Загрузка...

იცოდით საზამთროს ამ თვისების შესახებ? ეს ნამდვილად გაგაოცებთ!



სახეზე ნაოჭების დანახვას, რათქმა უნდა, ყველა ქალი განიცდის, რადგან მას, სიბერის მოახლოების პირველ ნიშნებად აღიქვავენ.
გარდა ასაკობრივი ცვლილებებისა, იგი შეიძლება ნაადრევადაც გაჩნდეს, რასაც ალკოჰოლის მოხმარება, მწეველობა, გადაღლილობა და უძილობა უწყობს ხელს. ნაოჭებს უხსოვარი დროიდან სხვადასხვა გზით ებრძვიან. მათ წინააღმდეგ ბრძოლაში ჩართულია, როგორც თანამედროვე მედიცინის მიღწევები, ისე სხვადასხვა ხალხური საშუალებები. ხილისა და ბოსტნეულისაგან დამზადებული ნაყენები, ნამდვილად არ ჩამორჩება ძვირადღირებულ კოსმეტიკურ საშუალებებს.
იტვირთება...
loading...
იმის გარდა, რომ ზაფხულის ცხელ დღეებში, საზამთრო ყველაზე სასიამოვნო გამაგრილებელი საშუალებაა, სამკურნალო და სხეულის გარეგანი მოხმარებისთვის სასარგებლო თვისებებიც გააჩნია. საზამთროს წვენს წარმატებით იყენებენ სახის კანის სილამაზისა და ჯანმრთელობისათვის.
გთავაზობთ, საზამთროს წვენისგან დამზადებულ რამდენიმე რეცეპტებს, რომელიც დაგიბრუნებთ და შეგინარჩუნებთ სილამაზეს:

* სახის გამწმენდი/დამატენიანებელი ლოსიონი:

ერთმანეთს შევურიოთ თანაბარი რაოდენობის კიტრისა და საზამთროს წვენი. გამოვიყენოთ, როგორც გამწმენდი ლოსიონი/ტონიკი. ეს, სახიდან სიწითლის ალაგებაში დაგეხმარებათ.

* სკრაბი:
დაჭყლეტილ საზამთროს ავურიოთ გრანულებიანი შაქარი და წრიული მოძრაობით, ფრთხილად გავიწმინდოთ სახის კანი.

* დამატენიანებელი ნიღაბი:

მშრალი კანის შემთხვევაში, საზამთროს წვენს დავამატოთ კვერცხის გული (ცხიმიანის დროს – ცილა) და დაახლოებით 20 წუთით გავიჩეროთ სახე.

* საზამთროს წვენის კუბიკები:

ახალგამოწურული საზამთროს წვენი გავყინოთ პატარა კუბიკებად და დღეში ერთხელ ან ორჯერ, დილა-საღამოს დავიმუშავოთ მსუბუქი, წრიული მოძრაობით სახის კანი, ყელი და თუ გნებავთ დეკოლტის არეც.
საზამთროს წვენი ძლიერი ანტიოქსიდანტია. მისი ექსტარქტი, მზის
ულტრაიისფერი სხივებისგან დამცავ ბუნებრივ ფილტრს შეიცავს, რომელიც კანის დაბერებას უშლის ხელს. იგი, კრავს და ღრმად წმინდავს სახის ფორებს, აგრეთვე, ებრძვის პიგმენტურ ლაქებს.
მოგეწონათ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გააზიარეთ, რათა სხვებმაც ნახონ.
loading...
გააკეთეთ კომენტარი
მსგავსი სიახლეები


loading...
რედაქტორი გირჩევთ