Загрузка...

რა ვნებს კბილებს ტკბილეულზე უფრო მეტად?


ახალი წლის დღეებში ჯიბეები ყველას კამფეტებით აქვს სავსე, რათა ნაცნობ_მეგობრებს ხელცარიელი არ შეხვდეს, თუმცა ბევრი მათგანი

ტკბილეულზე სასტიკ უარს ამბობს, რადგან ეშინია, კბილები არ დაუზიანდეს.
იტვირთება...
loading...
რამდენად გაგახარებთ შვეიცარიელი მეცნიერების მიერ გამოტანილი ახალი დასკვნა, არ ვიცი, მაგრამ ასეთია რეალობა და რას ვიზამთ.
როგორც ირკვევა, შვეიცარიელმა დაადგინეს, რომ კბილებისა და ღრძილების ჯანმრთელობა დამოკიდებულია არა მხოლოდ რაციონზე, არამედ ადამიანის ემოციურ მდგომარეობაზეც. კერძოდ, პირის ღრუს ვერაგი მტერი გახლავთ _ სტრესი!
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, შვეიცარიელებმა სპეციალური კვლევა ჩაატარეს, რომელშიც მონაწილეობა 500_მდე სტუდენტმა მიიღო.
მოხალისეები ორ ჯგუფად იყვნენ გაყოფილები, რომელთაგან პირველის წევრები ლექციებზე დადიოდა, მეორე კი რთული სესიებისთვის ემზადებოდა.
ექსპერიმენტის შედეგმა აჩვენა, რომ გამოცდების მომლოდინე სტუდენტების პირის ღრუს მდგომარეობა საგრძნობლად გაუარესდა, გარდა ამისა, 10 პროცენტს ღრძილების ანთებაც კი დაუდგუნდა. რაც შეეხებათ პირველი ჯგუფის წევრებს, მათ კბილებისა და ღრძილების პრობლემები არ გასჩენიათ.
სპეციალიტები ვარაუდობენ, რომ სტერესის ზემოქმედების შედეგად, ადამიანებს ხშირად კრიჭა ეკვრით, რა დროსაც, კბილები მნიშვნელოვნად ზიანდება. 
სწორედ სტრესია კბილებისა და ღრძილების მთავარი მტერი და არა ტკბილეული, _ ასკვნიან შვეიცარიელიები.
მოგეწონათ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გააზიარეთ, რათა სხვებმაც ნახონ.
loading...
გააკეთეთ კომენტარი
მსგავსი სიახლეები


loading...
რედაქტორი გირჩევთ