Загрузка...

მზესუმზირის უნიკალური თვისებები.


მზესუმზირა ძალზე სასარგებლოა ნერვული დაავადებების დროს და გუნება-განწყობილების გასაუმჯობესებლად. ის ასევე ჩინებული დამამშვიდებელი და ანტიდეპრესანტია. გარდა ამისა, მზესუმზირის მიღების პროცესს სიგარეტის მოწევის პროცესის ჩანაცვლება შეუძლია.

მიუხედავად იმისა, რომ 21–ე საუკუნეში ქიმიურმა სამკურნალო საშუალებებმა ასეთ მასშტაბებსა და წარმატებებს მიაღწია, საზოგადოებაში უფრო და უფრო აქტუალური ხდება ხალხური მეთოდებითა და ბალახეულით მკურნალობა. ალბათ არ არსებობს ამ სამყაროში ისეთი დაავადება, რომლის სამკურნალო საშუალება ბუნებაში არ იყოს.  შევეცდები მოგითხროთ სხვადასხვა დაავადების მკურნალობის საშუალებების შესახებ ხალხური მეთოდებით. 
იტვირთება...
loading...
მზესუმზირა  რთულყვავილოვანთა ოჯახის ეს მცენარე ამერიკიდან გავრცელდა. მისი დასახელება თითქმის ყველა ენაზე მზეს უკავშირდება. ამის ორი მიზეზია – გარეგნული იერი და მისი მანერა, იბრუნოს მზისკენ.
ცნობილია, რომ მზესუმზირის თესლებიდან საუცხოო ხარისხის მცენარეული ზეთი იწარმოება, მაგრამ მცენარეს, ამის გარდა, ასევე უამრავი სასარგებლო თვისება აქვს. 


მისი მარცვლები მდიდარია დიდი რაოდენობით კალციუმითა და მაგნიუმით, В, A, E და D ჯგუფის ვიტამინებით.
ამერიკელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ მზესუმზირის თესლები ძალიან დიდი რაოდენობით შეიცავს ფიტოსტერინს, რომელსაც აქვს ქოლესტერინის დონის გაკონტროლების უნიკალური თვისება. მაგნიუმის მაღალი შემცველობის გამო, მზესუმზირა გულ-სისხლძარღვთა სისტემისთვის უებარია. ამას გარდა შეიცავს თუთიას, იოდს, სელენს, კალიუმს, ფოსფორს, რკინას. მზესუმზირა დაბერების პროცესს აფერხებს. მასში შემავალი პოლიგაჯერებული ცხიმოვანი მჟავები სასარგებლოა კანისა და თმისთვის.
А და Е ჯგუფის ვიტამინების წყალობით, მზესუმზირას ანტიოქსიდანტური თვისებები გააჩნია. ის გვიცავს ათეროსკლეროზისგან და სიმსივნეებისგან. დადებითად ზემოქმედებს მხედველობაზე, გაუჯერებელი ცხიმმჟავების წყალობით, მოუხალავი მზესუმზირა შესანიშნავია ფრჩხილებისა და თმის მტვრევადობის სამკურნალოდ. 
მზესუმზირა შეიცავს დიდი რაოდენობით D ვიტამინს, რომელიც ცნობილია, როგორც რაქიტისგან დაცვის საშუალება. ის დიდ როლს ასრულებს ბავშვის ორგანიზმის ზრდაში. 
მზესუმზირის მარცვლები მადას აქვეითებს. ამიტომ ის აქტიურად გამოიყენება ზოგიერთ გასახდომ დიეტაში, მაგრამ, მაღალი კალორიულობის გამო, ზომიერად. მზესუმზირის ცხიმოვანი მჟავები ადამიანის ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლისთვის მნიშვნელოვანია. ისინი წვავენ ცხიმოვან უჯრედებს.
ასევე, მზესუმზირაში შემავალი სათრიმლავი ნივთიერებები და კარატინოიდები ჩვენს სხეულს ინფექციებთან და პარაზიტებთან ბრძოლაში ეხმარება.
გასათვალისწინებელია, რომ სასარგებლოა მზესუმზირის მხოლოდ კარგად გამომშრალი და მოუხალავი მარცვლები. მზესუმზირის მარცვლების კანის გაცლის ან მოხალვის შემთხვევაში, მასში შემავალი სასარგებლო ნივთიერებათა ნაწილი იკარგება.

