Загрузка...

სახეზე გამონაყარის მკურნალობა სახლის პირობებში.


სახ­ლში ორ­თქლის აბა­ზა­ნით პრობ­ლე­მუ­რი კა­ნის მკურ­ნა­ლო­ბა მარ­ტი­ვი და ბუ­ნებ­რი­ვი პრო­ცე­სია. ორ­თქლი არ­ბი­ლებს, ხსნის ფო­რებს და წმენ­დს კანს. ამ თბილ და სა­რე­ლაქ­სა­ციო მე­თოდს ახალ­გაზ­რდუ­ლი იე­რის დაბ­რუ­ნე­ბა შე­უძ­ლია.
რო­გო­რი ტი­პის კა­ნის­თვი­საა სა­ჭი­რო ეს მე­თო­დი და რამ­დენ­ჯერ უნდა ჩა­ა­ტა­როთ? მსგავ­სი მე­თო­დით კოს­მე­ტი­კურ სა­ლო­ნებ­ში მკურ­ნა­ლო­ბენ, თქვენ კი სრუ­ლი­ად უფა­სოდ სა­კუ­თარ სახ­ლშიც შე­გიძ­ლი­ათ გა­ა­კე­თოთ. ის რე­კო­მენ­დე­ბუ­ლია ყვე­ლა ტი­პის კა­ნის­თვის, კვი­რა­ში ერთხელ. მათ­თვის, ვი­საც ცხი­მი­ა­ნი კანი აქვს, კვი­რა­ში ორ­ჯერ. ეს მე­თო­დი სა­უ­კე­თე­სოა იმ გო­გო­ნე­ბის­თვის, რო­მელ­თაც სა­ხე­ზე გა­მო­ნა­ყა­რი, ან პრობ­ლე­მუ­რი კანი აქვთ.
იტვირთება...
loading...
1. და­ი­ბა­ნეთ სახე: და­ი­ბა­ნეთ სახე თბი­ლი წყლით. არ გა­მო­ი­ყე­ნოთ სკრა­ბი!
2. აა­დუ­ღეთ წყა­ლი: აა­დუ­ღეთ 2 ფინ­ჯა­ნი (1/2 ლიტ­რი) წყა­ლი. შე­გიძ­ლი­ათ გა­მო­ი­ყე­ნოთ ფარ­თო თასი. ორ­თქლის აბა­ზა­ნა მხო­ლოდ ცხე­ლი წყლით კეთ­დე­ბა, მაგ­რამ მაქ­სი­მა­ლუ­რი ეფექ­ტის­თვის შე­გიძ­ლი­ათ სამ­კურ­ნა­ლო მცე­ნა­რე­ე­ბი, ან მცე­ნა­რე­უ­ლი ზე­თე­ბი გა­მო­ი­ყე­ნოთ. თუ მცე­ნა­რე­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა არ გსურთ, პირ­და­პირ მე­ო­თხე პუნ­ქტზე გა­და­დით.
3. სამ­კურ­ნა­ლო მცე­ნა­რე­ე­ბი და ზე­თე­ბი: სამ­კურ­ნა­ლო მცე­ნა­რე­ე­ბი და ზე­თე­ბი და­გამ­შვი­დებთ და კანს და­არ­ბი­ლებს. ცხი­მი­ა­ნი კა­ნის­თვის: ლა­ვან­და, მწვა­ნე ჩაი, ევ­კა­ლიპ­ტის ზეთი, ლიმ­ნის თხე­ლი ნა­ჭე­რი, გვი­რი­ლა და პიტ­ნა. მშრა­ლი კა­ნის­თვის: ლა­ვან­და, გვი­რი­ლა, ვარ­დის ზეთი და მწვა­ნე ჩაი. მგრძნო­ბი­ა­რე კა­ნის­თვის: გვი­რი­ლა და ლა­ვან­და. კომ­ბი­ნი­რე­ბუ­ლი ნორ­მა­ლუ­რი და ცხი­მი­ა­ნი კა­ნის­თვის: ლა­ვან­და, მწვა­ნე ჩაი და ჩაის ხის ზეთი. რო­დე­საც თქვე­ნი კა­ნის ტი­პის­თვის მცე­ნა­რე­ებს შე­არ­ჩევთ, ინ­გრე­დი­ენ­ტე­ბი თას­ში ცხელ წყალ­თან ერ­თად მო­ა­თავ­სეთ და კარ­გად რომ გა­იჟღინ­თოს, 1-2 წუ­თით გა­ა­ჩე­რეთ.
4. მო­ამ­ზა­დეთ პირ­სა­ხო­ცი და და­ი­წყეთ მკურ­ნა­ლო­ბა: და­ე­ლო­დეთ, რომ წყა­ლი გაგ­რილ­დეს. ორ­თქლი ძა­ლი­ან ცხე­ლი არ უნდა იყოს. თუ გრძე­ლი თმა გაქვთ სა­მაგ­რით გა­და­ი­წი­ეთ. პირ­სა­ხო­ცი ისე მო­ა­თავ­სეთ, რომ ორ­თქლი პირ­და­პირ სა­ხეს მოხ­ვდეს.
