Загрузка...

10 პროდუქტი დაღლილობის წინააღმდეგ



კარგი კვება - არ ნიშნავს მხოლოდ იმ საკვებ პროდუქტებს, რომლებიც უზრუნველყოფენ ჩვენს დანაყრებას.გარდა ამისა, სწორად შერჩეული
პროდუქტი შეიძლება იყოს ისეთი ენერგეტიკული მუხტის მატარებელი, რომელიც ხელს შეუწყოფს ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას.თუ საკვები არ გვათავისუფლებენ დაღლილობისგან და არ გვაძლევენ საჭირო ენერგიას, ეს იმას ნიშნავს, რომ არასწორად ვიკვებებით.თუმცა დაღლილობა- ეს არ არის მხოლოდ დისკომფორტის შეგრძნება, რომელიც შეიძლება დავაიგნოროთ, ის შეიძლება გახდეს ქრონიკული და გაზარდოს სხვადასხვა დაავადებების რისკიც.
მინდა გაეცნოთ 10 პროდუქტს, რომელიც მდიდარია ისეთი ნივთიერებებით, რომელსაც ადვილად ითვისებს ორგანიზმი, უზრუნველყოფს მას საჭირო ენერგიით და ეფექტურად გვეხმარება დაღლილობის დაძლევაში.
იტვირთება...
loading...

1.შვრია შვრია შეიცავს მაგნიუმის, ცილას, ფოსფორს და ვიტამინ B1 - ნივთიერებებს, რომლებიც ზეგავლენას ახდენენ ენერგეტიკულ დონეზე. ამ ნივთიერებების წყალობით, შვრია ხდება იდეალური პროდუქტი დაღლილობასთან საბრძოლველად. აუცილებლად ჩართეთ ის თქვენს საუზმეში.
2.იოგურტი
პოპულარული და ბევრისთვის საყვარელი იოგურტი ძალიან სასარგებლოა. ეს არის მსუბუქი პროდუქტი, რომელსაც ადვილად ითვისებს ორგანიზმი. ბოლო კვლევებმა აჩვენეს, რომ ნივთიერებები, რომელსაც იოგურტი შეიცავს, ადვილად ებრძვიან ქრონიკული დაღლილობის სინდრომს. მასში შემავალი სასარგებლო ბაქტერიები ხელს უწყობენ ნაწლავის ჯანსაღი მიკროფლორის შენარჩუნებას.

3.ისპანახი
ისპანახი შეიცავს მნიშვნელოვან ელემენტს - რკინას, რომელიც აუცილებელია ჰემოგლობინის ფორმირებისთვის. ასევე რკინის დეფიციტი იწვევს დაღლილობას.
ისპანახი შეიცავს მაგნიუმსაც, რომლის ნაკლებობაც იწვევს დეპრესიას, კრუნჩხვებს, უძილობას და მადის დაკარგვას.
თქვენ შეგიძლიათ დაამატოთ ისპანახი სალათებში, სუპებში, საწებლებში და სხვა კერძებში.

4.თხილი და მზესუმზირა
თხილი და მზესუმზირა გახლავთ მაგნიუმის კარგი წყარო. ამინომჟავა ტრიპტოფანი, რომელსაც ეს პროდუქტები შეიცავენ, ხელს უწყობს ჯანსაღ ძილს.გარდა ამისა, ისინი შეიცავენ ცილას, რომელიც ავსებს ჩვენს ორგანიზმს ენერგიით.თხილი და მზესუმზირა ხელს უწყობენ განწყობის გაუმჯობესებას და გვეხმარებიან ემოციური
გამოფიტვის დაძლევაში.

5. ლობიო
ლობიო აუმჯობესებს საჭმლის მომნელებელ სისტემას და გამოდევნის ტოქსინებს სხეულიდან, რაც ეხმარება ადამიანს თავს გრძნობდეს მხნედ. ასევე ლობიო შეიცავს რკინას, რომელიც ხელს უწყობს იმუნურ სისტემას, რითაც ებრძვის დაღლილობას.

6.სკუმბრია
ვიტამინი B12, რომელსაც შეიცავს სკუმბრია, აუცილებელია სისხლის უჯრედების წარმოებისთვის. იმ შემთხვევაში, თუ ამ ვიტამინის ნაკლებობაა ორგანიზმში, ჩნდება მეგალობლასტური ანემია. ოღონდ სკუმბრია არ უნდა მივირთვათ: დამარილებული, გამხმარი ან შებოლილი.

7. ბროწეული
ბროწეული შეიცავს ვიტამინებს A, B, C, E, P, კალციუმს, მაგნიუმს, კალიუმს, მანგანუმს. დღეში 1 ჭიქა წვენი ასტიმულირებს მადას და ავსებს ორგანიზმს ენერგიით.

8. ხორბლის მარცვლებიშეიცავს E, B ვიტამინების კომპლექსს, რკინას, კალციუმს, ფოსფორს, მაგნიუმს. დღეში 100გ ხორბლის მარცვალი (დამატებული სალათში) კვებავს ნერვულ სისტემას.

9. ქათმის მკერდი

ქათმის მკერდი მდიდარია რკინით. იმ შემთხვევაში, თუ რკინა ორგანიზმში საკმარისია, ჩვენ საკმაოდ აქტიურები ვართ, თუ გვაქვს დეფიციტი - ჩვენ ვიფიტებით დაღლილობისაგან.

10. მოცვი
მოცვი აუმჯობესებს თავის ტვინში სისხლის მიმოქცევას. სასურველია, რომ იგი მივიღოთ ნატურალური სახით, თუმცა გაყინული კენკრაც ან შერეული თუნდაც იოგურტში-მაინც სასარგებლოა.
მოგეწონათ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გააზიარეთ, რათა სხვებმაც ნახონ.
loading...
გააკეთეთ კომენტარი


loading...
რედაქტორი გირჩევთ