loading...
ლაქტაციის სტიმულაციისათვის განკუთვნილი რეცეპტები
რჩევები 23-Aug, 00:45 659
0
ლაქტაცია სარძევე ჯირკვლიდან რძის გამოყოფას, ძუძუს წოვებას ნიშნავს. ლაქტაციის პერიოდი - მშობიარობის შემდგომი პერიოდი, დროის ის მონაკვეთია, როცა დედა შვილს ძუძუთი კვებავს. როგორ შევუწყოთ ხელი რძის გამოყოფის სტიმულაციას, იხილეთ რეცეპტები:

1)    სტაფილო რძით (ან ნაღებით) – სახეხზე წვრილად ჩახეხეთ სტაფილო. მიღებულ მასას (3-4 სადილის კოვზის მოცულობას) დაამატეთ ერთი ჩაის ჭიქა რძე (ან ნაღები) და მიირთვით. ნარევი ყოველი მიღების წინ უნდა დაამზადოთ და დღეში 2-3 ასეთი ულუფა მიირთვათ.

2)    ნაღები კვლიავით - აიღეთ 2 ჩაის ჭიქა ნაღები და 2 სადილის კოვზი კვლიავის თესლი,

მოათავსეთ კერამიკულ ჭურჭელში, დაახურეთ ხუფი, შედგით ღუმელში ნელ ცეცხლზე, გააჩერეთ 30-40 წუთი, გამოიღეთ, გააციეთ და მიირთვით დღეში ორჯერ თითო ჭიქა.

3)    კვლიავის ნაყენი - აიღეთ 15 გრამი კვლიავის თესლი, 100 გრამი შაქარი და ერთი საშუალო ზომის ლიმონი, დაასხით 1 ლ წყალი და ნელ ცეცხლზე 10 წუთი ადუღეთ, შემდეგ გადაწურეთ და სამჯერ დღეში 0,5 ჭიქის მოცულობით მიირთვით. 

4)    ჭინჭრის ფოთლების ნაყენი - აიღეთ 1 სადილის კოვზი გამხმარი ფოთოლი, დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, შეფუთეთ და გააჩერეთ 1 საათი, გადაწურეთ და მიირთვით დღეში სამჯერ 1 სადილის კოვზის ოდენობით ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.

5)    ჭინჭრის თესლის ნახარში - აიღეთ 20 გრამი თესლი, დაასხით 2 ჩაის ჭიქა წყალი, წამოადუღეთ, დოლბანდით გადაწურეთ, დაამატეთ 2 ჩაის კოვზი თაფლი, კარგად მოურიეთ და დღეში ორჯერ ნახევარი ჭიქის მოცულობით მიირთვით.

6)    კამის თესლის ნაყენი - აიღეთ კამის თესლი 1 სადილის კოვზის ოდენობით, დაასხით 2 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, გააჩერეთ 2 საათი, გადაწურეთ და დღეში ორჯერ ნახევარი ჭიქის ოდენობით მიირთვით. ასეთივე ნაყენი შეგიძლიათ ანისულის თესლითაც მოამზადოთ.
მოგეწონათ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გააზიარეთ, რათა სხვებმაც ნახონ.
loading...
მსგავსი სიახლეები
გააკეთეთ კომენტარი


loading...