Загрузка...

თაფლი- სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ელექსირი



თაფლი უნიკალური საკვები პროდუქტია.იგი ადამიანის ორგანიზმისათვის არის- სასარგებლო ნივთიერებების უზარმაზარი " საწყობი", თაფლი შიცავს დიდი რაოდენიბით ვიტამინებს, ფერმენტებს, ანტიმიკრობულ ნივთეირებებს.ნატურალური თაფლი აძლიერებს ნივთიერებათა ცვლას, ახდენს ბაქტერიოციდულ, ანთების საწინააღმდეგო და მატონიზირებელ მოქმედებას.აჩქარებს ქსოვილების აღდგენას, აძლიერებს იმუნურ სისტემას, აწესრიგებს საჭმლის მომნელებელ სისტემას.ეს საოცარი პროდუქტი შეიცავს თითქმის ყველა მიკროელემენტს, რომელიც თავისი შმცველობით გვაგონებს ადამიანის სისხლის 
იტვირთება...
loading...


პლაზმას.  თაფლი რაც უფრო მუქი ფერისაა, მით მეტი სასარგებლოა.საუკეთესოა ამ მხრივ წიწიბურას თაფლი. გაცივებისას საჭირო არ არის თაფლის ცხელ ჩაიში ჩასხმა.თერმული ზემოქმედებისას, 37 გრადუსს ზემოთ, იგი კარგავს ბევრ სასარგებლო თვისებას. image თაფლი გვეხმარება კუჭის წვენის მჟავიანობის ნორმალიზებაში.იგი დაქვეითებულ მჟავიანობას მაღლა წევს, ხოლო მომატებულს აქვეითებს.დაქვეითებული მჟავიანობის დროს უნდა მივიღოთ ერთ ჩაის ჭიქა ცივ წყალში გახსნილი ერთი სუფრის კოვზი თაფლი ჭამის წინ. ხოლო მომატებული მჟავიანობის დროს, მივიღოთ იგივე ნარევი ჭამამდე 1, 5-2 საათით ადრე. თაფლი კარგი საშუალებაა ანემიის სამკურნალოდ.საუკეთესოა ამისთვის მუქი ფერის თაფლი .მაგალითად წიწიბურას თაფლი შეიცავს 5-ჯერ მეტ რკინას, ვიდრე ღია ფერის თაფლი. თაფლს აქვს დამამშვიდებელი საძილე მოქმედება.თუ თაფლს დავამატებთ ერთ ჭიქა თბილ რძეს ან წყალს და დავლევთ ძილის წინ ადვილად და ღრმად დაგვეძინება.უძილობას და გაცივებას ადვილად მოვერევით, აგრეთვე თაფლ-წიწვოვანი აბაზანით.აბაზანაში ჩავუშვათ პარკით ნაძვის წიწვები და ჩავასხათ ერთი ჭიქა თაფლი.აბაზანა უნდა მივიღოთ 20 წუთის განმავლობაში. მიუხედავად მაღალი კალორიულობისა თაფლი გვეხმარება გახდომაში.თუ ჭამის წინ დალევთ ნახევარ ჩაის ჭიქა ცივ წყალში გახსნილ ერთ ჩაის კოვზ თაფლს, სისხლში შაქრის დონე აიწევს და მადა დაგიქვეითდებათ. დილით უზმოზე ცივ წყალში გახსნილი თაფლი და ლიმონის წვენი საუკეთესო საშულებაა ორგანიზმიდან შლაკებისა და ზედმეტი სითხის გამოსადევნად. 2 წლამდე ბავშვებისთვის თაფლი რეკომენდირებული არ არის.რადგან იგი შეიცავს ბაქტერიების სპორებს, რაც არ არის უსაფრთხო პატარებისთვის. და ბოლოს, ძველ ბერძნების აზრით, - თუ ყოველდღიურად სამ კოვზ თაფლს მიირთმევთ, არა მარტო იმუნიტეტს გაიმაგრებთ, არამედ სილამაზეს და ახალგაზრდობასაც შეინარჩუნებთ.
მოგეწონათ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გააზიარეთ, რათა სხვებმაც ნახონ.
loading...
გააკეთეთ კომენტარი
მსგავსი სიახლეები


loading...
რედაქტორი გირჩევთ