Загрузка...

რა უშლის ხელს ახალშობილს ტირილსა და ოფლიანობაში


დაბადებისთანავე ბავშვი იწყებს ხმამაღალ ტირილს, ეს არის ნიშანი ჯანმრთელობის.თუმცა თუ კარგად დააკვირდებით ახალშობილის ტირილს შეამჩნევთ რაღაც განსხვავებას დიიდებისაგან: ცრემლები არ არის.
ცრემლები რათქმაუნდა საჭიროა იმისათვის, რომ თვალი იყოს დაცული და ტენიანი.როდესაც ჩვენ ვართ ექსტრემალური ემოციების წინაშე, როგორიცაა: გაბრაზება, სევდა, ან სიხარული-ჩვენ ვტირით. ამგვარი მოკლეს ტრესები იწვევენ რეაქციას “იბრძოლე ან გაქეცი'', ამ ემოცურ ცრემლებს შეუძლიათ გამოათავისუფლონ სტრესის შემამცირებელი ჰორმონები რომლებიც დროთა განმავლობაში გროვდება ორგანიზმში.
იტვირთება...
loading...
როდესაც ბავშვი იბადება, მას ჯერ კიდევ არ აქვს კარგად განვითარებული საცრემლე სადინრები, ისინი გამოიმუშავებენ საკმარის ცრემლს რომ თვალი დარჩეს ტენიანი, მაგრამ არაა საკმარისი იმისთვს რომ იგი ნაკადად წამოვიდეს თვალიდან. ამიტომაც ემოციური გაღიზიანებისას ბავშვი ტირილს იწყებს სამი ოთხი კვირის შემდეგ.საინტერესოა, რომ ახალშობილი მისი ცხოვრების პირველი ორი კვირის განმავლობაში ვერ ოფლიანობს. ეს იმიტომ, რომ ამ ეტაპზე საოფლე ჯირკვლები ჯერ კიდევ სრულად ვერ ფუნქციონირებს.
ადამიანის ორგანიზმს გააჩნია ორი სახის საოფლე ჯირკვალი: ეკრინული და აპოკრინული, ორივე მათგანი მანამდე ვითარდება ახალშობილში სანამ იგი ოფლის გამომუშავებას დაიწყებს. აპოკრინული საოფლე ჯირკვლები თმის ფოლიკულებიდან ახდენენ ოფლის სეკრეციას, თუმცა ისინი აქტიური ხდება გარდატეხის ასაკში, როდესაც ჰორმონალურ ცვლილებებს აქვს ადგილი. ამგვარ ოფლს ახასიათებს თავსებული სუნი, ვინაიდან იგი შეიცავს: წყალს, ელექტროლიტებს, სტეროიდებს, ლიპიდებს და ცილებს რაც ხელსაყრელი გარემოა ბაქტერიების გასამრავლებლად.
რაც შეეხება ეკრინულ საოფლე ჯირკვლებს, ახალშობილში ის განსაკუთრებით აქტიურადაა შუბლის მიდამოებში, ხოლო შემდგომად ტანზე და კიდურებზე. ამიტომაც ვინაიდან ბავშვს არ შეუძლია ოფლიანობა და შესაბამისად სხეული ტემპერატურის გაგრილება, ამაში მათ მშობლები ეხმარებიან.
სწორედ არასრულ ოფლიანობას უკავშირდება ახალშობილებში: წითელი კანი, ხშირი სუნთქვა, მოუსვენრობა და სხვა.
მაგრამ მაშინ როდესაც ჩვილის ორგანიზმი უკვე იწყებს ოფლის გამომუშავებას მშობლები დარდობენ რადგან ბავშვი სველდება კვების ან ძილის დროს, რაც სინამდვილეში არ წარმოადგენს პრობლემას.
მოგეწონათ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გააზიარეთ, რათა სხვებმაც ნახონ.
loading...
გააკეთეთ კომენტარი
მსგავსი სიახლეები


loading...
რედაქტორი გირჩევთ