Загрузка...

ნესვის და მწვანე ჩაის დადებითი თვისებები


მწვანე ჩაი მდიდარია ნივთიერებებით, რომელიც აახლებს სისხლძარღვთა კედლების უჯრედებს და ხელს უშლის ადრეული სტადიის სიმსივნეების ზრდის პროცესს.
იტვირთება...
loading...
ყოველდღიურად მწვანე ჩაის დალევა კუჭისა და ღვიძლის კიბოს განივთარებისაგან გვიცავს. თუ დღეში ათ ფინჯან მწვანე ჩაის მიირთმევთ, გულის დაავადებები აღარასოდეს შეგაწუხებთ. უფრო მეტიც, თუ მწვანე ჩაის ნაყენს დროდადრო პირის ღრუში გამოივლებთ, ბაქტერიები განადგურდება და კარიესისგანაც დაცული იქნებით. ორგანიზმის გამოფიტვის და სისხლნაკლებობის დროს, ძალიან სასარგებლოა ნესვი. ნესვი სწრაფად შეითვისება ორგანიზმის მიერ, ოფლმდენია ხელს უწყობს კენჭების დაშლას და გამოდევნას თირკმელებიდან და შარდმდენი გზებიდან. ამ ხილის მიღება კარგია იმათთვისაც, ვისაც კუჭის შეკრულობა აწუხებთ. ნესვი ხალხურ მედიცინაში უძველესი დროიდან ითვლება საუკეთესო გამწმენდ საშუალებად სისხლნაკლებობის და ორგანიზმის გამოფიტვის დროს; იყენებენ კუჭ-ნაწლავის და შარდსადენი სისტემების გასაწმენდად, ხოლო ადგილობრივად კი ფერისმჭამელების, ჭორფლისაგან და პიგმენტური ლაქებისაგან კანის გასაწმენდად.
ნესვის ჭამის შემდეგ, არ არის რეკომენდებული ცივი წყლის ან კეფირის მიღება.
ნესვის ჭამა, როცა თან სპირტიან სასმელს სვამთ, ყოვლად დაუშვებელია, რადგან ეს კუჭის აშლილობას გამოიწვევს.
ასევე, არ გირჩევთ ნესვის ჭამას უზმოზე.
მოგეწონათ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გააზიარეთ, რათა სხვებმაც ნახონ.
loading...
გააკეთეთ კომენტარი
მსგავსი სიახლეები


loading...
რედაქტორი გირჩევთ