Загрузка...

ჭინჭრის სასარგებლო და უნიკალური თვისებები



ბევრი ჩვენგანი ბაშვობში ჭინჭარს ერთხელ მაინც დაუსუსხავს, ვისაც ეს გამოუცდია, დამეთანხმება რომ საკმაოდ უსიამო და მტკივნეული შეგრძნებაა. ისიც გვემახსოვრება, ამ დროს უფროსები როგორ გვამშვიდებდნენ, ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა, გაკაჟდებიო. თუმცა იმ წუთას ჩვენთვის ეს დიდი ვერაფერი ნუგეში იყო. სინამდვილეში ჭინჭარს, მართლაც, ბევრი სასარგებლო თვისება აქვს და მისი გამოყენება პროფილაქტიკის მიზნითაც შესაძლებელია.
იტვირთება...
loading...
ჭინჭარი მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა, თუმცა ზოგჯერ ერთ წლიანებსაც შევხვდებით. ნედლეულად მხოლოდ მის ფოთლებსა და ღეროებს აგროვებენ ივნისისა და აგვისტოს თვეში, იმ პერიოდში, როცა ჭინჭარი ყვავის, რადგან ყვავილობის შემდეგ იგი სასარგებლო თვისებებს კარგავს. დამჭკნარი ჭინჭარი აღარ ისუსხება და ღეროდან მისი მოცილება ადვილად შეიძლება.

ჭინჭრის წვენს იყენებენ თირკმელებში კენჭის წარმოშობის თავიდან ასაცილებლად, ასევე შარდსადენი გზების ინფექციური დაავადებების მკურნალობის დროს.
ჭინჭარს გამოიყენებენ ასევე თმის ცვენის საწინააღმდეგოდ:

1 სუფრის კოვზ ჭინჭრის ფოთოლს დაასხით 200 მლ (1ჩაის ჭიქა) წყალი, გააჩერეთ 1, 5 საათი, გაწურეთ და შეიზილეთ ნაყენი ახლადდაბანილ თმაში კვირაში ერთხელ, ხანგრძილივი დროის განმავლობაში.

ჭინჭარს იყენებენ ქრონიკული ვარიკოზული წყლულებისა და სისხლნაკლებობის დროს.
ჭინჭრის ნაყენს იყენებენ ასევე ფილტვების დაავადებისას, ანთებისას, კატარის და კუჭის წყლულის დროს, აგრეთვე როგორც პოლივიტამინურ და გამამაგრილებელ საშუალებას.
მოგეწონათ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გააზიარეთ, რათა სხვებმაც ნახონ.
loading...
გააკეთეთ კომენტარი


loading...
რედაქტორი გირჩევთ