Загрузка...

ასკილი (ძოწისფერი ვიტამინი)


ასკილის მარგებლობის შესახებ ლეგენდები დადის. საუკუნეების განმავლობაში მისი ნაყენით თითქმის ყოველგვარ სენს მკურნალობდნენ - გაციებასაც და ცოფსაც კი!
იტვირთება...
loading...
ახლა უკვე კარგად ვიცით, რომ ასკილი დიდი რაოდენობით შეიცავს С ვიტამინს. მასში ასკორბინის მჟავა 10-ჯერ მეტია, ვიდრე მოცხარში და 100-ჯერ მეტი ვიდრე ფორთოხალში.
სხვადასხვა სახეობის ასკილი სხვადასხვა რაოდენობის С ვიტამინს შეიცავს.ეს ვიტამინი ყველაზე ნაკლები (0, 2-0, 5%) ეგრედწოდებულ ძაღლის ასკილში ყოფილა.
ასკილს მეტად ძვირფასი თვისება აქვს: სხვა მცენარეებისგან (ბულგალური წიწაკის, კარტოფილის დაქაცვისგან ასე შემდეგ) განსხვავებით სადაც С ვიტამინი დროთა განმავლობაში ქრება, ასკილში კი ის მუდმივია და არ იშლება რაც გამოწვეულია იმით, რომ ასკილის ნაყოფში არარის ფერმეტის სახით ასკობინაზა, რომელიც С ვიტამინს შლის!
თუ С ვიტამინი ასკილის სხვადასხვა სახეობებში განსხვავებულია, კაროტინს, P ვიტამინს, ფოლიუმის მჟავასა და მინერალურ ნივთიერებებს ყველა ერთნაირი რაოდენობით შეიცავს. სასარგებლო ნივთიერების შემცველობა გამოშრობის წესზეა დამოკიდებული ქარხნული წესით განმომშრალი ასკილი უფრო მეტ სასარგებლო ნივთიერებას შეიცავს ვიდრე კუსტარულად გამომშრალი. ამიტომ ასკილის(ველური ვარდის) ნაყოფის შეძენას აფთიაქებში გირჩევდით.
ასკილის ნაყენს უამრავი სამკურნალო თვისება აქვს, მაგრამგანსაკუთრებით მარგებელია ანემიისა და ზოგადი სისუსტის დროს.
მოგეწონათ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გააზიარეთ, რათა სხვებმაც ნახონ.
loading...
გააკეთეთ კომენტარი
მსგავსი სიახლეები


loading...
რედაქტორი გირჩევთ