Загрузка...

რატომ იწვევს ცხარე-მწარე საჭმელი ტკივილს ?


გქონიათ ოდესმე ასეთი გამოცდილება?

თქვენ მიირთმევთ რომელიმე ძალიან ცხარე კერძს ჩინურ ან ტაილანდურ რესტორანში და შემთხვევით ჩაკბიჩეთ ძლიან ცხარე წიწაკა. ამ მომენტში ის სიამოვნება, რომელსაც საკვებისგან იღებთ, ძლიერ ტკივილად გადაიქცევა. თუკი ასეთი რამ ოდესმე შეგემთხვათ, თქვენ იცით რომ გემოს სფეროში არსებობს კავშირი მათ შორის, რაც განიჭებთ სიამოვნებას და ტკივილს.
იტვირთება...
loading...

ფიზიოლოგიურად ადვილია იმის ახსნა თუ რატომ იწვევს ცხარე წიწაკა ტკივილს. თქვენს ენაზე არსებული გემოს ბოლქვები დაკავშირებულია ნოციცეპტური ტკივილის ბოჭკოებთან.
ამრიგად, ერთი და იგივე ქიმიურმა ნივთიერებამ შეიძლება გააღიზიანოს როგორც გემოს ბოლქვებში მდებარე რეცეპტორები, ისე მასთან ძალიან ახლოს მდებარე ტკივილის ბოჭკოები. ცხარე წიწაკის შემთხვევაში ეს ნივთიერებაა კაფსაცინი.
თუკი თქვენ გსურთ ისიამოვნოთ ცხარე საკვებით, უნდა შეეცადოთ საკვებში შეინარჩუნოთ ამ ნივთიერების საჭირო კონცენტრაცია ისე, რომ მან უფრო მეტად გააღიზიანოს თქვენი გემოს რეცეპტორები, ვიდრე ტკივილის რეცეპტორები.

ალბათ გაინტერესებთ რატომ განსხვავდებიან ადამიანები ერთმანეთისგან ცხარე საკვების მიმართ დამოკიდებულების მიხედვით?

ზოგს უკვირს ხოლმე, როცა მათ მეგობრებს შეუძლიათ ან არ შეუძლიათ ცხარე საჭმლის ჭამა. ამ განსხვავების ასახსნელად ისევ ფიზიოლოგიას მივმართოთ. რაც უფრო მეტია გემოს ბოლქვები, მით უფრო მეტია ტკივილის რეცეპტორებიც. ამიტომ უფრო დიდია იმის ალბათობა, რომ ის ადამიანები, რომელთაც ბევრი გემოს ბოლქვები აქვთ, უფრო ძლიერ ტკივილს განიცდიან კაფსაცინისაგან.
იმ ინდივიდებს რომელთაც ბევრი გემოს ბოლქვები აქვთ, სუპერდეგუსტატორები დაარქვეს, ხოლო მათ ვისაც უფრო მცირე რაოდენობით აქვს ეს რეცეპტორები - ნონდეგუსტატორები.
ინდივიდთა ეს ორი ჯგუფი არ განსხვავდება ერთმანეთისგან მრავალი გემოს შეგრძნებების მიხედვით - თქვენ შეიძლება არც იცოდეთ სუპერდეგუსტატორი ხართ, ნონდეგუსტატორი თუ რაღაც შუალედი. განსხვავება მხოლოდ გარკვეულ ქიმიური ნივთიერებების, მაგალითად, კაფსაცინის მიმართ მგრძნობიარობაში ვლინდება.
მოგეწონათ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გააზიარეთ, რათა სხვებმაც ნახონ.
loading...
გააკეთეთ კომენტარი
მსგავსი სიახლეები


loading...
რედაქტორი გირჩევთ