Загрузка...

კალიფორნიის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაადგინეს, რომ მუდმივი კონტაქტი მცენარეებთან აუმჯობესებს ფსიქიკურ ჯანმრთელობას


მუდმივი კონტაქტი მცენარეებთან ბაღებსა და ბოსტნებში თავისი ფიზიკური აქტივობებით აუმჯობესებს ფსიქიკურ ჯანმრთელობას.ის ფაქტი, რომ მებაღეობა და მებოსტნეობა გონებრივ მდგომარეობაზე დადებითად მოქმედებს, ეხმარება და აუმჯობესებს ადამიანის ფსიქიკურ დარღვევებს, დეპრესიას და გამუდმებულ შფოთვას, კალიფორნიის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაწესებულების ოფიციალურ ვებ გვერდზე გამოაქვეყნეს სტატია ტავიანთი მოსაზრებების და ექსპერიმენტების შესახებ, რომელიც მათ ჩაატარეს ფსიქიატრიული საავადმყოფოების 25 პაციენტის მონაწილეობით, რომლებსაც სერიოზული დეპრესიული და შფოთვა ჰქონდათ.აღსანიშნავია, რომ ბაღებსა და ბოსტნებზე ექსპერიმენტები მკვლევარებმა 2014 წელს დაიწყეს. მოხალისეები ფსიქიატრიული საავადმყოფოდან ითხოვდნენ ყვავილების არჩევაში მონაწილეობის მიღებას.კვირაში ერთხელ ისინი ექიმებთან ერთად გამოდიოდნენ ბაღში და იქ მუშაობდნენ - თხრიდნენ მიწას, რგავდნენ ყვავილებს და სხვადასხვა ბოსტნეულს თესავდნენ, რწყავდნენ როგორც ბოსტნეულს, ასევე სხვადასხვა დასახელების ყვავილებს.შედეგად მეცნიერები აცხადებდნენ, რომ ბაღში და ბოსტანში მუშაობა ეფექტური საშუალებაა ფსიქოთერაპიისთვის.მათი თქმით, ექსპერიმენტში მონაწილე ადამიანები სერიოზულად დაავადებულები იყვნენ და იზოლირებულად ცხოვრობდნენ ფსიქიატრიულ საავადმყოფოში.ისინი გაუცხოებულები არიან სამყაროსგან, მაგრამ ბაღ - ბოსტნებში მათი "ფუსფუსით" სრულიად გარდაიქმნენ.ექსპერტებმა ისაუბრეს ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ ამგვარი წვრთნების "უზარმაზარ ზემოქმედებაზე".მებაღეობის პროცესში ჩართული ადამიანების აბსოლუტური უმრავლესობა იტყობინება, რომ მოტივაციის გაუმჯობესებაზე დაფიქრებაა საჭირო.დასკვნების კომენტირებისას, პროფესორმა ტიმ ლანგმა აღნიშნა, რომ ისინი ადასტურებენ, რომ მცენარეთა და ცხოველების მუდმივი კონტაქტი აუმჯობესებს პირის ფიზიკურ და ფსიქიკურ მდგომარეობას.ჩატარებულ ექსპერიმენტზე დაყრდნობით ფსიქიატრიული საავადმყოფოს პაციენტები ზამთარში უფრო ჩაკეტილები და მოწყენილები იყვნენ, მაგრამ როგორც კი თოვლი დნობას იწყებდა და გაზაფხული მოდიოდა, ყველა მათგანი მხიარული შეჰყურებდა ამინდს.
იტვირთება...
loading...
მოგეწონათ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გააზიარეთ, რათა სხვებმაც ნახონ.
loading...
გააკეთეთ კომენტარი
მსგავსი სიახლეები


loading...
რედაქტორი გირჩევთ