Загрузка...

ვაშლის ძმარი- თმის ცვენისა და დაზიანებული ბოლოების მკურნალი!



ვაშლის ძმარი შეიცავს : ვიტამინებს E, C, A, B, B1, B2, B6. ასევე პექტინს, სპილენძს, ნატრიუმს, რკინას, ფტორს, კალიუმსა და სხვა მინერალებს. მისი უნიკალური შემადგენლობის წყალობით თმის დაზიანებული და გაყოფილი ბოლოები აღდგება. ვიტამინი E ბუნებრივი ანტიოქსიდანტია, რომელიც ხელს უშლის თმის ცვენას და იცავს გარემოს ზეგავლენისაგან. მჟავები (ვაშლის, ლიმონის) არეგულირებენ ცხიმოვანი ჯირკვლების ფუნქციონირებას, ხელს უშლის ზედმეტი ცხიმის გამომუშავებას. ვაშლის ძმარი არის ბუნებრივი ანტისეპტიკი. C ვიტამინი ეხმარება თმას, რათა შეინარჩუნოს სიძლიერე და ბუნებრივი ბზინვარება. აუცილებლად გამოიყენეთ ნატურალური ვაშლის ძმარი. იგი კარგად არბილებს თმას და აღადგენს დაზიანებულ ბოლოებს. ვაშლის ძმარი შეგიძლიათ დაუმატოთ ჩვეულებრივ წყალს ან მცენარეულ ნაყენს და ისე გადაივლოთ დაბანილ თმაზე.
იტვირთება...
loading...


მუქი ფერის თმის შემთხვევაში გამოიყენეთ როზმარინის ნაყენი. ღია ფერის თმას კი გვრილის ან ცაცხვის ნაყენი მოუხდება. მას შემდეგ, რაც თავს შამპუნით დაიბანთ მოამზადეთ ნაზავი : 1 ლიტრ წყალს დაამატეთ 1ს/კ ვაშლის ძმარი და გადაივლეთ თავზე. თმის გაშრობამდე ძმრის სუნს იგრძნობთ, მაგრამ ნუ ინერვიულებთ, გაშრობის შემდეგ სუნი უკვალოდ გაქრება. უმჯობესია, თუ თმას ბუნებრივად გაიშრობთ და არა სპეციალური საშრობით. ამბობენ, რომ ძმარი თმას აშრობს, თუმცა ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. საჭიროა, პროპორციების დაცვა. ნაზავი გამოიყენეთ კვირაში ერთხელ, მისი რეგულარული გამოყენება არ შეიძლება.

ვაშლის ძმრის გამოყენების უკუჩვენება:
1.არავითარ შემთხვავაში არ გამოიყენოთ ვაშლის ძმრის ესენცია. იგი გამოგიშრობთ და დაგიზიანებთ თმას. გამოიყენეთ მხოლოდ ნატურალური, მაღალი ხარისხის, ვაშლის ძმარი;
2.დააკვირდით პროპორციას, ერთ ლიტრ წყალზე 1ს/კ ძმარი დაამატეთ;
3.თავის კანზე გამონაყარის შემთხვევაში, ამ პროცედურაზე უარის თქმა მოგიწევთ;
4.ვაშლის ძმარზე ალერგიის შემთხვევაშიც ნუ გამოიყენებთ მას.

როგორც ხედავთ, ვაშლის ძმარი ბევრ პრობლემას შველის. მისგან თმის ნიღბების მომზადებაც შეიძლება.
დაზიანებული თმის აღსადგენი ნიღაბი: აიღეთ 30 გრამი აბუსალათინის, ოროვანდის ან ზეითუნის ზეთი, დაუმატეთ 1ს/კ ვაშლის ძმარი და ერთი კვერცხის გული. აურიეთ ინგრედიენტები, კარგად შეიზილეთ თმაზე, დაიფარეთ საშხაპე ქუდი და შეიხვიეთ პირსახოცით. გაიჩერეთ ერთი საათით. ნიღაბს, ჩვეულებრივ, შამპუნით ჩამოიბანთ.
თუ არ გაქვთ ალერგია ვაშლის ძმარზე, აუცილებლად სცადეთ წყლისა და ძმრის ნაზავით თმის მოვლა. შედეგის სანახავად ლოდინი არ დაგჭირდებათ. პირველივე გამოყენების შემდეგ, თქვენი თმა ჯანსაღ იერს დაიბრუნებს.
მოგეწონათ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გააზიარეთ, რათა სხვებმაც ნახონ.
loading...
გააკეთეთ კომენტარი
მსგავსი სიახლეები


loading...
რედაქტორი გირჩევთ