Загрузка...

როგორ მოვიშოროთ ღაბაბი?


ღაბაბი წარმოადგენს ჩამოწელილ კანს, რომელსაც დაკარგული აქვს სიმკვრივე და ელასტიურობა. გარდა ამისა, მის ძირში ხშირად გროვდება ცხიმის სქელი ფენა. თუ ღაბაბმა ახალგაზრდა ასაკში იჩინა თავი, სავარაუდოდ ზედმეტი წონა 8–10 კილოგრამს შეადგენს. თუმცა ღაბაბი შეიძლება გამხდარსაც ჰქონდეს, რაც თავდახრილი სიარულის მავნე ჩვევის გამო ხდება. დროთა განმავლობაში თავის არასწორი მდგომარეობის გამო კუნთები სუსტდება და ნიკაპის ქვეშ წარმოქმნილი ნაკეცი ცხიმით ივსება.
იტვირთება...
loading...

თუ ღაბაბი მცირეა მისი მოშორება შესაძლებელია რამდენიმე მარტივი ვარჯიშით. ვარჯიში ყოველ დღე რამდენჯერმე გაიმეორეთ და შედეგიც არ დააყოვნებს:
1. თავი მაღლა ასწიეთ ისე, რომ ყელის კანი კარგად დაიჭიმოს. წინ წამოსწიეთ ქვედა ყბა და პირი რამდენჯერმე გააღეთ და დახურეთ.

2. ყოველ დილით პირსახოცი დაასველეთ მარილიან წყალში, კარგად გაწურეთ და წრიული დარტყმითი მოძრაობებით ღაბაბზე მასაჟი გაიკეთეთ.

3. პროფილაკტიკის მიზნით, ძილის წინ ღაბაბზე კრემი წაისვით და ელასტიური ბინტით აიხვიეთ.

4. დაწექით ზურგზე, ხოლო თავი წამოსწიეთ ზევით. მაქსიმალური დაჭიმულობის მიღწევის შემდეგ გაჩერდით ამ მდგომარეობაში 20 წამის განმავლობაში.

5. შეასრულეთ თავის წრიული მოძრაობები – მარჯვნიდან მარცხნივ და პირიქით, რაც ხელს უწყობს ნიკაპს ქვემოთ კუნთების გამკვრივებას.

და ბოლოს, ღაბაბის მოშორების საუკეთესო საშუალებაა უბალიშოდ ძილი.
მოგეწონათ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გააზიარეთ, რათა სხვებმაც ნახონ.
loading...
გააკეთეთ კომენტარი
მსგავსი სიახლეები


loading...
რედაქტორი გირჩევთ