Загрузка...

ჩაი კარკადეს უნიკალური და სასარგებლო თვისებები, თქვენი ჯამრთელობისთვის.


სასმელი ინდური ფესვებით-ჩაი კარკადე არა მარტო ცივ ამინდებში გაგათბობთ, თქვენს ჯანმრთელობაზეც კეთილისმყოფელ გავლენას მოახდენს.
კარკადე ღია-წითელი ან ბორდოსფერი შეფერილობის სასმელია, რომელიც სუდანის ვარდის ფურცლებისგან მზადდება. სასმელს ფარაონების წამალსაც უწოდებენ, ყვავილს კი ჰიბისკუსად მოიხსენიებენ. მისი გამხმარი ყვავილებისგან მზადდება ჩაიც.
იტვირთება...
loading...


ამ სასმელს ბევრი სვამს, მაგრამ ჩაის სწორად დაყენება ცოტამ თუ იცის. ფოთლები არ უნდა წამოადუღოთ. მათ მხოლოდ მდუღარე წყალი უნდა დავასხათ.ამასთან, 100 მლ. მდუღარეზე 1 ჩ.კ. ფოთლები უნდა აიღოთ.
არავითარ შემთხვევაში არ დააყენოთ კარკადეს ჩაი მეტალის ჭურჭელში ან ფინჯანში. ასე ის მთელ სასარგებლო თვისებებს დაკარგავს. იმისთვის, რომ კარკადესგან მაქსიმალური სარგებელი მიიღოთ, მას შემდეგ, რაც მდუღარეს დაასხამთ, გააჩერეთ 15 წუთით.

კარკადეს სასარგებლო თვისებები 

1. ანტოციანები, რომელთაც ჰიბისკუსის ყვავილი შეიცავს, ამაგრებს სისხლძარღვებს.

2.კარკადეს მაგარი ნაყენი დადებით ზეგავლენას ახდენს ღვიძლისა და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მუშაობაზე.

3. ვიტამინები და მიკროელემენტები ორგანიზმს და იმუნიტეტს გაძლიერებაში ეხმარებიან.

4. ხელს უწყობს საჭმლის მომნელებელი სისტემის ნორმალურად მუშაობას.

5.აქრობს წყურვილის გრძნობას როგორც ცივი, ისე ცხელი სახით მიღების შემთხვევაში, ამიტომ კარკადეს ჩაი ძალიან პოპულარულია ახლო აღმოსავლეთში.

საინტერესოა, რომ ცხელი ნაყენის მიღების შემთხვევაში წნევა მაღლა იწევს, ხოლო ცივი ნაყენის დალევის შემდეგ კი პირიქით-დაბლა იწევს.
და მაინც, კარკადეს მიღება ყველასთვის არაა რეკომენდებული. თუ გასტრიტი ან კუჭის წყლული გაწუხებთ, მოგიწევთ უარი თქვათ ამ სასმელზე.
სასმელი, რომელიც С, Р, В ჯგუფის ვიტამინებითა და ამინომჟავებითაა გაჯერებული, თქვენს ჯანმრთელობაზე ნამდვილად კეთილისმყოფელ ზეგავლენას მოახდენს.
მოგეწონათ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გააზიარეთ, რათა სხვებმაც ნახონ.
loading...
გააკეთეთ კომენტარი
მსგავსი სიახლეები


loading...
რედაქტორი გირჩევთ