Загрузка...

როგორ მიმდინარეობს დაბერების პროცესი და მეცნიერთა რჩევები მის შესაჩერებლად


რამდენი წელი უნდა იცოცხლოს ადამიანმა და რატომ ბერდება, ცოტას თუ აქვს ამაზე პასუხი. მეცნიერებმა უკვე დიდიხნის წინ დასვეს ეს კითხვა: რა ხდება ორგანიზმში და რა იწვევს დაბერების პროცესს? უჯრედებს დაყოფის უნარი გააჩნია და ისე ჩანს, რომ ორგანიზმი მუდამ ახალგაზრდა და ჯანმრთელი უნდა იყოს. თუმცა, აღმოჩნდა რომ ჩვენს უჯრედებს მხოლოდ გარკვეულ რაოდენობამდე შეუძლია განახლდეს, შემდეგ კი დგება ავადმყოფობებისა და სიბერის პროცესი, რომელიც იწვევს სიკვდილს – უჯრედების განახლების შეუძლებლობა. არსებობს ბევრი თეორია, რომელიც სხვადასხვა ასპექტს განიხილავს, როგორც დაბერების მიზეზს. თუმცა, დღეს ცნობილია ნამდვილი მიზეზი, რასთან გამკლავებაც არავის შეუძლია.
რატომ ბერდება ადამიანი, ძირითადი თეორიები
ზოგიერთი მეცნიერის მტკიცებით, სიბერე ცილის დაზიანებისა და დაშლის პროცესით იწყება. რამდენადაც ჩვენთვის უკვე ცნობილია, ცილა ჩვენი ორგანიზმის საშენ მასალას წარმოადგენს, კონკრეტულად კი ძვლების. სხვა მეცნიერები ამის მიზეზად სიკვდილის გენებს მიიჩნევენ, რომლებიც სიბერის დროს იწყებენ გააქტიურებას.
იტვირთება...
loading...
კიდევ ერთი აზრი: ორგანიზმში გროვდება სიბინძურე და თუ დაბინძურების დონე აჭარბებს დასაშვებ ნორმას, მაშინ ორგანიზმი სხვადასხვა ავადმყოფობით ავადდება, იფიტება და კვდება. ასევე არსებობს იმუნოლოგიური თეორია. რომელ ვერსიას დაუჯერებთ, თქვენი საქმეა. ნამდვილი მიზეზი, თუ რატომ ბერდება ადამიანი და იწყება უჯრედების კვდომა, უნდა ვეძებოთ ჩვენს გენეტიკურ კოდში.
როგორ მიმდინარეობს დაბერების პროცესი
სიბერე ტელომერის სიგრძის შემცირების გამო იწყება, რომელიც ქრომოსომების დნმ-ის ბოლოში არსებული ნუკლეოტიდების შედარებით მოკლე თანმიმდევრობას წარმოადგენს. ტელომერი ქრომოსომებს ერთმანეთზე მიწებებისგან იცავს, რომელსაც შესაძლოა ინფორმაციის დაკარგვა მოჰყვეს. მეცნიერებმა ასეთი დასკვნა როგორც ახალგაზრდა უჯრედებზე, ისე მათი დაბერების პროცესზე დაკვირვებისას გააკეთეს. ტელომერი ახალგაზრდა უჯრედების გენებში უფრო გრძელია, ვიდრე "ხანდაზმულ" უჯრედებში. როდესაც ტელომერი ნადგურდება, უჯრედიც კვდება. უჯრედს უნარი აქვს იმდენჯერ დაიყოს, სანამ ტელომერი არ დაიშლება.

