Загрузка...

როგორ შევცვალოთ რაციონი, რათა თავიდან ავირიდოთ კიბო, ვიცხოვროთ ჯანმრთელად და ბედნიერად


კიბოს თავიდან ასაცილებლად ყოველდღიურად ბოსტნეული და ხილი უნდა მიირთვათ. თუ ყოველდღე 400-500 გ-ს მიირთმევთ, მაშინ თითქმის 2-ჯერ შეამცირებთ კუჭის, თირკმელების, ნაწლავის, ნაღვლის ბუშტის, ფილტვების და ძუძუს კიბოს განვითარების რისკს.
საკვები ბოჭკოები ხელს უწყობს სხეულიდან კანცეროგენების აღმოფხვრას. განსაკუთრებული უპირატესობა ყვითელ, ნარინჯისფერ და წითელ ხილს მიენიჭება. მაგალითად, პომიდორი, გოგრა, ხურმა, გარგარი, ჭარხალი, სტაფილო, მოცხარი, ქაცვი და სხვა.
იტვირთება...
loading...
ქალური ონკოლოგიური დაავადებების მემკვიდრეობითი მიდრეკილების შემთხვევაში, განსაკუთრებით სასარგებლოა თეთრი კომბოსტო. მაგრამ კოლბრაბის, ბრიუსელის და ჩინური კომბოსტოც ასევე სასარგებლოა კიბოს წინააღმდეგ. კალციუმის შემცველი რძის და რძის პროდუქტები, სადაც შემცირებულია ცხიმის შემცველობა 1.5-2.5%. ყველი სასურველია მყარი და სახლში დამზადებული ხაჭო. 

შეგიძლიათ მიიღოთ მოხარშული ფრინველის, მჭლე საქონლის და ღორის ხორცი, მაგრამ არა უმეტეს 100 გ დღეში. სასურველია მიირთვათ რაც შეიძლება ბევრი ზღვის თევზი, რადგან ის შეიცავს პოლიინთოეტურ ცხიმოვან მჟავას, რისი სიმცირეც ხელს უშლის ქოლესტერინის მეტაბოლიზმს და აგრეთვე ხელს უწყობს კიბოს დაავადებების განვითარებას.
ზღვის თევზები: ხეკი და ლოქო შეიცავს იოდს, რომელიც ამყარებს ჰორმონალურ ბალანსს და ხელს უშლის სიმსივნის განვითარებას. ნაცვლად თევზისა, შეგიძლიათ მიიღოთ თევზის ქონი კაფსულებში.
საკვებ კერძს ხშირად უნდა დაემატოს ნიორი, ხახვი და მწვანილი. ხახვი, კამა და როზმარინი შეიცავს ნივთიერებებს, რომლებიც იცავს ქალბატონებს ძუძუს კიბოსგან. სასარგებლოა ნიახური და ოხრახუში. ნახევარი კბილი ნიორი დღეში, დაგეხმარებათ დაიცვათ თავი ნაწლავის კიბოსადან. სასარგებელოა მხოლოდ სუფთა ნიორი, რომელიც კულინარიულად არ არის დამუშავებული.
უმჯობესია გამოიყენოთ მსხვილი, იოდიზირებული და მინერალური მარილი. საკვები ან ჩაი მოამზადეთ სუფთა წყლით. ამისათვის, ონკანის წყალი გაფილტრეთ ფილტრის საშუალებით.
სიმსივნური უჯრედებისგან დასაცავად მნიშვნელოვანი როლს თამაშობენ ვიტამინები: A, E, C, PP, ჯგუფის B, სელენი, თუთია, სპილენძი ხელს უშლის თავისუფალ რადიკალების დაგროვებას, რის გამოც უჯრედების გადაგვარება ხდება. ისინი ზრდიან იმუნიტეტს, აუმჯობესებენ სისხლის ფორმირებას და მეტაბოლიზმს.
კიბოს რისკის შესამცირებლად საჭიროა შეამციროთ ან რაციონიდან ამოიღით ცხიმიანი შემწვარი საქონლის, ღორის და ცხვრის ხორცი. შეამცირეთ ან საერთოთ ამოიღეთ შებოლილი, დამარილებული, დამარინადებული, დაკონსერვებული საკვები, ცხიმიანი ყველი, ძეხვი, კარაქი, საკონდიტრო ნაწარმი და ალკოჰოლური სასმელები.

ზოგადად, კიბოს საწინააღმდეგო საკვები პროდუქტები, ძირითადად, მცენარეული წარმოშობისაა. ეს გასაკვირი არაა, რადგან მათში აუცილებელი ვიტამინები, მჟავები და მინერალებია. თევზეულს და ზღვის პროდუქტებს პოპულარობით მეორე ადგილი უკავია, პოლიუნთეზური ცხიმოვანი მჟავების გამო.

მოკლედ, მთავარია გვესმოდეთ, რომ სწორი კვება პირდაპირ აისახება ორგანიზმის ჯანმრთელობაზე. ჯანსაღი კვება მოგვცემს საშუალებას, რომ დიდხანს ვიცხოვროთ და არ დაავადდეთ არა მარტო კიბოთი, არამედ სხვა დაავადებებით.
მოგეწონათ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გააზიარეთ, რათა სხვებმაც ნახონ.
loading...
გააკეთეთ კომენტარი
მსგავსი სიახლეები


loading...
რედაქტორი გირჩევთ