Загрузка...

უებარი რეცეპტები კუჭის წყლულის მკურნალობისთვის, ხალხური მედიცინისგან.



იმისათვის, რომ დააჩქაროთ კუჭის წყლულის მკურნალობა, გამორიცხეთ კვების რაციონიდან პროდუქტები, რომლებიც აღიზიანებენ კუჭის ლორწოვან გარსს: შემწვარი, მწარე, მჟავე, ცხარე, ალკოჰოლი, უხეში საკვები, ყავა, ცხელი და ცივი საკვები. 
იტვირთება...
loading...

ძალიან სასარგებლოა წყალზე და რძეზე დამზადებული ფაფები. მართალია არ არის რეკომენდებული მჟავე საკვები, მაგრამ ვიტამინი "ც"-ს მიღება პროდუქტების სახით აუცილებელია: ღვიძლი, ბულგარული, წიწაკა, კომბოსტო.

1.    საღამოს თერმოსში მოათავსეთ 4 ს.კ. ოდნავ მოხალული წიწიბურა. დაამატეთ 10 ს.კ. მდუღარე წყალი, დილით კი მიღებული ფაფა შეჭამეთ. მკურნალობის კურსი - 1,5 თვე.

2.    წყლულის 

შეხორცებისთვის საკმაოდ სანდო საშუალებად ითვლება ზეთის და კეფირის ნარევი. მიიღეთ ყოველდღიურად 1 ს.კ. მცენარეული ზეთი გაზავებული 1 ჭიქა კეფირში. ეს ნარევი უმჯობესია მიიღოთ ძილის წინ, ვინაიდან ღამის განმავლობაში ნარევი უკეთესად მოეფინება კუჭის კედლებს და დააჩქარებს წყლულის შეხორცების და მკურნალობის პროცესს.

3.    1 ს.კ. მრავალძარღვა და 1 ს.კ. სალბი აურიეთ ერთმანეთში, დაასხით 2 ჭიქა მდუღარე წყალი, დაახურეთ თავსახური და დატოვეთ დასაყენებლად 2-3 საათით. შემდეგ გაწურეთ და მიიღეთ თბილი ნაყენი 0,5 ჭიქა დღეში ერთხელ. კურსი - 1 კვირა.

4.    კუჭის წყლულის დაწყებითი სტადიის დროს ძალიან კარგ სამკურნალო საშუალებად ითვლება ალოე. არა ნაკლებ 3 წლის მცენარეს მოწყვიტეთ ფოთოლი, გარეცხეთ, მოაცილეთ ეკლები და მიიღეთ დღეში 2-ჯერ 1 ც. ფოთოლი 1 ს.კ შაქართან ერთად 30 წუთით ადრე საუზმემდე და სადილამდე. მიღებიდან 30 წუთის შემდეგ უნდა დალიოთ 1 ჭიქა თბილი რძე (სასურველია თხის).მკურნალობა - 1 თვე. 
მოგეწონათ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გააზიარეთ, რათა სხვებმაც ნახონ.
loading...
გააკეთეთ კომენტარი


loading...
რედაქტორი გირჩევთ