Загрузка...

თუ ბავშვი ძუძუთი არ იკვებებოდა, შაქრიანი დიაბეტის დაავადების რისკი უფრო მაღალია


დიაბეტი და მემკვიდრეობა
ერთ ერთი ძირითადი თეორია, რომელიც ხსნის, შაქრიანი დიაბეტის განვითარებას, ვირუსული ინფექციისა და მემკვიდრეობითი განწყობის მნიშვნელობაზეა აგებული.

როცა ორგანიზმში ვირუსი ხვდება, ორგანიზმის იმუნური სისტემა იწყებს ანტისხეულების გამომუშავებას მის წინააღმდეგ. მაგრამ იმუნიტეტის ზოგიერთი მემკვიდრეობის თავისებურების გამო ვირუსების განადგურების შემდეგ, ორგანიზმის დამცავი მექანიზმი არ ითიშება, გრძელდება ანტისხეულების გამომუშავება . რომლებიც ახლა უკვე საკუთარი ორგანიზმის უჯრედებს უტევენ.
იტვირთება...
loading...
შაქრიანი დიაბეტის შემთხვევაში, ეს არის პანკრეასის ბეტა უჯრედები . რომლებიც თანდათანობით იხოცებიან .ცოცხლად დარჩენილი უჯრედები ერთხანს ასე თუ ისე ახერხებენ ინსულინზე ორგანიზმის მოთხოვნილების დაკმაყოფილებას. მაგრამ დგება დღე, როცა მათ მიერ გამომუშავებული ჰორმონი ფუნქციას თავს ვეღარ ართმევს. სწორედ ამის შემდეგ იჩენს თავს შაქრიანი დიაბეტის სიმპტომები .დაავადებათა ალბათობა დიაბეტიანთა შვილებს უფრო მეტი აქვთ . თუნდაც დედ - მამას დიაბეტი არ ჰქონდეთ . შესაძლოა რომელიმე მათგანის გენოტიპი შეიცავდეს შაქრიანი დიაბეტის განვითარებისადმი განწყობის მატარებელ გენს. გენეტიკური განწყობა იმას როდი ნიშნავს, რომ ბავშვი აუცილებლად დაავადდება. უფრო მეტია ალბათობა დიაბეტი არ გამოაჩნდეს, რადგან დადგენილია, ასეთი გენის გადაცემის ალბათობა 3-5 % ს უდრის. მაგ. ცნობილია შემთხვევები როცა ერთნაირი გენეტიკური ინფორმაციის მატარებელი ტყუპიდან დიაბეტი მხოლოდ ერთს განუვითარდა .I ტიპის დიაბეტის შემთხვევაში დაავადების განვითარების ალბათობა ბავშვის სქესზე არ არის დამოკიდებული . მაგრამ დამოკიდებულია დიაბეტიანი მშობლის სქესზე. თუ დიაბეტით დედაა დაავადებული, ბავშვის დაავადების ალბათობა 2 - 3 % ს უდრის. თუ მამა 5-6 %ს. თუ ორივე 15 %ს. ბავშვის დაავადების რისკი უფრო მაღალია, თუ ძუძუთი კვების ნაცვლად იღებს ძროხის რძეზე დამზადებულ საკვებ ნარევებს .
II ტიპის შაქრიანი დიაბეტის დროს, ალბათობა უფრო მეტია 60 - 80 %. ამ ტიპის დიაბეტი როგორც წესი 40 წლის შემდეგ იჩენს თავს . მის თავიდან აცილებას ხელს უწყობს ჯანსაღი წონის შენარჩუნება. კვებით, ფიზიკური აქტივობით.
მოგეწონათ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გააზიარეთ, რათა სხვებმაც ნახონ.
loading...
გააკეთეთ კომენტარი
მსგავსი სიახლეები


loading...
რედაქტორი გირჩევთ