Загрузка...

რა სამკურნალო თვისებები აქვს და როგორ მზადდება უგემრიელესი გირჩის მურაბა


გირჩის მურაბა და მტვერი ნამდვილი წამალია! 
*ის არაჩვეულებრივი საშუალებაა სუსტი ბრონქების პატრონებისთვის 
*აძლიერებს იმუნიტეტს.
*გამოიყენება გაციების, სურდოს და სპაზმური ხველის დროს.
იტვირთება...
loading...

საქართველოში ბორჯომისა და აბასთუმნის მიდამოებში ხშირად შეხვდებით გასაყიდად გამოტანილ მურაბას და ნაძვის მტვერს. მისი მომზადება რთული არ არის.
ინგრედიენტები:
გირჩი 1 კგ

შაქარი 1.5 კგ

წყალი 1 ლ

გირჩები უნდა შეაგროვოთ მაისის ბოლოს და ივნისის დასაწყისში / სანამ ისინი მწავნე და ნორჩია/ ეკოლოგიურად სუფთა გარემოში.
გირჩი რბილი უნდა იყოს, დაახლოებით 1-3 სმ სიგრძის.მოგროვილი გირჩები კარგად უნდა გაირეცხოს გამდინარე წყალში. შემდეგ დაასხით მას წყალი და შემოდგით ცეცხლზე.
დაამატეთ შაქარი, მოურიეთ, წამოადუღეთ. უნდა იხარშოს მაღალ ცეცლზე 15-20 წუთი. შემდეგ გადმოდგით და ბოლომდე გააციეთ.
კარგად გაცივებულს მურაბას ისევ უნდა წამოდუღდეს. ხარშეთ 30 წუთი. სიროპი თანდათან ფერს შეიცვლის და გამჭვირვალე კარამელისფერი გახდება.
მურაბა მეორედ ხარშვის შემდეგ ისევ უნდა გადმოდგათ და გააციოთ.
შემდეგ მესამედ დააბრუნეთ ცეცხლზე და ხელახლა წამოადუღეთ.
ხარშეთ სანამ სიროპი არ გასქელდება - დააწვეთეთ თეფშზე და დაელოდეთ რამდენიმე წუთი. თუ მასა ბლანტია და ადვილად არ იღვრება მზადაა. გადაიტანეთ ცხელი მურაბა ქილებში და დააფარეთ თავსახური.მიღების წესი
მისი მიღება შეიძლება ბავშვებისთვის - 1-2 ჩაის კოვზი დილაობით.
დიდებისთვის - უზმოზე, ჭამამდე 20-30 წუთით ადრე.
მოგეწონათ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გააზიარეთ, რათა სხვებმაც ნახონ.
loading...
გააკეთეთ კომენტარი


loading...
რედაქტორი გირჩევთ