Загрузка...

არასასიამოვნო სიახლე ვეგეტარიანელებისთვის, შესაძლოა ვეგანურმა დიეტამ კბილების დაშლის პრობლემა წარმოშვას


მსოფლიოში ბევრ ადამიანს მიაჩნია, რომ ვეგეტარიანელობა ჯანმრთელობაა, თუმცა კვლევებით და ბოლოდორინდელი პრაქტიკით დადასტურდა, რომ ცხოვრების მსგავს წესს, ბევრი პრობლემის გამოწვევა შეუძლია თქვენს ორგანიზმში.
იტვირთება...
loading...
ცნობილმა ლონდონელმა სტომატოლოგმა Dr Mervyn Druian-მ აღნიშნა, რომ ბოლო დროს ბევრ პაციენტში შეინიშნება კბილის დაშლის პრობლემა მას შემდეგ, რაც მათ უარი თქვენს გარკვეული სახის საკვებზე და საბოლოოდ ამოიღეს რაციონიდან.
დოქტორის თქმით, ბევრი ადამიანი იცვლის კვების რეჟიმს და ხდება ვეგეტარიანელი, თუმცა აღნიშნულმა ცხოვრების წესმა შესაძლოა ბევრი პრობლემა შეუქმნას მათ.ვეგანური დიეტის დაცვა ნიშნავს ცილებისა და კალციუმის ნაკლებობას, რაც კბილის სიჯანსაღისთვის უმნიშვნელოვანესია. სტომატოლოგი ურჩევს ვეგეტარიანელებს, რომ მიეძალონ ხილსა და მარცვლეულ კულტურებს, რათა დანაკლისი ამ მხრივ მაინც შეივსონ.
ვეგეტარიანელობა განაპირობებს კბილზე გარკვეული ბაქტერიების წარმოქმნას, რომელთა მჟავიანობა ემალს ასუსტებს. Dr Mervyn Druian-ის თქმით, კბილის დაშლის პრობლემები მხოლოდ ვიტამინების ნაკლებობით არ არის გამოწვეული, არამედ მას კვების რაციონიც იწვევს.
მოგეწონათ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გააზიარეთ, რათა სხვებმაც ნახონ.
loading...
გააკეთეთ კომენტარი
მსგავსი სიახლეები


loading...
რედაქტორი გირჩევთ