Загрузка...

უზმოზე თბილი წყლის დალევა სასიცოცხლოთ მინისვნელოვანია და აი რატომ


თანამედროვე ცხოვრების სენია- დილის ყავა და მისი თავისებურებები. დღის დატვირთული გრაფიკი და ამის გამო ადრე ადგომა, მხოლოდ იმის სურვილს და საშუალებას იძლევა, რომ დილა ფინჯანი ცხელი ყავით დავიწყოთ და გავიქცეთ სამსახურში, ან გავიქცეთ სამსახურში და იქ მივირთვათ ცხელი, ერთი ფინჯანი ამ ჯადოსნური სითხისა. მაგრამ თუ ამ ჩვევას შეცვლით გაცილებით სასარგებლო ჩვევით და დილას მხოლოდ და მხოლოდ თბილი წყლის დალევით დაიწყებთ, დაგარწმუნებთ, რომ თქვენი ცხოვრება და ჯანმრთელობა გაცილებით უკეთესი გახდება.
იტვირთება...
loading...
შეგახსენებთ, რომ უზმოზე თბილი წყლის მიღება, ჯანმრთელი ორგანიზმის საწინდარია და მანამ, სანამ დაგიკონკრეტებთ თუ რას ცვლის ის თქვენი ჯანმრთელობის საკითხში, გეტყვით, რომ მათ, ვისაც არ მოგწონთ თბილი წყლის გემო, შეგიძლიათ მასში ჩაამატოთ ლიმონი.

უზმოზე თბილი წყლის (და არა ცხელი) დალევა, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია! რატომ?

ის აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას - უზმოზე თბილის წყლის დალევის გარკვეული პროცედურა ხელს უწყობს ორგანიზმიდან ტოქსინების გამოდევნას და შესაბამისად უმჯობესდება სისხლის მიმოქცევა.

წმენდს საჭმლის მომნელებელ ორგანოებს - უზმოზე თბილი წყლის დალევა ასუფთავებს ორგანიზმს საჭმლის ნარჩენებისგან, სითხე ასევე შლის კუჭში დარჩენილ საკვებს და ხელს უწყობს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მუშაობას.

ხელს უწყობს წონაში კლებას - უზმოზე თბილი წყლის დალევა ხელს უწყობს წონაში კლებას, რადგან თბილი წყალი მაღლა წევს სხეულის ტემპერატურას და ამრიგად ის აჩქარებს მეტაბოლურ პროცესებს. აქედან გამომდინარე, სხეული მალე და ადვილად წვავს ცხიმებს.

ანელებს დაბერების პროცესს - დაიჯერებთ თუ არა, თქვენი ნებაა, მაგრამ უზმოზე თბილი წყლის დალევა, ნამდვილად ანელებს დაბერების პროცესს. ცარიელ კუჭზე თბილი წყლის დალევით ორგანიზმიდან დევნით ტოქსინებს და თქვენი კანი ხდება მტკიცე, სუფთა და ჯანმრთელი.
მოგეწონათ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გააზიარეთ, რათა სხვებმაც ნახონ.
loading...
გააკეთეთ კომენტარი
მსგავსი სიახლეები


loading...
რედაქტორი გირჩევთ