Загрузка...

B12 და მისი უკმარისობა, რომელი პროდუქტის მიღებით არის შესაძლებელი მისი რაოდენობის გაზრდა ორგანიზმში.


იტამინი B12 (ციანკობალამინი) ორგანიზმის ნორმალური ფუნქციობისთვის აუცილებელია. იგი მონაწილეობს სისხლის წარმოქმნის პროცესში, არეგულირებს ორგანიზმში ნახშირწყლოვან და ცხიმოვან ცვლას. მისი ნაკლებობის დროს ვითარდება სისხლნაკლებობა - ანემია. ავთვისებიანი ანემიის სიმპტომებია:

* ადვილად დაღლა; 
* სისუსტე;
* ენის წვა;
* კუჭის დაავადებები, რაც კუჭის წვენის ნაკლოვანებით არის განპირობებული;
იტვირთება...
loading...
* სიარულის გაძნელება, ფეხების ტკივილი.
ძნელი დასაჯერებელია, რომ ერთ ვიტამინს შეუძლია, ორგანიზმს ამდენი უსიამოვნება ააცილოს თავიდან. ციანკობალამინი დიდ როლს ასრულებს ნერვული სისტემის ფუნქციობაში და ამის კვალობაზე ყველა ორგანოს მუშაობაზე ახდენს გავლენას. მისი დეფიციტი B1-ის ნაკლებობასაც იწვევს,
ვიტამინი B12 გადამწყვეტ როლს ასრულებს ნერვების საფარველის - მიელინური გარსის - წარმოქმნაში, ხოლო მისი ქრონიკული უკმარისობა ნერვის შეუქცევად რღვევას იწვევს. B12 აუცილებელია ვიტამინ B9-ის სწორი ფუნქციობისა და ნუკლეინის მჟავების (გენეტიკური მასალის) წარმოებისთვის, მონაწილეობს ცილების, ნახშირწყლებისა და ცხიმების გადამუშავებასა და ჯანსაღი უჯრედების ფორმირებაში. სისხლში ბ12-ის ნაკლებობა აღენიშნებათ ალცჰაიმერის დაავადებისა და ზოგიერთი სხვა ფსიქიკური მოშლილობის მქონე ადამიანებს.
რამდენი გვჭირდება?
მინიმალური დღიური ნორმა დაახლოებით 3 მკგ-ია. სულ ცოტა ხორცს, რძესა და კვერცხსაც რომ ვჭამდეთ, ორგანიზმს 15 მკგ-მდე ციანკობალამინს მაინც მივაწვდით. ამ ვიტამინის გარეშე დარჩენის საფრთხე მხოლოდ მკაცრ ვეგეტერიანელებს ემუქრებათ. გარდა ამისა, ციანკობალამინის ასათვისებლად აუცილებელია განსაკუთრებული ნივთიერება, ე. წ. შინაგანი ფაქტორი, რომელსაც კუჭის წვენი შეიცავს. მის გარეშე ორგანიზმი დიდი ოდენობით მიღებულ ვიტამინსაც კი ცუდად აითვისებს. არსებობენ ადამიანები, რომელთაც დაქვეითებული აქვთ ზოგიერთი მჟავას (მაგალითად, მარილმჟავას) გამომუშავება. მჟავების არასათანადო სინთეზი კი რკინისა და ვიტამინ B12-ის ათვისებას უშლის ხელს, რაც შესაძლოა ანემიის მიზეზად იქცეს. ამ შემთხვევაში საუკეთესო შედეგს იძლევა B12-ის საინექციო და არა ტაბლეტირებული ფორმა, რომელიც ცუდად ეთვისება რკინას. თუმცა ხილს, ბოსტნეულს, კენკრას, ვაშლის ძმარს შეუძლია, ორგანიზმს სათანადო მჟავიანობის შენარჩუნებაში დაეხმაროს. ჩასახვის საწინააღმდეგო აბებისა და ზოგიერთი სხვა მედიკამენტის დიდი ოდენობით მიღება ვიტამინ B12-ის მარაგს ამცირებს. აი ის საკვები, რომელიც ვიტამინ B12-ს  შეიცავს:
  • რძის ნაწარმი;
  • კვერცხის გული;
  • ხორცი (საუკეთესო წყაროა ძროხისა და ხბოს ღვიძლი;
  • თირკმელები;
  • საფუარი;
  • მცენარის მწვანე ნაწილები (თალგამის, სტაფილოს, ბოლოკის მწვანე ფურცლები), სალათა, მწვანე ხახვი;
  • გულ-ღვიძლის პაშტეტი,
  • საქონლის ენა;
  • ისპანახი;
  • ბარდა, ცერცვი, ოსპი;
  • ზღვის პროდუქტები - ზღვის კომბოსტო, კალმარები, კრევეტები, თევზი.
ჩაშუშული ან შემწვარი ღვიძლი კვირაში ერთხელ მაინც უნდა ჩავრთოთ რაციონში. შეიძლება, დავუმატოთ მწვანე სალათის ფურცლებიც. გარდა ამისა, კვირაში ერთხელ უნდა მივიღოთ ნებისმიერი სახის საფუარი, რადგან ციანკობალამინი გაცილებით ეფექტურად მოქმედებს B ჯგუფის სხვა ვიტამინებთან ერთად. სითბური დამუშავებისას B12 არ იშლება.
მოგეწონათ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გააზიარეთ, რათა სხვებმაც ნახონ.
loading...
გააკეთეთ კომენტარი
მსგავსი სიახლეები


loading...
რედაქტორი გირჩევთ