ასეთ თეორიას ახსნა და არგუმენტები ჭირდებოდა, ამიტომ თაგვებზე ჩაატარეს ცდები. გენეტიკის დარგის სპეციალისტები ხელოვნურად უმოკლებდნენ ტელომერის სიგრძეს უჯრედებში ჯანმრთელ ახალგაზრდა თაგვს. რაც უფრო მოკლდებოდა მისი სიგრძე, მით უფრო მეტი დაავადება იჩენდა თავს, რომელიც სიბერის პროცესისთვისაა დამახასიათებელი.
მიღებული შედეგი იმ თეორიის მტკიცებულებას წარმოადგენდა, რომ ახალგაზრდობა და სიბერე დამოკიდებულია უჯრედებში ტელომერის სიგრძეზე. მისი სიგრძის შემცირებით ისეთი დაავადებები ჩნდება, როგორიცაა: ართრიტი, ართროზი, დეგენერაციული პროცესები, გულ-სისხლძარღვთა სისტემასთან დაკავშირებული ავადმყოფობები, ნერვიული სისტემის დარღვევები, ოსტეოპორიზი, კანთან დაკავშირებული ცვლილებები.
ტელომერის სიგრძეზე დამოკიდებულია:
უჯრედების ასაკის ბიოლოგიური მაჩვენებელი; ადამიანის ორგანიზმის სიცოცხლის ხანგრძლივობა; სიბერის დაავადებების დაწყების დრო. ტელომერის სიგრძეს საკმაოდ ამცირებს უჯრედების დაყოფის რაოდენობა და არა მხოლოდ. ამასთან, უჯრედის სიცოცხლე დამოკიდებულია ისეთ ფაქტორებზე, როგორიცაა: ორგანიზმში მიმდინარე ანთებითი პროცესები, ემოციური კრიზისი და დეპრესია, ფიზიკური ტრამვები, ორგანიზმში ჟანგვის პროცესის დაწყება. კიდევ ერთ მთავარ ფაქტორს წარმოადგენს ჰომოცისტეინის მომატება ორგანიზმში.
როგორ შევაჩეროთ დაბერების პროცესი
გენეტიკოსების კვლევების შედეგებიდან გამომდინარე, შეიძლება გამოვყოთ 7 რეკომენდაცია ახალგაზრდობისა და დღეგრძელობის შესანარჩუნებლად:
რჩევა 1. თავი დაიცავით ორგანიზმში ჰომოცისტეინის დონის შემცირებით. ეს ამინო მჟავა სისხლის შემადგენლობაში შედის, რომელიც პირდაპირ იწვევს ტელომერის დაშლის პროცესს. ამიტომ მიიღეთ უფრო მეტი ფოლიუმის მჟავა და ვიტამინი В.
რჩევა 2. უზრუნველყავით ვიტამინ С სრულფასოვანი მიღება, რომლის ნაკლებობა ტელომერის დაშლას იწვევს.
რჩევა 3. შეწყვიტეთ ნერვიულობა, მინიმუმამდე დაიყვანეთ სტრესები და დეპრესია. ამაში დაგეხმარებათ მედიტაცია, დასვენება და თქვენი ნერვიული სისტემის გადატვირთვა, გაემგზავრეთ ქალაქგარეთ სუფთა ჰაერზე, შეცვალეთ ადამიანებთან ურთიერთობისა და ცხოვრების წესი – აკეთეთ ის რაც დიდ სიამოვნებას განიჭებთ.
რჩევა 4. მინიმუმამდე დაიყვანეთ, ან საერთოდ უარი თქვით ჯანმრთელობისთვის მავნე საკვებზე, ალკოჰოლსა და სიგარეტზე.
რჩევა 5. დაიწყეთ ვარჯიში, სირბილი, სპორტულ დარბაზში სიარული, უფრო მეტი ისეირნეთ და სიამოვნება მიიღეთ ცხოვრებისგან.
რჩევა 6. მიიღეთ უფრო მეტი ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავები.
რჩევა 7. ნუ ბრაზდებით, მოიშორეთ უარყოფითი და პესიმისტური აზრები, შეიგრძენით და მიიღეთ ცხოვრებისგან უფრო მეტი პოზიტივი.

როგორ შევინარჩუნოთ ახალგაზრდობარა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ტელომერები ჩვენს გენეტიკურ კოდში არ დამოკლდეს? არსებობს ასეთი ფერმენტი – ტელომერაზა, რომელსაც შეუძლია მისი სიგრძის გაზრდა. ეს ხდება ემბრიონულ და ღეროვან უჯრედებში. ამ უჯრედებს მუდმივად შეუძლიათ დაყოფა, მათი ტელომერები არ მოკლდება. მიუხედავად ამისა, დღემდე ვერცერთმა მეცნიერმა ვერ შექმნა პრეპარატი, რომელიც დროს უკან დააბრუნებს და სიბერეს დაამარცხებს. ჩვენ ისღა დაგვრჩენია გავითვალისწინოთ ზემოთ მოცემული რჩევები იმ მიზნით, რომ ორგანიზმის დაბერების პროცესი შევაჩეროთ და უფრო ახალგაზრდულად გამოვიყურებოდეთ.
მოგეწონათ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გააზიარეთ, რათა სხვებმაც ნახონ.
loading...
გააკეთეთ კომენტარი
მსგავსი სიახლეები


loading...
რედაქტორი გირჩევთ