მზესუმზირის მარცვლების ქერქი მოუხალავ მდგომარეობაში შესანიშნავად ინარჩუნებს ორგანიზმისთვის საჭირო მიკროელემენტებს — იოდს, რკინასა და მაგნიუმს, რაც აუცილებელია გულის სტაბილური მუშაობისთვის და სისხლძარღვების შლაკებისა და ტოქსინებისგან გასაწმენდად. თუ ზამთარში კვირაში ერთხელ მოუხალავი მზესუმზირის გულებს მიირთმევთ, ორგანიზმში ვიტამინებისა და მინერალების მოთხოვნილება სრულად დაკმაყოფილდება. 
ვიტამინ В6-ისა და ფოლიუმის მჟავის წყალობით, მზესუმზირა უაღრესად სასარგებლოა ნერვული დაავადებების დროს და გუნება-განწყობილების გასაუმჯობესებლად.
მზესუმზირა ასევე ჩინებული დამამშვიდებელი და ანტიდეპრესანტია. გარდა ამისა, მზესუმზირის მიღების პროცესს სიგარეტის მოწევის პროცესის ჩანაცვლება შეუძლია — ბევრმა ადამიანმა ამ მავნე ჩვევის გადაგდება მზესუმზირის წყალობით მოახერხა.
ექიმები მიიჩნევენ, რომ მზესუმზირის გამოყენება საკვებში მთელი რიგი დაავადებების პროფილაქტიკური საშუალებაა, მათ შორის ინფარქტის, კანის დაავადებების, ძვლების მოტეხილობის. 


განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს მზესუმზირის ფესვების სასარგებლო თვისებები. მას ძალზე ეფექტურად გამოაქვს კენჭები თირკმელებიდან, ნაღვლის ბუშტიდან, ხსნის ე. წ. მარილების დაგროვებას სახსრებში, აქვეითებს მაღალ არტერიულ წნევას, აუმჯობესებს სმენასა და მხედველობას, კარგია თავბრუსხვევის, გულისა და თავის ტკივილის დროს. 
ფესვებს შემოდგომაზე ამზადებენ. სამკურნალოდ გამოიყენება მხოლოდ ძირითადი, ცენტრალური ფესვი. გამომშრალ და დაქუცმაცებულ 1 ჭიქა ფესვს 3 ლიტრ წყალში ადუღებიდან სამი წუთის განმავლობაში ხარშავენ. ეს სამი ლიტრი ნახარში სამი დღის პორციაა, ანუ დღეში 1 ლიტრის ოდენობით უნდა მივიღოთ. ამავე ფესვებს შემდეგ ხარშავენ უკვე 5 წუთის განმავლობაში, ხოლო მესამედ – 10 წუთის განმავლობაში. ამის მერე ფესვები უკვე გამოუსადეგარია. შემდეგი ნახარში უკვე ახალი ფესვებისგან მზადდება. ფესვების ნახარშის მიღება შესაძლებელია ორი თვის განმავლობაში. მისი მიღება არ შეიძლება, თუ გაუხსნელი კენჭებია თირკმელებში, ასევე არ შეიძლება ორსულისა და მეძუძური დედებისთვისთვის.
მზესუმზირას, მრავალ სიკეთესთან ერთად, ზიანის მოტანაც შეუძლია, განსაკუთრებით, თუ მას დიდი რაოდენობით მივიღებთ. მაღალი კალორიულობის გამო ის ჭარბი წონის დაგროვებას უწყობს ხელს, განსაკუთრებით, თუ ადამიანი ფიზიკურად არააქტიურია.
მზესუმზირა კბილის ემალს აფუჭებს, ამიტომ მის გარჩევას სტომატოლოგები ხელით გვირჩევენ.

 
მოგეწონათ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გააზიარეთ, რათა სხვებმაც ნახონ.
loading...
გააკეთეთ კომენტარი


loading...
რედაქტორი გირჩევთ