისაც ლიმონიანი ყავა არაა რეკომენდებული.
აი, რა სასარგებლო თვისებებით გამოირჩევა ეს ყავა და ვისთვისაა სასარგებლო მისი მიღება:
1. ლიმონიანი ყავა სასარგებლოა მათთვის, ვისაც დაბალი წნევა და ქრონიკული შაკიკი აწუხებს. ამასთან, ყავა სისხლძარღვებზე უხეშად როდი მოქმედებს. მისი ზემოქმედება ადამიანის ორგანიზმზე რბილი და დელიკატურია.

2. სასარგებლოა მათთვის, ვინც ბევრს მუშაობს, ცოტა სძინავს და სასიცოცხლო ძალების ნაკლებობას განიცდის. იმისთვის, რომ რომანომ მაქსიმალური სარგებელი მოგიტანოთ, დალიეთ დილით ადრე, საუზმიდან 40-60 წუთის შემდეგ.
3.კოფეინი ცენტრალურ ნერვულ სისტემას ასტიმულირებს, აძლიერებს სისხლის ცირკულაციას, ანორმალიზებს გაცვლით პროცესებს და ორგანიზმიდან ტოქსინებს გამოდევნის. ამ ფაქტორების გათვალისწინებით, ყავა გაცივების საწინააღმდეგო საშუალებად შეგვიძლია გამოვიყენოთ და თუ მას ლიმონსაც დავუმატებთ, მისი გამაჯანსაღებელი ეფექტი გაორმაგდება.

4.რომანო სასარგებლოა მათთვისაც, ვისაც უმადობა აწუხებს. ეს ყავა კუჭს აიძულებს, არ იზარმაცოს და წვენი გამოიმუშაოს. უმჯობესია, თუ რომანოს ჭამის შემდეგ დალევთ.
5.რამდენადაც ლიმონიანი ყავა ნივთიერებათა ცვლის პროცესს აუმჯობესებს და ორგანიზმიდან ტოქსინებს გამოდევნის, ამდენად, მისი მოხმარება შესანიშნავ ზეგავლენას ახდენს კანის მდგომარეობასა და გარეგნულ იერზე.

რომანოს მოსამზადებლად დაგჭირდებათ:
7 გრ. დაფქული ნატურალური ყავა
30 მლ. სუფთა წყალი
5 მლ. ახალგამოწურული ლიმონის წვენი
ერთი ლიმონის ცედრა
შაქარი გემოვნებით
მომზადება:
მოხარშეთ ყავა აპარატში ან ყავის მადუღარაში. მომზადებულ სასმელს დაუმატეთ ლიმონის წვენი და მოაყარეთ ცედრა.
გემრიელად მიირთვით!
მოგეწონათ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გააზიარეთ, რათა სხვებმაც ნახონ.
loading...
გააკეთეთ კომენტარი
მსგავსი სიახლეები


loading...
რედაქტორი გირჩევთ