5. რამ­დე­ნი წუ­თით ჩა­ვა­ტა­როთ მკურ­ნა­ლო­ბა: ორ­თქლის აბა­ზა­ნის­თვის ნე­ბა­დარ­თუ­ლია მხო­ლოდ 10-დან 20 წუ­თამ­დე. და­ი­ხა­რეთ წყლის­კენ, ოღონდ ძა­ლი­ან ახ­ლოს ნუ მიხ­ვალთ, აუ­ცი­ლებ­ლად და­ხუ­ჭეთ თვა­ლე­ბი. თავი პირ­სა­ხო­ცით და­ი­ბუ­რეთ, რათა ორ­თქლი არ­სად "გა­იქ­ცეს". თუ მგრძნო­ბი­ა­რე კანი გაქვთ მხო­ლოდ 10 წუ­თით გა­ჩერ­დით, თუ ცხი­მი­ა­ნი, მა­შინ 20 წუ­თით. წყლის­კენ 25 სან­ტი­მეტრზე ახ­ლოს ნუ და­იხ­რე­ბით. ისუნ­თქეთ ღრმად და მო­დუნ­დით. თუ თავს არა­კომ­ფორ­ტუ­ლად იგ­რძნობთ, რამ­დე­ნი­მე წუ­თით ცხელ ორ­თქლს მო­შორ­დით და შემ­დეგ გა­ნაგ­რძეთ.
6. შე­იმ­შრა­ლეთ კანი: პირ­სა­ხო­ცი ოდ­ნავ შე­ა­ხეთ სა­ხეს და ძლი­ე­რად არ შე­იმ­შრა­ლოთ.
7. და­ი­დეთ სა­ხე­ზე ნი­ღა­ბი:რო­დე­საც სახე გა­იწ­მინ­დე­ბა, სწო­რედ რომ იდე­ა­ლუ­რია ნი­ღა­ბი, რო­მელ­საც სახ­ლში და­ამ­ზა­დებთ. ნუ და­ხარ­ჯავთ ფულს ძვი­რა­დღი­რე­ბულ ნიღ­ბებ­ში. მარ­ტივ ნი­ღაბს სახ­ლში თა­ვა­დაც და­ამ­ზა­დებთ. ლიმ­ნის ნი­ღა­ბი: გა­ტე­ხეთ 1 კვერ­ცხი, ჩა­ა­მა­ტეთ 1 ჩაის კოვ­ზი თაფ­ლი და შემ­დეგ რამ­დე­ნი­მე ლიმ­ნის წვე­თი. სწრა­ფად და­ი­დეთ მი­ღე­ბუ­ლი მასა სა­ხე­ზე და 10 წუ­თით გა­ა­ჩე­რეთ. ვაშ­ლის ნი­ღა­ბი: ეს ნი­ღა­ბი იდე­ა­ლუ­რია მშრა­ლი კა­ნის­თვის. 2 ჩაის კოვ­ზი ხაჭო ნა­ხევ­რად გაჭ­რილ ვაშლთან შე­ზი­ლეთ. სა­ხე­ზე 20 წუ­თით გა­ი­ჩე­რეთ. იო­გურ­ტის ნი­ღა­ბი: ვფიქ­რობთ, ეს ყვე­ლა­ზე მარ­ტი­ვი ნი­ღა­ბია, რო­მე­ლიც მა­ცი­ვარ­ში ყო­ველ­თვის გაქვთ. სქე­ლი ფენა სა­ხე­ზე შე­ი­ზი­ლეთ და 20 წუ­თით გა­ი­ჩე­რეთ. თაფ­ლი­სა და ლიმ­ნის ნი­ღა­ბი: ეს ნი­ღა­ბი იდე­ა­ლუ­რია მათ­თვის, ვი­საც აკნე სტან­ჯავს, ან ცხი­მი­ა­ნი კანი აქვს. 1 ჩაის კოვ­ზი თაფ­ლი და 1 ჩაის კოვ­ზი ლიმ­ნის წვე­ნი ერ­თმა­ნეთ­ში შე­უ­რი­ეთ. მასა სა­ხე­ზე 15 წუ­თით გა­ი­ჩე­რეთ. კვერ­ცხის გუ­ლის ნი­ღა­ბი: კვერ­ცხის გული 1 ჩაის კოვზ ცივ რძე­ში შე­უ­რი­ეთ და სა­ხე­ზე ისე და­ი­დეთ, თით­ქოს მა­საჟს იკე­თებთ. იქამ­დე არ ჩა­მო­ი­ბა­ნოთ, სა­ნამ მასა სა­ხე­ზე არ შე­გახ­მე­ბათ.
8. რო­გორ მო­ვიქ­ცეთ, ვიდ­რე ნი­ღაბს და­ვი­დებთ: თბი­ლი ორ­თქლი ფო­რებს ხსნის და სა­ჭი­როა, ისი­ნი და­ი­ხუ­როს. ამის­თვის სახე ნელთბი­ლი, ან ცივი წყლით და­ი­ბა­ნეთ და შემ­დეგ ნი­ღა­ბი და­ი­დეთ.
9. წა­ის­ვით და­მა­ტე­ნი­ა­ნე­ბე­ლი კრე­მი: რო­დე­საც ყვე­ლა პრო­ცე­დუ­რას ჩა­ი­ტა­რებთ, სა­ჭი­როა კა­ნის და­ტე­ნი­ა­ნე­ბა.

მოგეწონათ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გააზიარეთ, რათა სხვებმაც ნახონ.
loading...
გააკეთეთ კომენტარი
მსგავსი სიახლეები


loading...
რედაქტორი გირჩევთ