Загрузка...

ყავამ შეიძლება გამოიწვიოს გულძმარვა, წამლებმა კი კუჭის პრობლემები. რისი გაკეთება არ ღირს უზმოზე


ადამიანი არის ის, რასაც ჭამს. ალბათ ეს ფრაზა ყველას სმენია. თუმცა ასევე მნიშვნელოვანია ის, თუ უზმოზე რას ჭამთ. დღეს გიამბობთ, თუ რისი ჭამა არ ღირს ცარიელ კუჭზე, ანუ საკვების ბოლო მიღებიდან 2 საათის შემდეგ.

ანთების საწინააღმდეგო საშუალების მიღებაასპირინი, აცეტამინოფენი და სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები ცარიელ კუჭზე არ უნდა მიიღოთ. პირველ რიგში, ეს ეფექტურობას ამცირებს. მეორე მხრივ, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სერიოზული პრობლემები შეიძლება გამოიწვიოს, როგორიცაა კუჭის სისხლდენა.სხვათა შორის, რძე არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო მედიკამენტების ნეგატიურ ეფექტს ამცირებს. თუ ხელთ არ გაქვთ, მედიკამენტს დიდი რაოდენობით წყალი დააყოლეთ, ან მედიკამენტების ნაცვლად სანთელი გამოიყენეთ.ყავის დალევაყავა მჟავის წარმოებას სტიმულირებს. თუ უზმოზე დალევთ, გულძმარვას და საჭმლის მომნელებელ ტრაქტთან დაკავშირებულ სხვა პრობლემებს გამოიწვევს. თუ დილით ყავის დალევის შემდეგ არ ისაუზმებთ, ამან შეიძლება სეროტინის დეფიციტი გამოიწვიოს, რაც ცუდ განწყობას იწვევს.თუ ყავაზე უარის თქმა გიჭირთ, ნაღები ან რძე დაუმატეთ. ამ პროდუქტებში შემავალი ცხიმი სასმელის ნეგატიურ გავლენას ამცირებს. უპირატესობა ნატურალურ ყავას მიანიჭეთ.ალკოჰოლის დალევაალკოჰოლის კომპონენტების ორგანიზმიდან გამოსვლა უფრო ნელა მოხდება და ეს ძლიერ ნაბახუსევს გამოიწვევს. ალკოჰოლის მიღება ორგანიზმისთვის შეუმჩნეველი არასდროსაა. პირველ რიგში, ამის გამო ღვიძლი, თირკმლები და გული იტანჯება.თუ მოულოდნელად ისეთ სიტუაციაში აღმოჩნდით, რომ უზმოზე დალევა მოგიწიათ, უპირატესობა ცივ უგაზო სასმელს მიანიჭეთ, რომელიც სისხლში შეწოვა უფრო ნელა მოხდება. კიდევ უკეთესი: რაღაც მიაყოლეთ. მაგალითად, ბუტერბროდი კარაქთან ერთად.საღეჭი რეზინით ძალიან გატაცებამარილის მჟავა, რომელიც ღეჭვის დროს მიიღება კუჭის ლორწოვან გარსს აზიანებს. თუ ამას ხშირად აკეთებთ, შეიძლება გასტრიტი გამოიწვიოს. მეცნიერულად დაამტკიცეს, რომ საღეჭი რეზინის დაღეჭვის შემდეგ ადამიანს არაჯანსაღი საკვების ჭამა უნდება. მაგალითად, კარტოფილი ფრი ბოსტნეულის და ხილის ნაცვლად.საღეჭი რეზინა ნაკლებ ზიანს მოგაყენებთ, თუ მის შემადგენლობაში შაქრის, ციკლამატის ან ასპარტამის ნაცვლად ნატურალური დამატკბობლები (სორბიტიქსილიტი) შედის. ასევე 10 წუთზე მეტხანს არ დაღეჭოთ მაშინაც კი, თუ ცოტა ხნის წინ შეჭამეთ.დაძინებაშიმშილის გრძნობა და გლუკოზის დაბალი დონე სწრაფად დაძინებასა და ადრე გაღვიძებაში ხელს გვიშლის. გასაოცარია, მაგრამ ძილის დეფიციტი შიმშილის ჰორმონის დონეს ზრდის. სწორედ ამიტომ, ვახშამზე უარის თქმის შემდეგ დილით უფრო მეტად გვშია.თუმცა ძილის წინ ბევრის ჭამა ასევე არ შეიძლება. ოპტიმალური ვარიანტი - უპირატესობა რძის პროდუქტებს მიანიჭეთ, რადგან ისინი მაგნიუმს და კალციუმს შეიცავს, რაც ღრმა ძილს ხელს უწყობს.ინტენსიური ვარჯიშის შესრულებაითვლება, რომ შიმშილის დროს უფრო მეტი კალორია იწვება. თუმცა რეალობა ისეთია, რომ ცარიელი კუჭი ამ პროცესზე გავლენას არ ახდენს. ამასთან კუნთოვანი მასა უფრო მეტი ინტენსივობით მცირდება. თავად ვარჯიშიც ცარიელი კუჭისთვის კარგი არაა, რადგან ორგანიზმს ენერგია არ ყოფნის.ინტენსიური ვარჯიში სჯობს აერობიკით ჩაანაცვლოთ.მაღაზიებში სიარულიშიმშილი უფრო მეტი საკვების ყიდვისკენ გვიბიძგებს, ვიდრე აუცილებელია. როგორც აღმოჩნდა, შიმშილობა არა მხოლოდ საჭმლის, არამედ სხვა ნივთების შეძენისკენაც გვიბიძგებს. სპეციალისტები ამბობენ, რომ ასეთ სიტუაციაში „მე მინდა ჭამა“ უბრალოდ გარდაიქმნება „მე მინდა“ ფრაზად. როცა ადამიანი მაღაზიაში იმყოფება, ეს მოთხოვნილება საყიდლებით კმაყოფილდება.მაღაზიებში ჭამის შემდეგ წადით. მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ თუ ადამიანი არა ბარათით, არამედ ქეშით გადაიხდიან, უფრო ნაკლებს დახარჯავენ.ციტრუსის წვენის დალევაციტრუსში შემავალი მჟავე და უჯრედისი ცარიელ კუჭს აღიზიანებს, რას განსაკუთრებით სახიფათოა, თუ გასტრიტი ან ამ დაავადების მიმართ მიდრეკილება გაქვთ.ახალი ციტრუსის წვენი უფრო მეტ სარგებელს მოგიტანთ და კუჭს არ დააზიანებს, თუ წყალში გააზავებთ 1:1 პროპორციით (თუ გაზრდილი მჟავიანობა გაწუხებთ) ან 2:1 პროპორციით (სხვა დანარჩენ შემთხვევაში).ურთიერთობაუცნაურად ჟღერს, მაგრამ აშშ-ს მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ შიმშილის გრძნობა უფრო გაღიზიანებულს გვხდის. ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ ტვინს თვითკონტროლისთვის ენერგია არ ყოფნის.სწორედ ამიტომ, თუ საუბრამდე საუზმობის დრო არ გაქვთ, თბილი ჩაი დალიეთ. და თან კომუნიკაცია გააგრძელეთ.
მოგეწონათ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გააზიარეთ, რათა სხვებმაც ნახონ.
loading...
გააკეთეთ კომენტარი
მსგავსი სიახლეები


loading...
რედაქტორი გირჩევთ